 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 19 აპრილი, 2013 |
- ტრაკის ჯიბე არის ტრაკის ჯიბე და მეტი არაფერი. არანაირი შარვლის უკანა ჯიბე, რა სისულელეა... მე ამ ჯიბეში ვინახავ ცხვირსახოცს, გასაღებს და იშვიათად მობილურს. მობილურს იშვიათად იმიტომ, რომ ვერ ვიტან, როდესაც დუნდულები მობილურის ვიბრაციაზე შემზარავად ზანზარებენ... ამ დროს უსაშველოდ სქელტრაკა მგონია საკუთარი თავი. ცხვირსახოცს იმიტომ, რომ ცხვირიდან თითქმის არასდროს მომდის. და ბოლოს, სახლის გასაღები სულ ტრაკის ჯიბით დამაქვს. მიზეზი მარტივია, სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ჩემს სახლს ვაზივარ. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მახსოვს, რომ მაქვს სახლი, ისეთი სახლი, როგორიც, მაქსიმუმ, იმდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, რამდენი მღვდელიც არსებობს ამ დედამიწის ზურგზე. მღვდელი იმიტომ, რომ ჩემს ქვევით, პირველ სართულზე მღვდელი ცხოვრობს და აბა მითხარით, ვის გინახავთ სარეცხის თოკებზე გაკიდებული მღვდლის შავი ანაფორა, რომლის წვეთებიც მისივე ხელით მოვლილ, გაურკვეველი წარმომავლობის ჭრელ ყვავილებსა და მიწიდან რაღაც სასწაულით ამობრექილ თავკომბალა ბაბუაწვერებს აწვიმს?.. არავისაც არ გინახავთ.
ჰოდა, გადავფინე უნამუსოდ გაჩაჩხული საცვლები, გვერდით მივუკიდე გასაწური წინდები და თითქოს ჯინაზე, ვალპობ და ვალპობ მღვდლის ანაფორას. და რა სურნელი გამოდის ამ დროს მისი სახლიდან? - არც მეტი არც ნაკლები - საკმევლის. გადავყოფ თავს, დავბერავ ნესტოებს, დავხუჭავ თვალებს და ფილტვებში ვიმწყვდევ მისი სახლიდან, მისი ოთახიდან, მისი ხატების წინ აბოლებულ-გამოსულ საკმეველს... დრო მოვა ძებნას დაუწყებს... ჩემი სახლიდან „ლოლიტა ლემპიკას“ მოტკბო ჰაერი გადის. მღვდლის ხელით დათესილ ყვავილებს საკუთარ სურნელს ართმევს და თავისას სჩუქნის, არა კი არ სჩუქნის, თავზე ახვევს, ალერგიას მართებს... დრო მოვა ძებნას დავუწყებ „ლემპიკას“...
ჩემს მღვდელს ნოე ჰქვია. საიდან ვიცი და მსმენია, ვიღაც მიმართავს ხოლმე ასე, მაგრამ ვინ, ჯერ ვერ შევიტყვე. ტყუილად ნუ აიმრიზები, მღვდლისთვის სხვა სახელი ვერ მოიფიქრეო?. ამ შემთხვევაში ეს ნოე ის ნოე არ არის და ერთმანეთთან არც არანაირი კავშირი არ აქვთ. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ იმ ნოემ რამდენიმე ასეული წელი იცოცხლა, ჩემი ნოე კი ას წლამდეც ვერ მიაღწევს; იმ ნოეს ყველა ჯურის ფრინველ-ცხოველი ჰყავდა, ამ ნოეს კი ერთი მუნჯი და სამწამმახსოვრობიანი თევზის გარდა სხვა მეგობარი არ გააჩნია და იმასაც მხოლოდ აკვარიუმის გარედან ნეკა თითის ცაცუნით ეფერება... მგონი... მე დეკე მქვია. რაღაცნაირად კი ჟღერს, მაგრამ ეგ არაფერი.
