 | ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია 22 მაისი, 2013 |
წვერი ჩამოვარცხნილია, ღმერთო თმა შეკრულია, ღმერთო ანაფორა გადაცმულია, ღმერთო, ჯვარი ალესილია,ღმერთო. სანთლები დატენილია, ღმერთო. ახლა ომში წასვლაც შეიძლება, ღმერთო. ომი იქნება ხანმოკლე,ხო ღმერთო? ვიდგები მედგრად. შენი მჯერა ღმერთო. შევმუსრავ ყველას, ო, ღმერთო, ერთო. ვისაც მწვანე შარვალი აცვია, მაგათი დედაც, ღმერთო ვისაც წითელი თმა აქვს, ვისაც ლურჯი ჩანთა ჰკიდია, ვისაც ღმერთი სიყვარული ჰგონია. ვისაც წუხელ არ ულოცია. ვისაც ყელზე გული ჰკიდია, ვისაც ფეხზე ყვავილებიანი კედები აცვია. შევმუსრავ ყველას, მაღალო ღმერთო... ჩემი ჯვარი ალესილია, მიშველე. ღმერთო, ჩემი სანთლები დატენილია. მიშველე. ღმერთო, ჩემი სამიზნე ამოღებულია, გზა გამინათე, ღმერთო ვიწყებ ომს შენი სახელით, ო, ღმერთო, ღმერთო... შენი სახელით დღეს დავღვრი სისხლს და ყვითელ მაისურს წითლად შევუღებავ სტაფილოსფერთმიან გოგოს. ღმერთო მიშველე, თუ გინდა, რომ ამ ქვეყანაში არ ეგონოთ, რომ ღმერთი მხოლოდ სიყვარულია... ომი იყო ხანმოკლე: შავი ანაფორა სკამზე მიფენილია. სანთლები დამდნარია. ჯვარი გაღუნულია. წვერი აწეწილია. და სიზმარი ფერადია: დაუჭერია ღმერთს ხელში ფუნჯი შეუღებია წვერი ლურჯად თმა ცისფრად პერანგი ყვითლად სანდლები მწვანედ, დაუჭერია ხელში ჯვარი ზედ გაუბია გიტარის სიმები და მღერის: “WHAT IF GOD WAS ONE OF US”…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ამ ლექსის შინაარსი ისეთია რომ, მინიმუმ ერთი კვირა იქნება ალბატ გარცევის ობიექტი აქ, ურაკზე, ბეეევრ კომენტარებსაც დააგროვებს, აქ თავის შეყოფა არ მიღირს ნამდვილად ))) ჰო აი ლექსს რაც შეეხება არ ვარგა, მე არ მომწონს, არაა ეს ლექსი ამ ლექსის შინაარსი ისეთია რომ, მინიმუმ ერთი კვირა იქნება ალბატ გარცევის ობიექტი აქ, ურაკზე, ბეეევრ კომენტარებსაც დააგროვებს, აქ თავის შეყოფა არ მიღირს ნამდვილად ))) ჰო აი ლექსს რაც შეეხება არ ვარგა, მე არ მომწონს, არაა ეს ლექსი
26. მუხა ამელი ვიგულისხმე, ძნელი მისახვედრი იყო? :-) მუხა ამელი ვიგულისხმე, ძნელი მისახვედრი იყო? :-)
25. ამელი, მიყვარს შენნაირი ადამიანები. ნუ აქ მორალისტები რომ რაღაც კომენტარებს დებენ, ეგეთი კომენტარები რომ არ ყოფილიყო ამ ნაწერზე, ალბათ ეგ უფრო უნდა გაგკვირვებოდა. ;) ამელი, მიყვარს შენნაირი ადამიანები. ნუ აქ მორალისტები რომ რაღაც კომენტარებს დებენ, ეგეთი კომენტარები რომ არ ყოფილიყო ამ ნაწერზე, ალბათ ეგ უფრო უნდა გაგკვირვებოდა. ;)
24. არმომეწონა... და იმიტო არა რო ,,მღვდელი" ვარ ან.. ,,ქარტველობასგვარტმევენ" ტიპი.. უბრალოდ, პატეტიკა არმიყვარს ეს პატეტიურია.. ცოტატი მაგრამ მაინც პატეტიურია )) არმომეწონა... და იმიტო არა რო ,,მღვდელი" ვარ ან.. ,,ქარტველობასგვარტმევენ" ტიპი.. უბრალოდ, პატეტიკა არმიყვარს ეს პატეტიურია.. ცოტატი მაგრამ მაინც პატეტიურია ))
23. თქვენთვის ეს მართლაც ომი ან ბრძოლა არ არის?
თქვენ რომ თავიდანვე მთავარ პრობლემაზე გეთქვათ და მხოლოდ შემდეგ გესაუბრათ ეკლესიაში არსებული შესაძლო პრობლემების შესახებ- შეიძლება,ასეთი რეაქცია არ ყოფილიყო მკითველისგან. თავისუფლება და მკრეხელობა იოლად განირჩევა ერთმანეთისგან. ეკლესიას ასე ვერ ვნებთ, მითუმეტეს-ღმერთს; საკუთარ თავს მხოლოდ. თქვენი ნებაა,ცხადია.
ალბათ,თქვენსავით ფიქრობენ და აზროვნებენ ისინიც, ამას წინ რომ ტაძარში შეცვივდნენ და ცეკვა-თამაში მოაწყვეს.
გაუბია- გაუბამს. სასვენი ნიშნების საკითხის მოგვარებაც ვერ შესძენს ტექსტს ლიტერატურულ ღირებულებას. თქვენთვის ეს მართლაც ომი ან ბრძოლა არ არის?
თქვენ რომ თავიდანვე მთავარ პრობლემაზე გეთქვათ და მხოლოდ შემდეგ გესაუბრათ ეკლესიაში არსებული შესაძლო პრობლემების შესახებ- შეიძლება,ასეთი რეაქცია არ ყოფილიყო მკითველისგან. თავისუფლება და მკრეხელობა იოლად განირჩევა ერთმანეთისგან. ეკლესიას ასე ვერ ვნებთ, მითუმეტეს-ღმერთს; საკუთარ თავს მხოლოდ. თქვენი ნებაა,ცხადია.
ალბათ,თქვენსავით ფიქრობენ და აზროვნებენ ისინიც, ამას წინ რომ ტაძარში შეცვივდნენ და ცეკვა-თამაში მოაწყვეს.
გაუბია- გაუბამს. სასვენი ნიშნების საკითხის მოგვარებაც ვერ შესძენს ტექსტს ლიტერატურულ ღირებულებას.
22. გადატენეთ ჯვრები და ისროლეთ!!!
სათქმელი იყო თქვა ადამიანმა...
da me m veTanxmebi 1000%iT : ) გადატენეთ ჯვრები და ისროლეთ!!!
სათქმელი იყო თქვა ადამიანმა...
da me m veTanxmebi 1000%iT : )
21. ბევრს გაუჩნდა კითხვა, მწამს თუ არა ღმერთის. კი, მწამს. ოღონდ ჩემი ღმერთის მწამს, შუამავლების გარეშე. ბევრს გაუჩნდა კითხვა, მწამს თუ არა ღმერთის. კი, მწამს. ოღონდ ჩემი ღმერთის მწამს, შუამავლების გარეშე.
20. . პრინციპში მიჩვეული ვარ, როცა აზრის გამო მაკრიტიკებენ :) და აღარ მაღელვებს ხოლმე. ადრე ვდარდობდი. ახლა აღარ :) ამელი. 2013-05-23 14:03 მე ადრე მივხვდი და ძალიან მომწონს, (ტაკ დერჟაც)
19 კომნ-ს "მე მომწონს ეს გოგო" ვინ გოგოს მოწონებაზეა აქ ? თუ საიდუმლო არ არის ეგება გაგვიმხილოთ? . პრინციპში მიჩვეული ვარ, როცა აზრის გამო მაკრიტიკებენ :) და აღარ მაღელვებს ხოლმე. ადრე ვდარდობდი. ახლა აღარ :) ამელი. 2013-05-23 14:03 მე ადრე მივხვდი და ძალიან მომწონს, (ტაკ დერჟაც)
19 კომნ-ს "მე მომწონს ეს გოგო" ვინ გოგოს მოწონებაზეა აქ ? თუ საიდუმლო არ არის ეგება გაგვიმხილოთ?
19. მე მომწონს ეგ გოგო:-) მე მომწონს ეგ გოგო:-)
18. პრინციპში მიჩვეული ვარ, როცა აზრის გამო მაკრიტიკებენ :) და აღარ მაღელვებს ხოლმე. ადრე ვდარდობდი. ახლა აღარ :) პრინციპში მიჩვეული ვარ, როცა აზრის გამო მაკრიტიკებენ :) და აღარ მაღელვებს ხოლმე. ადრე ვდარდობდი. ახლა აღარ :)
17. როგორც პოეზიას ამ კუთხით არ განვიხილავ და ნაკლებად სარწმუნოა საერთოდ ასეთი აზრის მატარებელი ნაწერი ვინმემ პოეზიად განიხილოს,იმდენად ყვირის თვითონ აზრი,ხოდა ამელ ვინცა ხარ და სადც ხარ,მიყვარხარ:****
როდესმე თუ მივა ეს ქვეყანა იმ დონემდე რომ უფლება გქონდეს ადამიანს საკუთარი აზრი გაგაჩნდეს.... როგორც პოეზიას ამ კუთხით არ განვიხილავ და ნაკლებად სარწმუნოა საერთოდ ასეთი აზრის მატარებელი ნაწერი ვინმემ პოეზიად განიხილოს,იმდენად ყვირის თვითონ აზრი,ხოდა ამელ ვინცა ხარ და სადც ხარ,მიყვარხარ:****
როდესმე თუ მივა ეს ქვეყანა იმ დონემდე რომ უფლება გქონდეს ადამიანს საკუთარი აზრი გაგაჩნდეს....
16. კაი მერაბ, კაი, ნუ ღელავ. კაი მერაბ, კაი, ნუ ღელავ.
15. ჰომ, ჩემი ღამის კომენტარი წაუშლიათ, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ყოფილა. არადა ამ ტექსტთან მიმართებაში ის კომენტარი რაც დავტოვე კომპლიმენტიც კი იყო. ახლა მეორე ამბავი, ამელ თქვენ რომელიც თავისუფლებისკენ იღწვით, თქვენ რომელიც ცდილობთ თქვენი შემოქმედებით დაამსხვრიოთ საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპები და ჩარჩოები და აჩვენოთ ყველას მე ასეთი მაგარი და თავისუფალი ტიპი ვარო და ა.შ... ამის შემდეგ მე და ჩვენ გოიმ საზოგადოებას, რატომ გვიხსენებ შემდეგ ორ სიტყვას "(ზრდილობის ფორმებში)"? რატომ მიხსენებ? ვინ დააწესა ეს ფორმები? ან რატომ აღიარებ შენ მას? შენ ხომ მაგარი ტიპი ხარ? შენ ხომ თავისუფალი ტიპი ხარ? თუ როგორაა? ვჭრით და ვკერავთ როგორც გვინდა? : )) ამ ტექსტის სერიოზულად განხილვას არ ვაკადრებ საკუთარ თავს, ამ ტექსტმა თავისი ქნა, მედლის მეორე მხარეს ვგულისხმობ, მიიქცია ყურადღება, აქვს თერთმეტი ლაიქი, მათ შორის ერთი ისეთი ადამიანის ლაიქი რომ მე გამიტყდა და შემრცხვა, მაგრამ არ გამკვირვებია: ) მოკლედ მაგარი ხარ რა, ეს ლექსი თავისუფლების ჰიმნი გახდება მალე: ) მე პირადად ვფიქრობ რომ ასეთი ტექსტების წერა საზოგადოების ყურადღების მიქცევას ემსახურება, რომ მე ასეთი თავისუფალი ტიპი ვარ, რომ მე ყველაფერზე შემიძლია ვწერო: ) ერთ ჩემს ნაცნობ მამრობითი სქესის წარმომადგენელს რომელსაც ლექსებში მღვდლების გინება მაგარი ტიპობა გონია და ამით ცდილობს საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენას მე ვურჩიე მას გაცილებით უკეთესი და მასშტაბური მეთოდი საკუთარი თავის წარმოჩენის: ) ეყიდა დიდი ზომის პრეზერვატივი, დაეხურა თავზე და მოეწყო საზეიმო მარში: ) მანდილოსნებს რა გირჩიოთ არ ვიცი. წარმატებები. ჰომ, ჩემი ღამის კომენტარი წაუშლიათ, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ყოფილა. არადა ამ ტექსტთან მიმართებაში ის კომენტარი რაც დავტოვე კომპლიმენტიც კი იყო. ახლა მეორე ამბავი, ამელ თქვენ რომელიც თავისუფლებისკენ იღწვით, თქვენ რომელიც ცდილობთ თქვენი შემოქმედებით დაამსხვრიოთ საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპები და ჩარჩოები და აჩვენოთ ყველას მე ასეთი მაგარი და თავისუფალი ტიპი ვარო და ა.შ... ამის შემდეგ მე და ჩვენ გოიმ საზოგადოებას, რატომ გვიხსენებ შემდეგ ორ სიტყვას "(ზრდილობის ფორმებში)"? რატომ მიხსენებ? ვინ დააწესა ეს ფორმები? ან რატომ აღიარებ შენ მას? შენ ხომ მაგარი ტიპი ხარ? შენ ხომ თავისუფალი ტიპი ხარ? თუ როგორაა? ვჭრით და ვკერავთ როგორც გვინდა? : )) ამ ტექსტის სერიოზულად განხილვას არ ვაკადრებ საკუთარ თავს, ამ ტექსტმა თავისი ქნა, მედლის მეორე მხარეს ვგულისხმობ, მიიქცია ყურადღება, აქვს თერთმეტი ლაიქი, მათ შორის ერთი ისეთი ადამიანის ლაიქი რომ მე გამიტყდა და შემრცხვა, მაგრამ არ გამკვირვებია: ) მოკლედ მაგარი ხარ რა, ეს ლექსი თავისუფლების ჰიმნი გახდება მალე: ) მე პირადად ვფიქრობ რომ ასეთი ტექსტების წერა საზოგადოების ყურადღების მიქცევას ემსახურება, რომ მე ასეთი თავისუფალი ტიპი ვარ, რომ მე ყველაფერზე შემიძლია ვწერო: ) ერთ ჩემს ნაცნობ მამრობითი სქესის წარმომადგენელს რომელსაც ლექსებში მღვდლების გინება მაგარი ტიპობა გონია და ამით ცდილობს საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენას მე ვურჩიე მას გაცილებით უკეთესი და მასშტაბური მეთოდი საკუთარი თავის წარმოჩენის: ) ეყიდა დიდი ზომის პრეზერვატივი, დაეხურა თავზე და მოეწყო საზეიმო მარში: ) მანდილოსნებს რა გირჩიოთ არ ვიცი. წარმატებები.
14. ყოჩაღ ამელი! :*
ყოჩაღ ნეფერტარ! *
ყოჩაღ ამელი! :*
ყოჩაღ ნეფერტარ! *
13. მეოთხე და მეათე კომენტარს ვეთანხმები, ფურცელიც ყველაფერს იტანს, განსხვავებული სტილი და აზროვნებაც შესანიშნავი აქვს ამ ავტორს, თითქმის ყველა ნაშრომში არის იდეა, რასაც სხვასთან იშვიათად იპოვი.
აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება (ზრდილობის ფორმებში) კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ფუძემდებლური ღირებულებაა.
