 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 4 მაისი, 2013 |
ორი დღე ისე გავიდა – მზე არ ჩანს ცის კამარაზე, ქვეყანა ბნელმა მოიცვა, ჯოჯოხეთურად აცივდა, მთვარეც ჩაქრა და ვარსკვლავთაც თითქოს კარები ჩარაზეს, არც თოვლი მოდის, აღარც წვიმს, ღრუბელი დარდით გასივდა.
ყველა მცენარე ჩამოჭკნა, ყვავილს დასტირის ფუტკარი, ოხრად ურჩება თაფლი და აღარ ადარდებს სანთელი, უკვე მეორე დღე არის, დილით არ ყივის მამალი, თითქოსდა ქვეყნის მაღვიძარს აღარა აქვს რა სათქმელი...
გაკვირვებული ბუნება თვალებს აცეცებს წყვდიადში, ვერ გაუგია რა ხდება, თუ მოკვდა – ტკივილს რაღად გრძნობს, რა იმალება ფარულად სამყაროს ამ ხვაშიადში, თუ აღარ არის “ამ ქვეყნის”, სუნთქვას რატომღა განაგრძობს?..
ჰაერში სუნი ტრიალებს ნაღველნარევი ძმარისა, თითქოს ის არის გამცემი ყველა კითხვაზე – პასუხის, შორით, ყრუდ ისმის ჭრიალი – ქვესკნელს ჩამსვლელი კარისა, მეორე დღეა უფალი ჯოჯოხეთშია ჩასული!
ცოდვილთა ამტვრევს ბორკილებს, პატიობს ღვთისგან განდგომას და მთელს სამყაროს წყალობით ჩუქნის სულიერ აღდგომას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
8. გაიხარეთ გაიხარეთ, გილოცავთ და გისურვებთ ისეთივე სიხარულით გაგეხაროთ, როგორი სიხარულიც მენელსაცხებლე დედებმა განსცადეს მაცხოვრის საფლავთან! გაიხარეთ გაიხარეთ, გილოცავთ და გისურვებთ ისეთივე სიხარულით გაგეხაროთ, როგორი სიხარულიც მენელსაცხებლე დედებმა განსცადეს მაცხოვრის საფლავთან!
7. ბენ, გილოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ძალიან მომწონს თქვენი სულიერება თქვენს შემოქმედებაში ჩაგვირისტებული, რასაც წერთ, შიგ გული და გრძნობა - განცდილია... ბენ, გილოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ძალიან მომწონს თქვენი სულიერება თქვენს შემოქმედებაში ჩაგვირისტებული, რასაც წერთ, შიგ გული და გრძნობა - განცდილია...
6. გილოცავთ დამდეგ აღდგომას! გილოცავთ დამდეგ აღდგომას!
5. გაიხარე და ამინ!!!!!!!!!!!! გაიხარე და ამინ!!!!!!!!!!!!
4. გილოცავთ საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლას! ჩვენი რწმენა მართალია!!!!!!!!! ♥ ♥ ♥ გილოცავთ საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლას! ჩვენი რწმენა მართალია!!!!!!!!! ♥ ♥ ♥
3. შორით, ყრუდ ისმის ჭრიალი – ქვესკნელს ჩამსვლელი კარისა, მეორე დღეა უფალი ჯოჯოხეთშია ჩასული!
მრავალ აღდგომას დაესწარი:)+++ შორით, ყრუდ ისმის ჭრიალი – ქვესკნელს ჩამსვლელი კარისა, მეორე დღეა უფალი ჯოჯოხეთშია ჩასული!
მრავალ აღდგომას დაესწარი:)+++
1. "ჰაერში სუნი ტრიალებს ნაღველნარევი ძმარისა, თითქოს ის არის გამცემი ყველა კითხვაზე – პასუხის, შორით, ყრუდ ისმის ჭრიალი – ქვესკნელს ჩამსვლელი კარისა, მეორე დღეა უფალი ჯოჯოხეთშია ჩასული!"
ეს მელოდია რომ ჰქონდეს სხვებსაც, კარგი იქნებოდა:)
წარმატებები! "ჰაერში სუნი ტრიალებს ნაღველნარევი ძმარისა, თითქოს ის არის გამცემი ყველა კითხვაზე – პასუხის, შორით, ყრუდ ისმის ჭრიალი – ქვესკნელს ჩამსვლელი კარისა, მეორე დღეა უფალი ჯოჯოხეთშია ჩასული!"
ეს მელოდია რომ ჰქონდეს სხვებსაც, კარგი იქნებოდა:)
წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|