ვეძებ კაცს, ქმარს, შეყვარებულს, საყვარელს, ძმას, მამას, პაპას - სახელად იანს... მნიშვნელობა არა აქვს რა სტატუსით ვიპოვი, მთავარია იანი ერქვას. ესეც უცნაური ახირებაა, რაღა მაინცდამაინც იანი, მაგრამ რა ვქნა, იანს ვეძებ. იანს რომ ვიპოვი თებეს გავაჩენ.
ისეთი გამეტებით ბრუნავს დედამიწა, რომ საათის ისრები მეტისმეტი ბზრიალისაგან ერთმანეთს გადაეხლართნენ და უკვე მერამდენე დღეა ჩემი კედლის საათის დიდი და პატარა ისრები გამუდმებით დღის ჩახლართულ სამ საათს აჩვენებენ. კარგად დააკვირდი სიტყვას ჩახლართული, იმიტომ, რომ უბრალოდ სამი საათი ბევრზე არაფერზე მეტყველებს... ჩახლართულ სამ საათზე ვიღვიძებ... ჩახლართულ სამ საათზე ვბანაობ... ჩახლართულ სამ საათზე ვივარცხნი თმას და ვცდილობ ორიგინალური ვარცხნილობის მოძებნას, მაგრამ ისევ და ისევ ჩახლართულ სამ საათზე ვხვდები, რომ ყველაზე მეტად მაინც გაშლილი თმა მიხდება... ჩახლართულ სამ საათზე არ ვიუთოვებ ჯინსებს და ისე ვიცმევ... ჩახლართულ სამ საათზე ვსაუზმობ, ვსადილობ, ვვახშმობ... ჩახლართულ სამ საათზე ვრწმუნდები, რომ ვარ მდიდარი, იმიტომ, რომ ყოველ ჩახლართულ სამ საათზე კარზე მიკაკუნებს მათხოვარი და ავადმყოფი შვილისათვის ხურდას მთხოვს, მე კი ეს ხურდა ყოველთვის მომეძიება ჩემი პიჯაკის გულის ჯიბეში... ჩახლართულ სამ საათზე ვხვდები, რომ ვარ ღარიბი, იმიტომ, რომ ყოველ ჩახლართულ სამ საათზე გავივლი „მანგოს“ ვიტრინასთან, დავინახავ უსულო მანეკენზე გამოკიდებულ კაბას, რომელიც მხოლოდ ჩემთვის შეიკერა, მაგრამ ვერ ვიყიდი... სამაგიეროდ ყოველ ჩახლართულ სამ საათზე ვხვდები, რომ მე იმ მანეკენზე გაცილებით ცოცხალი ვარ და ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს... თუნდაც, სულ შიშველმა ვიარო... ჩახლართულ სამ საათზე ვიძინებ... ჩახლართულ სამ საათზე ვხედავ უბედურ სიზმრებს და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მხოლოდ ჩახლართულ სამ საათზე ვათავებ... და რა ხდება ამ დროს უბრალოდ სამ საათზე? - არც არაფერი, უბრალოდ დღის სამ საათზე ვეღარასდროს გავათავებ, იმიტომ, რომ უბრალოდ სამი საათი უკვე მერამდენე დღეა აღარ არსებობს...
იანთან ერთად ახალ დროს ვეძებ... ჰოდა, სწორედ ამ ჩახლართულ სამ საათზე გადავფინე ჩემი გასაწური ნიფხვები და წინდები მღვდლის ანაფორას თავზე, მერე კარი გამოვიკეტე, ტრაკის ჯიბეში ჩავიდე დიდი რკინის გასაღები და იანის საძებნელად წავედი...
ასე ღამით, მთვარით, შუადღის ჩახლართულ სამ საათზე, სად გაგონილა იანის საძებნელად წასვლა, მაგრამ რას ვიზამ, ვიცი, თუ ვიპოვი, ნამდვილად ჩახლართულ სამ საათზე ვიპოვი ჩემს იანს... ჩახლართულ სამ საათიან ლოცვას კითხულობდა უანაფორო მღვდელი, მის სახლს რომ ჩავუარე და ოდნავადაც არ შემაწუხა სინდისმა, რომ მის შავ ანაფორას, ჩემი ჭრელი სარეცხი ალპობდა. არა, ისე რაღა მაინცდამაინც იმ ჩახლართულ სამ საათზე უნდა გავხდე ასეთი თავხედი, როცა იანი უნდა ვიპოვო, მაგრამ ალბათ ესეც ბედისწერაა. ჰოდა, ალბათ ბედისწერა იყო ისიც, რომ მაინცდამაინც ამ ჩახლართულ სამ საათზე მიხვდა მღვდელი, რომ საკმევლის სუნი დაკარგა და მის საძებნელად გაეშურა. ისე, ეს ღვთისმოშიში კაცი, როგორ ვერ მიხვდა, რომ ამ სიბნელეში თავისი საკმევლის პოვნა გაუჭირდებოდა, მაგრამ ღმერთი ხომ მასთან იყო, რაღაც სასწაულით შთააგონა, რომ თუ ბნელის განათება უნდოდა, სანთელი უნდა აენთო და ისე უნდა წასულიყო საკმევლის საძებნელად. და მღვდელიც ასე მოიქცა. სადარბაზოდან გამოსულმა თავის ყვავილებს დაყნოსა, ფილტვებში გამოკეტა ჩემი „ლოლიტა ლემპიკა“ და ცხვირი აეწვა, ისეთი ცემინება აუტყდა, რამდენჯერმე სანთელიც კი ჩაუქრა, ბოლოს ზედ ბაბუაწვერას დააცემინა და ამ დროს არ გამცა ამ ჰაერში აფეთქებულმა თავბუსუსა უსუნო მცენარემ? ჩემს გზას გამოუყენა მღვდელი, ჩემსკენ გამოფრინდა ეს ათასბუსუსად დაქუცმაცებული ბაბუაწვერა და წვერებიანი მღვდელიც ჩემსკენ წამოიყოლა. მაშინ დავრწმუნდი ღმერთის სიძლიერეში, როდესაც ბაბუაწვერას ერთადერთ ბუსუსს გამოკიდებულმა ჯინსებიანმა მღვდელმა გადამიფრინა თავზე, რომელსაც ანაფორა მთვარის შუქზე გასაშრობად გადაეკიდა და აზრზეც ვერ მოდიოდა, რომ ჩემი საცვლებიდან ჩამოწანწკარებული წვეთების წყალობით, ანაფორა დილით ისევ სველი დახვდებოდა და ამის გამო ეკლესიაში დააგვიანდებოდა. ნაბიჯს ავუჩქარე, მივხვდი, რისთვისაც მოფრენილიყო ამ ჩახლართულ სამ საათზე ეს ჯინსებიანი მღვდელი. სუნთქვა შევიკარი, რომ შემთხვევით სადმე არ გადმომვარდნოდა საკმევლის სუნი და უჟანგბადობით წამოწითლებულმა გზა გავაგრძელე. მაინც არ მომეშვა. დეკე, დეკეოოოოო... მეძახდა. მერე ბუსუსს გაუშვა ხელი, მიწაზე დაენარცხა, ჯინსები ჩამოიფერთხა და ახლა ფეხით გამომეკიდა, გზადაგზა სანთელი უქრებოდა, მაგრამ ღმერთის შეწევნით ისევ თავისით ენთებოდა და მომდევდა და მომდევდა. ეს ჩემი სახელი საიდანღა იცოდა, ან როგორ დაიხსომა, მთელ დედამიწის ზურგზე მარტო მე მერქვა ეს სახელი. -დეკეეეე, დეკეეეეე...დამიცადე... ამოისუნთქე დეკე, ამოისუნთქე, გეხვეწები დეკე, დამიბრუნე ჩემი საკმეველი... -ვერა მამაო, ვერ დაგიბრუნებ, იანს ვეძებ, იანის საძებნელად მივდივარ. ერთადერთ ბედნიერ სიზმარში ვნახე, საკმევლის სუნს გრძნობს იანი შორიდან და ასე უფრო გაგიადვილდება მისი პოვნაო, ჰოდა, რა გაგიხდა ერთი საკმეველი, დამიტოვე ეს საკმეველი, მამაო, ღმერთი არა გწამს? -დეკე, დეკე, იანს ეძებ? იანს? -ჰო, ჰო, თებე თუ არ გავაჩინე გავსკდები გესმის? გავსკდები... -დეკე, დეკე, მე ვარ იანი... იანი ვარ... -აბა ნოე? -ნოე ჩემს თევზს ჰქვია...
მხოლოდ შუადღის ჩახლართულ სამ საათზე შეიძლება საკმევლის სურნელი „ლოლოტა ლემპიკას“ სურნელში გაცვალო და მხოლოდ ასე დაფეხმძიმდე თებეზე... * * * მე ვარ დეკემბერი იანი იანვარია თებეს - თებერვალს მალე გავაჩენ... ნოეს - ნოემბერს ხმელეთზე სიცოცხლეს ვასწავლი... * * * მეხუთე სეზონი ვიპოვე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მე იანი მქვია : ) მე იანი მქვია : )
21. გაჩნდა. აბა რა. ისე, ამ მოთხრობის შემდეგ დეკეს მეძახიან მეგობრები :) გაჩნდა. აბა რა. ისე, ამ მოთხრობის შემდეგ დეკეს მეძახიან მეგობრები :)
20. ზოგადად ჩახლართული ხარ შენ დეკე. გაჩნდა თებე ბოლო ბოლო? ფინალი ადვილი გამოსაცნობი იყო. ზოგადად ჩახლართული ხარ შენ დეკე. გაჩნდა თებე ბოლო ბოლო? ფინალი ადვილი გამოსაცნობი იყო.
19. -აბა ნოე? -ნოე ჩემს თევზს ჰქვია...
მხოლოდ შუადღის ჩახლართულ სამ საათზე შეიძლება საკმევლის სურნელი „ლოლოტა ლემპიკას“ სურნელში გაცვალო და მხოლოდ ასე დაფეხმძიმდე თებეზე... * * * მე ვარ დეკემბერი იანი იანვარია თებეს - თებერვალს მალე გავაჩენ... -აბა ნოე? -ნოე ჩემს თევზს ჰქვია...
მხოლოდ შუადღის ჩახლართულ სამ საათზე შეიძლება საკმევლის სურნელი „ლოლოტა ლემპიკას“ სურნელში გაცვალო და მხოლოდ ასე დაფეხმძიმდე თებეზე... * * * მე ვარ დეკემბერი იანი იანვარია თებეს - თებერვალს მალე გავაჩენ...
18. მგონი, თავიდან ზედმეტი ლაპარაკია
მერე კარგი იყო მგონი, თავიდან ზედმეტი ლაპარაკია
მერე კარგი იყო
17. მე არ მომეწონა.
ტრაკის ჯიბე არის ტრაკზე აფარებული ნაჭერი, ჯდომისაგან, რომ არ გაცვდეს და არც არცერთ სეზონში , და არც არასდროს პაპისპაპით მოყოლებული გასაღები არავის ჩაუდვია ტრაკის ჯიბეში იმურისტულადაც არ და ვერც ვერ ვიპოვე ნიჭი
ნიჭიერი ხარ! გეთანხმები, მაგრამ აქ ნიჭიერების გასაზომი აპარატი ტრაკის გარდა სხვა რამესაც ზომავს. მე არ მომეწონა.
ტრაკის ჯიბე არის ტრაკზე აფარებული ნაჭერი, ჯდომისაგან, რომ არ გაცვდეს და არც არცერთ სეზონში , და არც არასდროს პაპისპაპით მოყოლებული გასაღები არავის ჩაუდვია ტრაკის ჯიბეში იმურისტულადაც არ და ვერც ვერ ვიპოვე ნიჭი
ნიჭიერი ხარ! გეთანხმები, მაგრამ აქ ნიჭიერების გასაზომი აპარატი ტრაკის გარდა სხვა რამესაც ზომავს.
16. მეორე კომენტარის არ იყოს, ზუსტად იგივე ვიფიქრე მეც, მერე კომენტარები წავიკითხე და გადავწყვიტე ბოლომდე ჩავსულიყავი. მართლა მომეწონა. მეორე კომენტარის არ იყოს, ზუსტად იგივე ვიფიქრე მეც, მერე კომენტარები წავიკითხე და გადავწყვიტე ბოლომდე ჩავსულიყავი. მართლა მომეწონა.
15. მომწონს ამელი შენი ხელწერა. საინტერესო და განსხვავებული. მომწონს ამელი შენი ხელწერა. საინტერესო და განსხვავებული.
14. საინტერესოა... საინტერესოა...
13. იდეებით სავსე ვიყავი. ეს ყველაფერი (თითქმის ყველაფერი), რასაც კითხულობთ 5-6 წლის წინ არის დაწერილი. ახლა დამთავრდა ყველაფერი :) ხანდახან ადამიანებს უმთავრდებათ ის სიტყვები, რომლებისგანაც ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები და ა.შ. იწერება. ჰოდა, მეც ეს დამემართა.
იდეებით სავსე ვიყავი. ეს ყველაფერი (თითქმის ყველაფერი), რასაც კითხულობთ 5-6 წლის წინ არის დაწერილი. ახლა დამთავრდა ყველაფერი :) ხანდახან ადამიანებს უმთავრდებათ ის სიტყვები, რომლებისგანაც ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები და ა.შ. იწერება. ჰოდა, მეც ეს დამემართა.
12. ვაიმე უკვე აღარ ვიცი რა გემოვნების ადამიანი ვარ, მაგრამ ამელის ნაწერები მაოცებს მართლა... არ ველოდი ასეთ დასასრულს მაინც... სღ! + იდეებით სავსე ხარ! ვაიმე უკვე აღარ ვიცი რა გემოვნების ადამიანი ვარ, მაგრამ ამელის ნაწერები მაოცებს მართლა... არ ველოდი ასეთ დასასრულს მაინც... სღ! + იდეებით სავსე ხარ!
11. ამიტომ, წინასწარი დასკვნები არ უნდა გამოიტანოთ ხოლმე :)))) მატყუარა ვარ, ხანდახან :)))) ამიტომ, წინასწარი დასკვნები არ უნდა გამოიტანოთ ხოლმე :)))) მატყუარა ვარ, ხანდახან :))))
10. ამის წინა მოთხრობამ ვერ მომხიბლა, ხასიათი გამიფუჭა, ისეთი არ იყო, როგორსაც ველოდი, მაგრამ ამან ყველაფერი გამოასწორა. ისევ იმ აზრზე ვარ, რომ კარგად წერ. ამის წინა მოთხრობამ ვერ მომხიბლა, ხასიათი გამიფუჭა, ისეთი არ იყო, როგორსაც ველოდი, მაგრამ ამან ყველაფერი გამოასწორა. ისევ იმ აზრზე ვარ, რომ კარგად წერ.
9. რა დამთხვევაა.... ხერგ(იანი) ვარ გვარად :დ მომიტევეთ ამელი :) აწი ნაადრევ დასკვნებს აღარ გავაკეთებ! მომეწონა მართლა :) რა დამთხვევაა.... ხერგ(იანი) ვარ გვარად :დ მომიტევეთ ამელი :) აწი ნაადრევ დასკვნებს აღარ გავაკეთებ! მომეწონა მართლა :)
8. რაზეც არ უნდა წერდე- სულ ისეთი ცოცხალია, ისეთი ხელშესახები... რაზეც არ უნდა წერდე- სულ ისეთი ცოცხალია, ისეთი ხელშესახები...
