ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელისა
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2013


მე. ჯოჯოხეთი...

ერთი იმედი,- დავკარგე ძაღლი
და მეორეში ვარ ახლა კენტი.
დღეს ყაჩაღებმა გატეხეს სახლი
შავი ხელებით და ჯოჯოხეთით.

მივყვები წუთებს სამარის ქვებით
და ჩემთან არის მწუხარე ღმერთი,
ვიცი დიდ ხნით რომ ვერ გავთბები
მე ჯოჯოხეთი... მე ჯოჯოხეთი

და დავათავე, ალერსი,- ხვევნა,-
მწარე დღეებმა მიიღეს ხვედრი.
დღეს სხვაგვარია ყველა მოვლენა
და ჯოჯოხეთიც ასე ნაყვედრი.

მე აღარ მინდა მხვდებოდეს გზაში,
აწითლებული სახე მაცდური
და საიქიოს საშინელ ქარში
მესმოდეს წყევლა შენი საშური.

და მოახლოვდა ბზობა, ხარება.
მაწუხებს დედა,- ფიქრების რკალი
მაინც შენსავით ვერ მეყვარება
ჯოჯოხეთი და ავი გრიგალი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები