ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზურა მაისაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2013


სამყარო როგორც სუბიექტის გააზრება

  მინდა მივეცე ბედიწერის ამ მძლავრ დინებას
  და აღმაფრენაც , რომ დავფარო შავბნელ მორევში
  გავიმეტებდი ჩემს სხეულსაც ოღონდ ძვირფასო
  თუ დამიდგები სასთუმალთან ბოლო მომენტში.
  თუმცა ჩამქრალი ნაპერწკალი ამ სამყაროში
  არ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ მიინავლება
  და ის რაღაცა კვლავ მონახავს მორიგ სადგურსდა
  ისევ ახალი ტანსაცმელით შეიმოსება,
  ოღონდ სურვილი თითქოს რჩება მარად მედინად და იგი
  არის დაბნეული ღმერთის მშველელი, მაგრამ რა არის
  მეტამორფოზთა მიზნის წერტილი და რას უმიზნებს
  ღმერთი ასე მტვერში მოსვრილი?
  დაუსრულებლად იღწვის ასე რისთვის არ ვიცით
  და თითქოს სახეს ეძებს სადღაც გადმოსროლისდა
  ამ თვითობის სახე თითქოს ბნელი არისდა
  ხოლო სიცოცხლე ასანთია ღმერთის ხელებში.
  გამოვეყოფი ოცნებებით ერთფეროვნებას და
  წარმოსახვის მდინარეში გადავეშვები,
  მითიურ გმირებს გავიყოლებ მთის კალთებისკენ
  ბრძოლით დაღლილი სისხლით მოსვრილ ხელებს დავხედავ
  ვიცი დარჩება ამ ჩემს გულში მწველი სურვილი
  რომ ჰეროიზმის წყარო მოვსვა კლდის ნაჟურიდან
  დავუკავშირო ჩემი ყოფა და არსებობა
  ამ ყოველივეს აზრი არის ბრძოლა და მოკვლა
  ეს სისატიკე,რომ არ არის მიხვდებით ალბათ, რომ
  სინამდვილეც ნაცრად აქცევს ჩვენს მოშიშ გულებს,ხელმარდად
  ჩავყრით ამ ჩვენს გრზნობებს ტყავის გუდაში
  და უმალ მივცევთ ლეტოს ტალღებს ჩუმი მუდარით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები