 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 22 აპრილი, 2013 |
- ამ მაღაზიაში ადამიანებზე 70 %-იანი ფასდაკლება თვის ბოლომდე გაგრძელდება. ახალ კოლექციას ნოემბრისთვის ელოდებიან. როგორც ამბობენ, დიზაინზე საუკეთესო მოდელიორებმა იმუშავეს. რაც მთავარია, იმუშავეს მხოლოდ კაცებმა, მამაკაცებმა, მამრებმა, ძლიერი სქესის სუსტმა წარმომადგენლებმა, - ხაზეს, ხატეს, შალეს, ფხრიწეს, ბლანდეს, ქარგეს, ჭრეს, კერეს. ისე დააგლიჯეს თურმე ერთმანეთს ნერვები, რომ რამდენიმე მათგანს ტვინში სისხლმა აასხა, თმის ღერებიდან გამოჟონა და თითქმის დასრულებულ მოდელებს წითელ წვეთებად შეეწუწა და მოკლედ, წელს თურმე წითელკოპლებიანი ადამიანები არიან მოდაში...იმასაც ამბობენ, რომ საკმაოდ ძვირადღირებული და უნიკალური კოლექცია იქნება. თუ ფული გაქვს, აჯობებს, თვის ბოლომდე დაიცადო და ბარემ უნიკალური წითელკოპლებიანი ადამიანი შეიძინო, თუ არა და შეიხედე, ნახე ვინ დარჩა, იქნებ რომელიმე შენი ზომაც აღმოჩნდეს, - ჩასჩურჩულა ევლიას მარცხენა ბიბილოზე ჩამოკონწიალებულმა ციცქნა ეშმაკმა და ისე უდარდელად გააგრძელა მზეზე შავი თვალების ბრჭყვიალი, თითქოს ეშმაკი კი არა, ანგელოზი ყოფილიყოს... არადა, შარშან ეს ეშმაკი ზუსტად ფასდაკლებაზე შეაჩეჩა ლურჯთმიანმა გამყიდველმა და თან დააიმედა, კარგი რა, წელს საითაც არ უნდა გაიხედო, ყველას ანგელოზები ჰკიდია, ჰოდა, შენ ხომ ყველა არ ხარო...
- 70 %-იანი ფასდაკლება? ანუ ჩემი ზომა აღარავინ იქნება. თავის დროზე გაიყიდებოდნენ, - მაინც, ყოველი შემთხვევისათვის შეაღო მაღაზიის შუშის კარი ევლიამ და გამოცარიელებულ დახლებს ჩამოუარა... XL, XXL, XXXL…
- სამწუხაროდ, არა მგონია აქ ვინმე მოირგოთ. თქვენ ისეთი სტანდარტული ზომის ხართ, რომ როგორც წესი, მსგავსი ზომები კოლექციის შემოსვლის პირველსავე დღეს იყიდებიან, ვითომ საშინლად დადარდიანებულმა, ზედმეტად სტანდარტული ზომის გამყიდველმა პირში მიახალა სიმართლე ევლიას და მაშინვე დაეტყო სახეზე, რომ მისი ზომა ადამიანები სულ უფასოდ, ნაცნობობით, დახლს ქვემოდან, საწყობიდან, დღეში ათ-ათი გაჰყავდა და ახლობლებს ორმაგ ფასში აძლევდა... თავისთვისაც ჰყავს რამდენიმე გადანახული: ზამთარში, ძალიან რომ აცივდება, ერთდროულად სამ-სამს მიიწვენს ხოლმე გვერდში და მთელი ღამის განმავლობაში ერთს ხელებს ათბობინებს, მეორეს ცუდად გაპარსულ ფეხებს და მესამეს წელსა და მუცელზე იხვევს... და თუ ძალიან შესცივდება, რიგ-რიგობით შიგნითაც უშვებს - შეისრიალებს ფეხებს შუა ჭროღა გველივით, მუცლის ღრუში გამოიმწყვდევს, დაიტრიალებს, ჯერ საშვილოსნოს გაიღუღუნებს, მერე კუჭისკენ გაატარებს, მერე გულისკენ, - რვა-ცხრაჯერ შეაბერინებს თბილ სულს გულის მესამე პარკუჭზე (რატომღაც ყველაზე მეტად მესამე პარკუჭი ეყინება ხოლმე), მერე უკან გამოაბრუნებს, გზად ნაღვლის ბუშტიდან ნაღველს ამოაწუწნინებს და ბოლოს ისევ საშვილოსნოდან გამოიტყორცნის... და ამ დროს, ზუსტად ამ დროს, ისეთი საზიზღარი კვნესა-კნავილი გაუდის ამ ზედმეტად სტანდარტული ზომის ქალბატონს, თითქოს კატის კნუტს ატყავებენო... აქ შევეშვები მის ამბავს. ევლიამ ჩუმად გამოიხურა შუშის კარი. სახლში მისულს სულაც აღარ ახსოვდა სამოცდაათპროცენტიანი ფასდაკლება. ახლა უფრო მეტად ის ადარდებდა, რომ უკვე მეჩვიდმეტე დღე იყო, რაც საკუთარ ანარეკლს ვეღარ ხედავდა სარკეში. არადა, ჩვიდმეტი დღის წინაც, როგორც მთელი 28 წლის მანძილზე, დილით სრულიად ჩვეულებრივად გაეღვიძა: კარგა ხნის წინ გაციებული წყლიდან ამოვიდა, ჯერ მარცხენა თვალი ჩაისვა ბუდეში, მერე მარჯვენა, სამი ხალი ყელთან მიიკრა, თორმეტი ზურგზე, ერთი მკერდზე და შვიდი მუცელზე. ცისფერი და იასამნისფერი ძარღვები საოცარი სიზუსტით მიიმაგრა მაჯებზე, ოცდამეცამეტე კბილი ჩაისვა და სარკეში ჩაიხედა. სარკეში ყველაფერი გადასარევად დაინახა, - მწვანედ შეღებილი კედელი, ზედ ჩამოკონწიალებული რომელიღაცა ცნობილი მხატვრის ცნობილი ნახატის ყველაზე უცნობი რეპროდუქცია, ფანჯრებზე დაკიდებული მოყვითალო, გამჭვირვალე ფარდა, უკუღმა გადმობრუნებული და სკამზე მიგდებული ზოლიანი კაბა... თუმცა, ადრე, ეს ყველაფერი რომ დაენახა ოდნავ მარჯვნივ უნდა გადაეხარა თავი, ახლა კი თავის გადახრა არ დასჭირვებია... არსად ჩანდა ევლია, აი ასე, უბრალოდ, იდგა სარკის წინ, მაგრამ არ ჩანდა. ცივ სარკეს მიადო კიდევ უფრო ცივი შუბლი, თვალები ისე დააჭყიტა, კინაღამ უკან გადმოუცვივდა, მაგრამ ანარეკლი კი ვერაფრით დაინახა. ერთადერთი მიზეზი მისი გაქრობისა მხოლოდ წუხანდელი სიზმარი შეიძლებოდა ყოფილიყო:
ვითომ ტრიალ მინდორში სულ მთლად შიშველი ცივ ქვაზე იჯდა, გარშემო ნეკის ტოლა ბავშვები დარბოდნენ, ზედ ჭიანჭველებივით აცოცდებოდნენ, ტანზე ღრმულებს უკეთებდნენ, სხეულში უძვრებოდნენ, თითო-თითო წვეთ სისხლს პირში იგუბებდნენ და ისევ უკან გამოდიოდნენ. ბოლოს ისე გამოახმეს, რომ ევლია ხედ იქცა. მერე იმ ტრიალ მინდორზე ცულიანი კაცები გამოჩდნენ, ცივ ქვაზე ამოსული ხე რომ დაინახეს გაოცდნენ, მოჭრეს, მერე შეშად დაჩეხეს, სახლებში წაიღეს და ბუხარს შეუკეთეს. საკვამურიდან ამოსული ევლია ჰაერს ისე შეერია, რომ რაღაც გაურკვეველი, იმ ტრიალი მინდვრის გარშემო მცხოვრები ადამიანებისათვის უცნაურად სასიამოვნო სურნელი დატოვა და სანამ საბოლოოდ გაქრებოდა, შეამჩნია როგორ გაიშალა მხრებში ცელით მდგარი მოკუნტული მოხუცი კაცი, როგორ დაბერა ნესტოები, როგორ გააჟრიალა, სულ ერთი წამით როგორ გაახალგაზრდავდა, იქვე მაღალ სარეველაში ჩამუხლულ მოხუც დედაბერს როგორ გადახედა და მერე ისევ როგორ დაბერდა და თან როგორ დაბერდა, ერთი ასი წლით კიდევ დაბერდა...
