ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა.მ.ა.რ.გ.ი..
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2013


"მსხვრევა"

თურმე ტყუილად ვქექდი
შენში პოეზიას,
ზუსტად ისეთივე პრაგმატი ხარ,
როგორც,
ა) პუნქტიდან  ბ) პუნქტამდე; 
პირველი კოცნით, კარიერით,
თეთრი კაბით და კდემამოსილი პოზით,
უნდა იცხოვრონ და მერე მიიცვალონ.

თუმცა არ მინდოდა ასე გამეტებით
აზრის თავხედობა,
წერა მომერია.
ტყუილად ვეძებდი მე შენში პოეზიას.
უნდა მომიტევო,
ახლა შინაგანი, მხოლოდ პროტესტი ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები