 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 6 ივლისი, 2013 |
წვიმს, დაიწყება ახლა წვიმის მთელი ეპოქა შენში შერჩენილ ტკივილებს კი წვიმა მიათრევს, თუმც ახლა ვიცი, რომ უბრალოდ აღარ მეყოფა ვსუნთქავდე შენი ნაზი სულის სიიშვიათეს.
დაიჩემებენ ეპოქები შენით ხეტიალს, ვერ შეგუებულ ამინდივით წყდები მოლოდინს და ყველა ტანჯვის სიმძიმეზე უფრო მეტია, როცა უბრალოდ არ მთავრდები, რჩები ბოლომდის.
წვიმს, იხატები ახლა წვიმის ყველა ნაკვთებით, გაიგონებენ ქარის ქროლას ცივი კედლები და ყოველ დილით ჩემს ცხოვრებას ისე აკლდები, რომ მხოლოდ ფიქრი მრჩება შენზე ვერ შეკედლების,
რადგან მთავრდება ამ ეპოქის ცივი წვიმები, თუმც ახლა ვიცი, რომ უბრალოდ აღარ მეყოფა ძალა, რომ გავძლო და შენ გამო გავიწირები, რომ არ გაბედონ შენი ნაზი სულის ხელყოფა.
წვიმს, დაიწყება ახლა წვიმის მთელი ცხოვრება გაიგონებენ ამ ნათქვამსაც სველი თითები მერე ეს ლექსი ალბათ აღარც გემახსოვრება თუმც ახლა მაინც, თვალებს დახრი და გაფითრდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
3. შენგან მუდამ რასაც ველოდი აი ამ ლექსით დავინახე +++ მაგარია ბრავოო ანსაკუთრებით პირველი კუპლეტი მომეწონაა
წვიმს, დაიწყება ახლა წვიმის მთელი ეპოქა შენში შერჩენილ ტკივილებს კი წვიმა მიათრევს, თუმც ახლა ვიცი, რომ უბრალოდ აღარ მეყოფა ვსუნთქავდე შენი ნაზი სულის სიიშვიათეს. შენგან მუდამ რასაც ველოდი აი ამ ლექსით დავინახე +++ მაგარია ბრავოო ანსაკუთრებით პირველი კუპლეტი მომეწონაა
წვიმს, დაიწყება ახლა წვიმის მთელი ეპოქა შენში შერჩენილ ტკივილებს კი წვიმა მიათრევს, თუმც ახლა ვიცი, რომ უბრალოდ აღარ მეყოფა ვსუნთქავდე შენი ნაზი სულის სიიშვიათეს.
2. და ყოველ დილით ჩემს ცხოვრებას ისე აკლდები, რომ მხოლოდ ფიქრი მრჩება შენზე ვერ შეკედლების, და ყოველ დილით ჩემს ცხოვრებას ისე აკლდები, რომ მხოლოდ ფიქრი მრჩება შენზე ვერ შეკედლების,
1. ძააალიან მომეწონა ! +2 (თუ ბოლო ფრაზას არ ჩავთვლი) ძააალიან მომეწონა ! +2 (თუ ბოლო ფრაზას არ ჩავთვლი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|