ამ ლექსის იდეოლოგიური ტვირთის მიხედვით - ღმერთი არ იწონებს სასულიერო პირის მიერ ლგტბ-თა დაღვრილ სისხლს და "ომიდან" დაბრუნებულ მღვდელს სიზმარში თავად ეცხადება ლურჯად წვერშეღებილი, ცისფერი თმებით, მწვანე სანდლებით, ყვითელ პერანგში გამოწყობილი ღმერთი და ჯვარზე გაბმული გიტარის სიმებზე აჟღერებს ჯოან ოსბორნის ცნობილ სიმღერას: If God had a name what would it be? And would you call it to his face? If you were faced with him In all his glory What would you ask if you had just one question? And yeah, yeah, God is great Yeah, yeah, God is good Yeah, yeah, yeah-yeah-yeah, What if God was one of us? Just a slob like one of us.
რატომ ესიზმრება მღვდელს ასეთი სიზმარი? სინანული აწუხებს ჩადენილი ძალადობის გამო, თუ ღმერთი ეუბნება მე მათი სახე მივიღე ვისი სისხლიც შენ ანთხიე, რადგან ისინიც ჩემი შვილები არიანო - აი ეს არჩევანი მკითხველის გასაკეთებელია. იდეა კი მიღწეულია - ღმერთის სახელით ჩადენილი ძალადობა დაგმობილია ღმერთისავე მიერ.
პირადად მე მომეწონა ეს ნაშრომი. მაგრამ როგორ იმოქმედებს ის მკითხველის აზროვნებაზე, გემოვნებაზე, ღირებულებებზე - ეს რომ მნიშვნელოვანია ქვემოთ მოყვანილი კომენტარებიდანაც კარგად ჩანს. მეოთხე და მეათე კომენტარს ვეთანხმები, ფურცელიც ყველაფერს იტანს, განსხვავებული სტილი და აზროვნებაც შესანიშნავი აქვს ამ ავტორს, თითქმის ყველა ნაშრომში არის იდეა, რასაც სხვასთან იშვიათად იპოვი.
აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება (ზრდილობის ფორმებში) კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ფუძემდებლური ღირებულებაა.
ამ ლექსის იდეოლოგიური ტვირთის მიხედვით - ღმერთი არ იწონებს სასულიერო პირის მიერ ლგტბ-თა დაღვრილ სისხლს და "ომიდან" დაბრუნებულ მღვდელს სიზმარში თავად ეცხადება ლურჯად წვერშეღებილი, ცისფერი თმებით, მწვანე სანდლებით, ყვითელ პერანგში გამოწყობილი ღმერთი და ჯვარზე გაბმული გიტარის სიმებზე აჟღერებს ჯოან ოსბორნის ცნობილ სიმღერას: If God had a name what would it be? And would you call it to his face? If you were faced with him In all his glory What would you ask if you had just one question? And yeah, yeah, God is great Yeah, yeah, God is good Yeah, yeah, yeah-yeah-yeah, What if God was one of us? Just a slob like one of us.
რატომ ესიზმრება მღვდელს ასეთი სიზმარი? სინანული აწუხებს ჩადენილი ძალადობის გამო, თუ ღმერთი ეუბნება მე მათი სახე მივიღე ვისი სისხლიც შენ ანთხიე, რადგან ისინიც ჩემი შვილები არიანო - აი ეს არჩევანი მკითხველის გასაკეთებელია. იდეა კი მიღწეულია - ღმერთის სახელით ჩადენილი ძალადობა დაგმობილია ღმერთისავე მიერ.
პირადად მე მომეწონა ეს ნაშრომი. მაგრამ როგორ იმოქმედებს ის მკითხველის აზროვნებაზე, გემოვნებაზე, ღირებულებებზე - ეს რომ მნიშვნელოვანია ქვემოთ მოყვანილი კომენტარებიდანაც კარგად ჩანს.
12. ჯვარი ალესილია,ღმერთო. სანთლები დატენილია, ღმერთო.
მართალია !
და აქაც იგივე ხალხი ქოლავს :)
თორემ როგორც პოეზია მე სულ არ მაღლევებს ასეთი ტექსტები. ჯვარი ალესილია,ღმერთო. სანთლები დატენილია, ღმერთო.
მართალია !
და აქაც იგივე ხალხი ქოლავს :)
თორემ როგორც პოეზია მე სულ არ მაღლევებს ასეთი ტექსტები.
11. აზრის გამოთქმას არ გიკრძა;ავ. არც ტაბუ დაუდვია ვინმეს. არც ზრდილობას ვარღვევ,
, "არ იცი , რასა იქმნ." და მეცოდები, შენ ემილი.
მაგრამ ნიჭიერი ჩანხარ და იმედს ვიტოვებ....არ მემეტები... აზრის გამოთქმას არ გიკრძა;ავ. არც ტაბუ დაუდვია ვინმეს. არც ზრდილობას ვარღვევ,
, "არ იცი , რასა იქმნ." და მეცოდები, შენ ემილი.
მაგრამ ნიჭიერი ჩანხარ და იმედს ვიტოვებ....არ მემეტები...
10. ზოგადად კი მგონია, რომ მაქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება (ზრდილობის ფორმებში) და ავტორს არ უნდა უთითებდნენ რაზე წეროს. ტაბუების დრო წასულია. ტაბუები რომ გვადევს, იმიტომაც ვართ კარგ დღეში. ზოგადად კი მგონია, რომ მაქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება (ზრდილობის ფორმებში) და ავტორს არ უნდა უთითებდნენ რაზე წეროს. ტაბუების დრო წასულია. ტაბუები რომ გვადევს, იმიტომაც ვართ კარგ დღეში.
9. ზრდილობის საოცარი შეგრძნება აქვს ამ ადამიანებს. ზრდილობის საოცარი შეგრძნება აქვს ამ ადამიანებს.
8. მაგრად მიტყდება მეექვსეკომენტარისნაირ რაღაცებ რო ვკითხულობ : )))))))) ეი, შენ! მღვდელიხარ და დაკვრა არ იცი და სმენა არ გაქ თუ რა პონტია? : )))))) მაგრად მიტყდება მეექვსეკომენტარისნაირ რაღაცებ რო ვკითხულობ : )))))))) ეი, შენ! მღვდელიხარ და დაკვრა არ იცი და სმენა არ გაქ თუ რა პონტია? : ))))))
7. პირველი ორი ფრაზის შემდეგ შევწყვიტე წაკითხვა...
სკოლაში მაინცდამაინც კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ ის კარგად მახსოვს, როდესაც ქართველი ბერები იხდიდნენ ანაფორას და საქართველოს და ქართველობას იცავდნენ... პირველი ორი ფრაზის შემდეგ შევწყვიტე წაკითხვა...
სკოლაში მაინცდამაინც კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ ის კარგად მახსოვს, როდესაც ქართველი ბერები იხდიდნენ ანაფორას და საქართველოს და ქართველობას იცავდნენ...
6. მეცოდები, შენ ამელი.(გულწრფელად), აზრზე არ ხარ.
მეცოდები, შენ ამელი.(გულწრფელად), აზრზე არ ხარ.
5. არ მომეწონა არ მომეწონა
4. მე მედლის ისევ ის მხარე მგონია ესეც.
რაზეც არ უნდა წერდე, მაგრად წერ, ამელი! მე მედლის ისევ ის მხარე მგონია ესეც.
რაზეც არ უნდა წერდე, მაგრად წერ, ამელი!
3. ყოჩაღ ... ++ ყოჩაღ ... ++
2. მიქელანჯელოს, დავითის ქანდაკება :დ
წარმოვიდგინე მღვდელის, ბრძოლისწინა პოზა:) გოლიათმა იმარჯვა ამ შემთხვევაში...
მაგ სიმღერის თარგმნა მინდოდა და რატომღაც ვერ მოვაბი თავი... მიქელანჯელოს, დავითის ქანდაკება :დ
წარმოვიდგინე მღვდელის, ბრძოლისწინა პოზა:) გოლიათმა იმარჯვა ამ შემთხვევაში...
მაგ სიმღერის თარგმნა მინდოდა და რატომღაც ვერ მოვაბი თავი...
1. თემის გაგრძელება, მედლის მეორე მხარე. თემის გაგრძელება, მედლის მეორე მხარე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|