აი ასეთი სიზმარი ნახა ევლიამ და სარკიდან საკუთარი ანარეკლის გაუჩინარებაც ამ სიზმარს დაუკავშირა. ჰოდა, რა დროს სამოცდაათპროცენტიან ფასდაკლებაზე ფიქრი და დარდია, ამ საღამოს მლოცველთან მიდის. ისე, სხვისი შელოცვა რად უნდა, თვითონ უკეთესები იცის, მაგრამ საკუთარ თავზე არა სჭრის ეს აბნი-ბაბნი, დონდი-დანდი, სანდი-ქანდი, ცას გაჰქანდი... მლოცველთან მისულ ევლიას რაღაც შმორის სუნი კი ეცა, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა, რომ ეს შმორის კი არა, ამ ხანშიშესული მლოცველის ცისფერი თვალებიდან წამოსული სუნი იყო. არც პირიდან, არც იღლიებიდან, არც საზარდულიდან, უბრალოდ თვალებიდან წამოსული შმორის სუნი.
აი რა მომხდარა: ახალგაზრდობისას მის თვალებში თურმე წითელწინწკლებიანი თევზები ცხოვრობდნენ, იბადებოდნენ, იზრდებოდნენ, მრავლდებოდნენ, ერთი თვალიდან მეორეში სტუმრად დაცურავდნენ და არასდროს იხოცებოდნენ. ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, წამწამი ჩავარდნია თვალში მლოცველს, ერთ-ერთ თევზს გულში შერჭობია და იქვე მომკვდარა, ამ თევზის შეყვარებული დარდს გადაჰყოლია. თევზებს ერთი მიცვალებული მარცხენა თვალში დაუსაფლავებიათ, მეორე მარჯვენაში და თავად კი სულ გასცლიან მის თვალებს. მას მერე დიდი დრო გასულა, შეყვარებული თევზების გვამებს კარგა ხანს ინახავდა მლოცველის მლაშე ცრემლები, მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც ისევ სრულიად შემთხვევით, მლოცველმა აღმოაჩინა, რომ მისი ცრემლები უბრალო წყლად ქცეულა, სწორედ მაშინ დაიწყო მიცვალებული თევზების გვამებმა გახრწნა და აშმორება. მას შემდეგ, მლოცველი საათში ერთხელ ცისფერ თვალებზე მუქ ჩაიში ჩამბალ საფენებს იწყობს, მაგრამ ამ უცნაურ სუნს მაინც ვერაფერი მოუხერხა...
- აქეთ ჩამოჯექი, - სკამი მიუჩოჩა მლოცველმა ევლიას და თვალებიდან სულ ახლახანს ჩამოხსნილი საფენები იქვე პატარა მრგვალ მაგიდაზე მიყარა. მერე შუბლზე ჩამოჩეჩილი გახუნებულსაღებავიანი თმა დაგრეხილი თითებით უკან გადაიწია და კეფაზე ვერცხლის თმისსამაგრით დაიმაგრა. ევლიას გასაოცრად ეს მოხუცი მლოცველი უცებ დაახლოებით ოცდაათი წლით გაახალგაზრდავდა, მუხლებზე ჩაიჩოქა, ხელისგულებში ევლიას გრილი ხელები მოიქცია და გაინაბა... რაღაც ენიშნა ევლიას, სიზმარი მოაგონდა თითქოს...
- ნეტავ, რას ჩურჩულებ მოხუცო მლოცველო? ნეტავ, რა სიზმრებს ხედავ მაგ თევზმკვდარი თვალებით, იქნებ მკვდარი თევზების ფხები გერჭობა მაგ გულში, იქნებ მიცვალებულ თევზებს მცოცავ მიწაში კრძალავ და მეორე დღეს კი ისინი ისევ ზეზეურად გხვდებიან, - ფიქრობს ევლია, ფიქრობს და აზრადაც არ მოსდის, რომ მხოლოდ მის „აბნი-ბაბნი, დონდი-დანდი, სანდი-ქანდი, ცას გაჰქანდი“ - ს შეუძლია ამ მოხუცი მლოცველის გადარჩენა, ერთ დროს შეყვარებული და ახლა გახრწნილი თევზების გვამებისაგან გათავისუფლება... დუდუნი რომ დაამთავრა მოხუცმა, ფეხზე წამოდგა, კალთა ჩამოიბერტყა, ევლიას თავზე დაადო ხელი და უთხრა: - მე ვერ გიშველი, საჩემო არ ხარ, შენი შველა მხოლოდ წითელკოპლებიანს შეუძლია. - წითელკოპლებიანს? იმას, წელს მოდაში რომ შემოდის? იმას, უნიკალური რომ არის? იმას, ასე ძვირადღირებულნი რომ იქნებს? - ჰო, იმას, თავი დაუქნია მლოცველმა, უიმედო თვალებით მიაშტერდა ევლიას და სულ ერთი წამით შეეცოდა კიდეც...
მხრებში მოხრილი ევლია მლოცველის სახლიდან გამოვიდა და თან წამოიყოლა შმორის სუნი. ზუსტად 28 ღერი თმა ერთბაშად გაუთეთრდა. არ დაუნახავს, უბრალოდ იგრძნო. სახლში მისულმა, შავტარიანი მაკრატელი აიღო და თმა გაიკორტნა...
...
ნოემბერი... გამთენიისას ამ ქალაქის ერთ-ერთ მაღაზიაში ახალი კოლექციის ერთადერთ წითელკოპლებიან ეგზემპლარს ელიან. ყველაფერი მზად არის მის დასახვედრად. სპეციალურად გამოთავისუფლებული კუთხე, ზედმეტად სტანდარტული ზომის გამყიდველმა მუხლზე ხოხვით მოხეხა, ვიტრინა კი სულ საკუთარი ნერწყვით გააპრიალა... ... ევლიას არ ეძინება... არ ეძინება ზედმეტად სტანდარტული ზომის გამყიდველსაც... ეძინება, მაგრამ ვერაფრით იძინებს მოხუცი მლოცველი: დახუჭავს თვალებს და წითელწინწკლებიანი მიცვალებული თევზების გოდება არ აძინებს - რატომ ორივე მარჯვენა თვალში არ დაგვმარხეთო... სანთლებს უნთებს თევზების სულებს მოხუცი მლოცველი... ვერ ისვენებენ თევზები, ვერ ისვენებენ... ფართხალებენ მლოცველის თვალებში, ფხებს აჩხრიალებენ... ... ფული არა აქვს ევლიას... არც არასდროს ექნება ევლიას ფული... ... გამთენიისას ზარი შემოჰკრეს ქალაქის თავზე. ერთადერთმა ეგზემპლარმა, უნიკალურმა, წითელკოპლებიანმა ეგზემპლარმა დანიშნულ ადგილამდე ვერ მიაღწია, გზაში აორთქლდა თუ გაუჩინარდა. ზედმეტად სტანდარტული ზომის გამყიდველს თავს ზარი დაეცა. თავზარი კი არა - თავს ზარი, ნამდვილი ზარი, სპილენძის დიდი ზარი. უნიკალური ეგზემპლარის დასახვედრად მიდიოდა, მნათემ ზარს რომ შემოჰკრა და თან ისე შემოჰკრა, რომ შუაზე გაიპო და ზედმეტად სტანდარტული ზომის გამყიდველს ზედ თავზე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ თავი შუაზე გადაეჩეხა, პოლიციამ მაინც ის დააპატიმრა. მას დაჰბრალდა წითელკოპლებიანის გაქრობა... თმები დააგლიჯეს ერთმანეთს მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა. ... ევლია კი წევს გაყინულ წყალში, წევს და ისე სცხელა, რომ თუხთუხი გაუდის გაყინულ წყალს: აბნი-ბაბნი, დონდი-დანდი, სანდი-ქანდი, ცას გაჰქანდი, აბნი-ბაბნი, დონდი-დანდი, სანდი-ქანდი, ცას გაჰქანდი... წევს ევლია ათუხთუხებულ გაყინულ წყალში და ულოცავს მლოცველს: ცაში მიჰქრიან მლოცველის წითელწინწკლებიანი თევზები, ფარფლების მაგივრად ფრთებს მიიქნევენ და მიფრინავეეეეეეენ... გზადაგზა სცვივათ წითელი წინწკლები და ქვევით, მიწისკენ ქრებიან... მოხუცი მლოცველი იძინებს, მშვიდად იძინებს და სიზმარში თევზების ქორწილს ხედავს... ... დილის 5-ის 28 წუთზე სტუმრები მოვიდნენ ევლიასთან - არც დაუკაკუნებიათ, არც შემოსვლის ნებართვა უთხოვიათ, კარი შემოაღეს, შემოვიდნენ და იქვე სკამებზე ჩამოსხდნენ: - გვწყურია, რას დაგვალევინებ? - იკითხეს სტუმრებმა. - წითელ ღვინოს, - უპასუხა ევლიამ. - გზად მოგვშიებია, რას გვაჭმევ? - პურს. - შეგვცივნია კიდეც, გაგვათბობ? - ზედ მომეკარით, - უთხრა ევლიამ. წამოიშალნენ სტუმრები, წრე შემოარტყეს ევლიას, წყლიდან ამოიყვანეს, წითელი ბუშტები დაბერეს, წითელი სანთლები დაანთეს, ოთახის შუაგულში წითელი ხავერდი გაშალეს, ზედ დააწვინეს, წითელი მიტკლით გაამშრალეს, გვერდში მიუწვნენ, შემოეტმასნენ და სათითაოდ დაუკოცნეს ევლიას გავარვარებული სხეულის ყველა ნაწილი: ზოგმა თეძოზე დაუტოვა ნაკვალევი, ზოგმა მხრებზე, ზოგმა კისერზე, ზოგმა მკერდზე, ზოგმა მუცელზე... უცხო სტუმრებმა წითელწინწკლებად ამოხეთქეს ევლიას კანზე... ...ზუსტად მოერგნენ ევლიას ბატონები, ისე უხდებოდნენ, ისე უხდებოდნენ... იდგა სარკის წინ ევლია და ცნობილი მხატვრის ცნობილი ნახატის ყველაზე უცნობი რეპროდუქციის დანახვას საკუთარი ხელით გაკორტნილი თავი უშლიდა... თურმე როგორ არ უხდება ევლიას მოკლე თმა... თევზებო, წითელწინწკლებიანო თევზებო, ქვირითებს ევლია მოგინათლავთ... წელს ევლიაა მოდაში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ამ ავტორის ნაწერებში დამსხვრეულია სტანდარტი და რუტინა.
"მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს"-ო...და ეს კარგია. ამ ავტორის ნაწერებში დამსხვრეულია სტანდარტი და რუტინა.
"მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს"-ო...და ეს კარგია.
16. მისის სმის, ვერ დაგეთანხმებით მესამე აბზაცის ამბავში :) მისის სმის, ვერ დაგეთანხმებით მესამე აბზაცის ამბავში :)
15. ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო მესამე აბზაცის გამოკლებით. ნიჭი გაქვთ ,,დამახინჯების" =) ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო მესამე აბზაცის გამოკლებით. ნიჭი გაქვთ ,,დამახინჯების" =)
14. ვერ ვიტყვი, რომ ძაან მომეწონათქო, სუფთა ნაწერია და ვერიდები "ბატონებზე" რაიმეს წაკითხვას არ ვიცოდი რის შესახებ და ჩავედი ბოლომდე და "ბატონების" ხათრით ++
ვერ ვიტყვი, რომ ძაან მომეწონათქო, სუფთა ნაწერია და ვერიდები "ბატონებზე" რაიმეს წაკითხვას არ ვიცოდი რის შესახებ და ჩავედი ბოლომდე და "ბატონების" ხათრით ++
13. გასაგებია , ანუ მიახლოებითი მნიშვნელობითაა შემორჩენილი ჩვენთან. ისიც მხოლოდ ძალიან მოხუცებში. ) გასაგებია , ანუ მიახლოებითი მნიშვნელობითაა შემორჩენილი ჩვენთან. ისიც მხოლოდ ძალიან მოხუცებში. )
12. ევლია - ერთ-ერთ აღმოსავლურ ენაზე ანგელოზს ნიშნავს. ჰოდა, სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს მოთხრობას ევლია :) ევლია - ერთ-ერთ აღმოსავლურ ენაზე ანგელოზს ნიშნავს. ჰოდა, სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს მოთხრობას ევლია :)
11. კატიეს დავალება შესრულებულია. წავიკითხე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ))
ამელი, სათაურმა შემომიტყუა. ,,ევლია,, რატომ დაარქვი? ( ,,ევლია ადამიანიაო,, აჭარაში უცოდველ, მადლიან ადამიანზე ამბობენ. )
და კიდევ... ,,დონდი,, ბებიაჩემს ერქვა. ) შემიყვარდა ეს მოთხრობა . 5
კატიეს დავალება შესრულებულია. წავიკითხე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ))
ამელი, სათაურმა შემომიტყუა. ,,ევლია,, რატომ დაარქვი? ( ,,ევლია ადამიანიაო,, აჭარაში უცოდველ, მადლიან ადამიანზე ამბობენ. )
და კიდევ... ,,დონდი,, ბებიაჩემს ერქვა. ) შემიყვარდა ეს მოთხრობა . 5
10. ხოოო, ძალიან ვისიამოვნე:) ხოოო, ძალიან ვისიამოვნე:)
9. კარგია, რომ მოგეწონათ. ასე ერთხმად :))) ყველაზე ნაკლებპოლემიკიანი მოთხრობა გამოდგა ჩემი ნაწარმოებების სიაში :)) კარგია, რომ მოგეწონათ. ასე ერთხმად :))) ყველაზე ნაკლებპოლემიკიანი მოთხრობა გამოდგა ჩემი ნაწარმოებების სიაში :))
8. მომეწონა...5 განსაკუთრებით კი მლოცველის სახე ...:)
", როდესაც ისევ სრულიად შემთხვევით, მლოცველმა აღმოაჩინა, რომ მისი ცრემლები უბრალო წყლად ქცეულა, სწორედ მაშინ დაიწყო მიცვალებული თევზების გვამებმა გახრწნა და აშმორება. " სიზმარიც ძალიან კარგი იყო და საერთოდ ძალიან კარგად წერს ამელი...:-* მომეწონა...5 განსაკუთრებით კი მლოცველის სახე ...:)
", როდესაც ისევ სრულიად შემთხვევით, მლოცველმა აღმოაჩინა, რომ მისი ცრემლები უბრალო წყლად ქცეულა, სწორედ მაშინ დაიწყო მიცვალებული თევზების გვამებმა გახრწნა და აშმორება. " სიზმარიც ძალიან კარგი იყო და საერთოდ ძალიან კარგად წერს ამელი...:-*
7. მშვენიერი მოთხრობაა! :) მშვენიერი მოთხრობაა! :)
6. არასტანდარტულია ამელი!
"მოუოხეთ, ბატონებო" ! :) არასტანდარტულია ამელი!
"მოუოხეთ, ბატონებო" ! :)
5. მოვალ აქ და გულდასმით წავიკითხავ...:) მოვალ აქ და გულდასმით წავიკითხავ...:)
4. - ამ მაღაზიაში ადამიანებზე 70 %-იანი ფასდაკლება თვის ბოლომდე გაგრძელდება. ახალ კოლექციას ნოემბრისთვის ელოდებიან. როგორც ამბობენ, დიზაინზე საუკეთესო მოდელიორებმა იმუშავეს. რაც მთავარია, იმუშავეს მხოლოდ კაცებმა, მამაკაცებმა, მამრებმა, ძლიერი სქესის სუსტმა წარმომადგენლებმა, - ხაზეს, ხატეს, შალეს, ფხრიწეს, ბლანდეს, ქარგეს, ჭრეს, კერეს. ისე დააგლიჯეს თურმე ერთმანეთს ნერვები, რომ რამდენიმე მათგანს ტვინში სისხლმა აასხა, თმის ღერებიდან გამოჟონა და თითქმის დასრულებულ მოდელებს წითელ წვეთებად შეეწუწა და მოკლედ, წელს თურმე წითელკოპლებიანი ადამიანები არიან მოდაში..
აი რა მომხდარა: ახალგაზრდობისას მის თვალებში თურმე წითელწინწკლებიანი თევზები ცხოვრობდნენ, იბადებოდნენ, იზრდებოდნენ, მრავლდებოდნენ, ერთი თვალიდან მეორეში სტუმრად დაცურავდნენ და არასდროს იხოცებოდნენ. ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, წამწამი ჩავარდნია თვალში მლოცველს, ერთ-ერთ თევზს გულში შერჭობია და იქვე მომკვდარა, ამ თევზის შეყვარებული დარდს გადაჰყოლია. თევზებს ერთი მიცვალებული მარცხენა თვალში დაუსაფლავებიათ, მეორე მარჯვენაში და თავად კი სულ გასცლიან მის თვალებს. მას მერე დიდი დრო გასულა, შეყვარებული თევზების გვამებს კარგა ხანს ინახავდა მლოცველის მლაშე ცრემლები, მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც ისევ სრულიად შემთხვევით, მლოცველმა აღმოაჩინა, რომ მისი ცრემლები უბრალო წყლად ქცეულა, სწორედ მაშინ დაიწყო მიცვალებული თევზების გვამებმა გახრწნა და აშმორება. მას შემდეგ, მლოცველი საათში ერთხელ ცისფერ თვალებზე მუქ ჩაიში ჩამბალ საფენებს იწყობს, მაგრამ ამ უცნაურ სუნს მაინც ვერაფერი მოუხერხა...
...ზუსტად მოერგნენ ევლიას ბატონები, ისე უხდებოდნენ, ისე უხდებოდნენ... იდგა სარკის წინ ევლია და ცნობილი მხატვრის ცნობილი ნახატის ყველაზე უცნობი რეპროდუქციის დანახვას საკუთარი ხელით გაკორტნილი თავი უშლიდა... თურმე როგორ არ უხდება ევლიას მოკლე თმა... თევზებო, წითელწინწკლებიანო თევზებო, ქვირითებს ევლია მოგინათლავთ... წელს ევლიაა მოდაში...
ყოჩაღ ამელი:)დაგა5+++არტემ:)ძAლინ მაგარი იყო:)მიყვარს ეს გვერდი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
- ამ მაღაზიაში ადამიანებზე 70 %-იანი ფასდაკლება თვის ბოლომდე გაგრძელდება. ახალ კოლექციას ნოემბრისთვის ელოდებიან. როგორც ამბობენ, დიზაინზე საუკეთესო მოდელიორებმა იმუშავეს. რაც მთავარია, იმუშავეს მხოლოდ კაცებმა, მამაკაცებმა, მამრებმა, ძლიერი სქესის სუსტმა წარმომადგენლებმა, - ხაზეს, ხატეს, შალეს, ფხრიწეს, ბლანდეს, ქარგეს, ჭრეს, კერეს. ისე დააგლიჯეს თურმე ერთმანეთს ნერვები, რომ რამდენიმე მათგანს ტვინში სისხლმა აასხა, თმის ღერებიდან გამოჟონა და თითქმის დასრულებულ მოდელებს წითელ წვეთებად შეეწუწა და მოკლედ, წელს თურმე წითელკოპლებიანი ადამიანები არიან მოდაში..
აი რა მომხდარა: ახალგაზრდობისას მის თვალებში თურმე წითელწინწკლებიანი თევზები ცხოვრობდნენ, იბადებოდნენ, იზრდებოდნენ, მრავლდებოდნენ, ერთი თვალიდან მეორეში სტუმრად დაცურავდნენ და არასდროს იხოცებოდნენ. ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, წამწამი ჩავარდნია თვალში მლოცველს, ერთ-ერთ თევზს გულში შერჭობია და იქვე მომკვდარა, ამ თევზის შეყვარებული დარდს გადაჰყოლია. თევზებს ერთი მიცვალებული მარცხენა თვალში დაუსაფლავებიათ, მეორე მარჯვენაში და თავად კი სულ გასცლიან მის თვალებს. მას მერე დიდი დრო გასულა, შეყვარებული თევზების გვამებს კარგა ხანს ინახავდა მლოცველის მლაშე ცრემლები, მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც ისევ სრულიად შემთხვევით, მლოცველმა აღმოაჩინა, რომ მისი ცრემლები უბრალო წყლად ქცეულა, სწორედ მაშინ დაიწყო მიცვალებული თევზების გვამებმა გახრწნა და აშმორება. მას შემდეგ, მლოცველი საათში ერთხელ ცისფერ თვალებზე მუქ ჩაიში ჩამბალ საფენებს იწყობს, მაგრამ ამ უცნაურ სუნს მაინც ვერაფერი მოუხერხა...
...ზუსტად მოერგნენ ევლიას ბატონები, ისე უხდებოდნენ, ისე უხდებოდნენ... იდგა სარკის წინ ევლია და ცნობილი მხატვრის ცნობილი ნახატის ყველაზე უცნობი რეპროდუქციის დანახვას საკუთარი ხელით გაკორტნილი თავი უშლიდა... თურმე როგორ არ უხდება ევლიას მოკლე თმა... თევზებო, წითელწინწკლებიანო თევზებო, ქვირითებს ევლია მოგინათლავთ... წელს ევლიაა მოდაში...
ყოჩაღ ამელი:)დაგა5+++არტემ:)ძAლინ მაგარი იყო:)მიყვარს ეს გვერდი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
3. უძლიერესი მოთხრობაა!
განსაკუთრებით ეს ნაწილი: "აი რა მომხდარა: ახალგაზრდობისას მის თვალებში თურმე წითელწინწკლებიანი თევზები ცხოვრობდნენ, იბადებოდნენ, იზრდებოდნენ, მრავლდებოდნენ, ერთი თვალიდან მეორეში სტუმრად დაცურავდნენ და არასდროს იხოცებოდნენ. ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, წამწამი ჩავარდნია თვალში მლოცველს, ერთ-ერთ თევზს გულში შერჭობია და იქვე მომკვდარა, ამ თევზის შეყვარებული დარდს გადაჰყოლია. თევზებს ერთი მიცვალებული მარცხენა თვალში დაუსაფლავებიათ, მეორე მარჯვენაში და თავად კი სულ გასცლიან მის თვალებს. მას მერე დიდი დრო გასულა, შეყვარებული თევზების გვამებს კარგა ხანს ინახავდა მლოცველის მლაშე ცრემლები, მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც ისევ სრულიად შემთხვევით, მლოცველმა აღმოაჩინა, რომ მისი ცრემლები უბრალო წყლად ქცეულა, სწორედ მაშინ დაიწყო მიცვალებული თევზების გვამებმა გახრწნა და აშმორება. მას შემდეგ, მლოცველი საათში ერთხელ ცისფერ თვალებზე მუქ ჩაიში ჩამბალ საფენებს იწყობს, მაგრამ ამ უცნაურ სუნს მაინც ვერაფერი მოუხერხა... "
და ფინალი!
+ 5 !
კატიეს დავალება საიტის წევრებს: წ ა ი კ ი თ ხ ე თ! უძლიერესი მოთხრობაა!

კატიეს დავალება საიტის წევრებს: წ ა ი კ ი თ ხ ე თ!
2. მახსოვს. ლიტ.პალიტრაში წავიკითხე თავის დროზე:*
5 მახსოვს. ლიტ.პალიტრაში წავიკითხე თავის დროზე:*
5
1. აქტუალური მოთხრობაა :) წითელას ამბავში. თუმცა, თავად მოთხრობა რამდენიმე წლის წინ დავწერე. როცა ქმარს და შვილს ბატონები შეხვდათ :) ადრე მომწონდა მოთხრობა. ახლაც მომწონს, იმიტომ კი არა, რომ მაგარი მოთხრობაა, უბრალოდ იმიტომ, რომ ბატონებს მიეძღვნა :) აქტუალური მოთხრობაა :) წითელას ამბავში. თუმცა, თავად მოთხრობა რამდენიმე წლის წინ დავწერე. როცა ქმარს და შვილს ბატონები შეხვდათ :) ადრე მომწონდა მოთხრობა. ახლაც მომწონს, იმიტომ კი არა, რომ მაგარი მოთხრობაა, უბრალოდ იმიტომ, რომ ბატონებს მიეძღვნა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|