 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 18 აპრილი, 2013 |
იმ დილით წყალი ისევ არ მოვიდა ონკანში. -წყაროზე წადით ბიჭებო-დედამ სათლები მოგვაწოდა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჩვენი ბინებიდან წყარომდე ხუთასიოდე მეტრს თავიდან ხალისით გავდიოდით. უცხო ეზოებში ვიხედებოდით: აქ ერთი ძალიან ლამაზი გოგო ცხოვრობს, აქ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირი ცხოვრობდა, აქ... მე, ჩემი ძმა და მეზობელი ბავშვები თუ ერთად მივდიოდით წყაროსკენ გასართობი არ გვაკლდა. ათას თამაშობებს ვიგონებდით, ბევრს ვხალისობდით. იქ კი, სახლებში მოთმინებით გველოდნენ ჩვენი დედები. ამ წყლით უნდა გაეკეთებინათ საჭმელი, დაერეცხათ, გვებანავა. თავიდან გავდიოდით იმ ხუთასს მეტრს ხალისით თორემ მესამე-მეოთხე წასვლაზე უკვე წელს ვითრევდით. არა, კი არ ვიღლებოდით, უბრალოდ გვეზარებოდა რამდენჯერმე განვლილი გზის ისევ თავიდან გავლა.
-ახალი თამაში მოვიგონე-თქვა მერაბმა. უკვე მისულები ვიყავით ჩვენს ბინასთან, ეს ბოლო გზობა იყო დღეს და ერთი სული გვქონდა როდის ავიტანდით უკვე საკმაოდ დამძიმებულ სათლებს ზემოთ და ეზოში კისრისტეხვით დავეშვებოდით სათამაშოდ. მერაბი ჩვენზე სამი-ოთხი წლით უფროსი იყო. მასაც ყავდა ძმა, ჩემი ძმის ტოლა. დავდგით ძირს ჭურჭელი და მივაშტერდით ინტერესით. -ბიჭებო ამ ვედროებს დაატრიალებთ ისე რომ წყალი არ დაიღვაროს?-იკითხა მერაბმა. ამაყად შემოხედა ჩვენს გაკვირვებულ სახეებს და თავისი სათლი დინჯად, თავის თავში დარწმუნებული კაცის იერით აიღო. არადა ცამეტი წლის იყო მაშინ. რამდენად დიდი გვეგონა ჩვენზე... აიღო და დაატრიალა ეს მძიმე, წყლით პირთამდე სავსე ჭურჭელი. სახურავიც არ ეფარა. სწრაფად, ხელის ენერგიული მოძრაობით ატრიალებდა. წყალი კი არ იღვრებოდა. თითქოს მაგნიტური ძალით იყო მიწებებული ფსკერზე. თვალებგაფართოებულები მივჩერებოდით. -მეც ვცდი-თქვა ჩემმა ძმამ და ეს სიმწრით ჩამოტანილი წყლის ჭურჭელი ხელში გაუბედავად აიღო. -ყველაზე მაგარი იცით რაა?-თქვა მერაბმა-უნდა ეცადოთ არც ერთი წვეთი დაგეღვაროთ. აი მეც კი ცოტა დამეღვარა, მაგრამ არ უნდა დავღვაროთ წყალი. ჭურჭელი სავსე უნდა დარჩეს. ცარიელი ჭურჭელი არაფერში გვჭირდება არც ჩვენ და არც იქ ზემოთ-ხელი ჩვენი ბინის ფანჯრებისკენ გაიშვირა.
თითქმის ოცი წელი გავიდა მას შემდეგ. ვზივარ სავარძელში. ხელში წყლით სავსე ბროლის,თლილი ჭიქა მიჭირავს, ზემოთ ვაგდებ და ვცდილობ ხელში დავიჭირო, ისე რომ არც ერთი წვეთი წყალი არ დაიღვაროს. არაფერი გამომდის. წყალი თითქმის ყოველთვის იღვრება, ხან ჭიქასაც ვერ ვიჭერ ხელში. რამდენიმე გავტეხე კიდეც. მე მაინც ჯიუტად ვცდილობ სავსე ჭიქის დაჭერას. აი ჰაერში ვარდება, წამის მეასედებში მოფრინავს ქვემოთ წყლის წვეთები მაგიდაზე ეცემა, მე ვცდილობ ჭიქის დაჭერას და მერე ისევ პირთამდე ვავსებ წყლით. გვერდით პოლიელითენის პარკში ყრია დამტვრეული ჭიქის ნატეხები. მერაბი მახსენდება ამ დროს. ის ოცდასამი წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი შევიდა ციხეში, წვრილმანი ხულიგნობისთვის მკაცრად გაასამართლეს. უკან აღარ გამოსულა. მისი სავსე ჭიქა იქ გატყდა და წყალიც ბოლომდე დაიღვარა. მე ისევ ვიღებ ჭიქას, ვავსებ წყლით და ზემოთ ვაგდებ. ჯანდაბას დაიღვაროს ცოტა წყალი, მთავარია ჭიქა არ გამიტყდეს, მთავარია არ გამიტყდეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. საინტერესო ნაწერია! +++++ საინტერესო ნაწერია! +++++
10. მე ისევ ვიღებ ჭიქას, ვავსებ წყლით და ზემოთ ვაგდებ. ჯანდაბას დაიღვაროს ცოტა წყალი, მთავარია ჭიქა არ გამიტყდეს, მთავარია არ გამიტყდეს...
მოეწონა არტეს:)5+++
უკან აღარ გამოსულა. მისი სავსე ჭიქა იქ გატყდა და წყალიც ბოლომდე დაიღვარა. მე ისევ ვიღებ ჭიქას, ვავსებ წყლით და ზემოთ ვაგდებ. ჯანდაბას დაიღვაროს ცოტა წყალი, მთავარია ჭიქა არ გამიტყდეს, მთავარია არ გამიტყდეს...
მოეწონა არტეს:)5+++
უკან აღარ გამოსულა. მისი სავსე ჭიქა იქ გატყდა და წყალიც ბოლომდე დაიღვარა.
9. მომეწონა. ( 5 მომეწონა. ( 5
8. მოგონება და კიდევ უფრო ღრმა აზრი!
M4EVER მოგონება და კიდევ უფრო ღრმა აზრი!
M4EVER
7. " ცარიელი ჭურჭელი არაფერში გვჭირდება"- მე ესეც მთავარი მგონია, აქაც და საერთოდაც. " ცარიელი ჭურჭელი არაფერში გვჭირდება"- მე ესეც მთავარი მგონია, აქაც და საერთოდაც.
6. მე რაღაც დამაკლდა თითქოს გეჩქარებოდა დამთავრება არაა მწიფე მოთხრობა მე რაღაც დამაკლდა თითქოს გეჩქარებოდა დამთავრება არაა მწიფე მოთხრობა
5. ზაალ :) + ჩემგან ზაალ :) + ჩემგან
4. კარგი იყო...მომეწონა...მაგრამ ვფიქრობ ...
"ის ოცდასამი წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი შევიდა ციხეში, წვრილმანი ხულიგნობისთვის მკაცრად გაასამართლეს." ამ ერთმა წინადადებამ გააფუჭა ნაწერი, არაფერ შუაშია აქ ეს და მიტომ...:) მოგონება კი ისეთი ცოცხალი იყო, მაინც 5 ჩემგან... კარგი იყო...მომეწონა...მაგრამ ვფიქრობ ...
"ის ოცდასამი წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი შევიდა ციხეში, წვრილმანი ხულიგნობისთვის მკაცრად გაასამართლეს." ამ ერთმა წინადადებამ გააფუჭა ნაწერი, არაფერ შუაშია აქ ეს და მიტომ...:) მოგონება კი ისეთი ცოცხალი იყო, მაინც 5 ჩემგან...
3. ყოჩაღ, ზეუს! სათქმელი ბოლომდეა მოტანილი
ყოჩაღ, ზეუს! სათქმელი ბოლომდეა მოტანილი
2. ჩემი ხედვა გამახსენდა =)
მოიტანა სათქმელი და ემოცია.
ბოლობოლო, დაღვრილი წყალი ისეთივე მინიშნებაა, როგორც გატეხილი ჭიქა =) ჩემი ხედვა გამახსენდა =)
მოიტანა სათქმელი და ემოცია.
ბოლობოლო, დაღვრილი წყალი ისეთივე მინიშნებაა, როგორც გატეხილი ჭიქა =)
1. აქ ვიყავი და კარგია. მართლა ძალიან მომეწონა, მსუბუქი სევდა და ღრმა ცხოვრება ჩანს.
აქ ვიყავი და კარგია. მართლა ძალიან მომეწონა, მსუბუქი სევდა და ღრმა ცხოვრება ჩანს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|