7. მზად ვარ შეცდომა გამოვასწორო და გავცდე მაგ ავად სახსენებელ სიტყვას! :) ისე მიმაჩვიეთ ამ ტერმინოლოგიით რომ... ახლა შევუდგები და აზრსაც მოგახსენებთ ალბათ :) მზად ვარ შეცდომა გამოვასწორო და გავცდე მაგ ავად სახსენებელ სიტყვას! :) ისე მიმაჩვიეთ ამ ტერმინოლოგიით რომ... ახლა შევუდგები და აზრსაც მოგახსენებთ ალბათ :)
6. ჰოდა, ინანოს მირანგულმა, პირველ აბზაცს რომ ვერ გასცდა :)))) რაკი პირველ აბზაცში სიტყვა "ტრაკი" წერია, ის ხომ აპრიორში გულისამრევი ნაწერი უნდა იყოს :))))
ჰოდა, ინანოს მირანგულმა, პირველ აბზაცს რომ ვერ გასცდა :)))) რაკი პირველ აბზაცში სიტყვა "ტრაკი" წერია, ის ხომ აპრიორში გულისამრევი ნაწერი უნდა იყოს :))))
5. არაჩვეულებრივი იყო...555 ამელი როგორ მიყვარხარ...:-* ჩახლართულ სამ საათზე, მართლაც ოსტატურად გადახლართული საკმეველი, ბაბუწვერა, სანთელი,ანაფორა , საცვლები..:) რა კარგი კავშირებია მათ შორის... ვფიქრობ თვეების განმარტების და მეხუთე სეზონის გარეშეც ძალიან კარგია, უფროკარგიც კი... არაჩვეულებრივი იყო...555 ამელი როგორ მიყვარხარ...:-* ჩახლართულ სამ საათზე, მართლაც ოსტატურად გადახლართული საკმეველი, ბაბუწვერა, სანთელი,ანაფორა , საცვლები..:) რა კარგი კავშირებია მათ შორის... ვფიქრობ თვეების განმარტების და მეხუთე სეზონის გარეშეც ძალიან კარგია, უფროკარგიც კი...
4. მე ვარ დეკემბერი იანი იანვარია თებეს - თებერვალს მალე გავაჩენ... ნოეს - ნოემბერს ხმელეთზე სიცოცხლეს ვასწავლი... * * * მეხუთე სეზონი ვიპოვე...
ჩახლართულ სამ საათზე ჩაეძინა არტეს და ჩახლართულ სამ სამ საათამდე ჩახლართული5+:)კარგი ხარ ამელი კარგი!!!!!!!!!! მე ვარ დეკემბერი იანი იანვარია თებეს - თებერვალს მალე გავაჩენ... ნოეს - ნოემბერს ხმელეთზე სიცოცხლეს ვასწავლი... * * * მეხუთე სეზონი ვიპოვე...
ჩახლართულ სამ საათზე ჩაეძინა არტეს და ჩახლართულ სამ სამ საათამდე ჩახლართული5+:)კარგი ხარ ამელი კარგი!!!!!!!!!!
3. მეხუთე სეზონს მხოლოდ ხუთიანი ეკუთვნის!
მეხუთე სეზონს მხოლოდ ხუთიანი ეკუთვნის!
2. "- ტრაკის ჯიბე არის ტრაკის ჯიბე და მეტი არაფერი." - და წამიხდა ხასიათი... მეგონა თემატიკას შეცვლის-თქო. შენც არ მომიკვტე!..
"- ტრაკის ჯიბე არის ტრაკის ჯიბე და მეტი არაფერი." - და წამიხდა ხასიათი... მეგონა თემატიკას შეცვლის-თქო. შენც არ მომიკვტე!..
1. ეძღვნება მათ, ვინც სახლის გასაღებს ტრაკის ჯიბით ატარებს :)) ეძღვნება მათ, ვინც სახლის გასაღებს ტრაკის ჯიბით ატარებს :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|