ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2008


ბილიკი

ეს ბილიკია ბიბლიის მიღმა,
ჰქრიან ჯარები ნისლის ჩრდილებად
და სისხლი დასდით ეპიტაფიებს,
გამოწრთობილებს ცეცხლის მძივებად

ბუნდოვანია ცა ღამეული
უჩვეულო და ზებუნებრივი
სისხლით იცლება,ათასჯერ კვდება
ლანდი ქვისაგან გამოკვეთილი

დაშლილ ხაზებად,ვეფხვის ზოლებად
მიწაზე კვალი მიიზმორება
ღმერთისკენ მიდის სამსხვერპლოს კვამლი
თვალით უხილავ მთრთოლავ რიგებად

ჟამთასვლას წყეულს და მიწად ქცეულს
სახეს უმშვენებს ჩურჩული ქარის,
თბილი ღუღუნით ავსებულ სხეულს
ტოვებს სიცოცხლე ლამაზი ღამის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები