| ავტორი: ჟაკი ჟანრი: პროზა 11 ივნისი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
შუახნის ქალი, უზარმაზარი სათვალით მისჯდომოდა საკერავ მანქანას და მთელი გატაცებით კერავდა წითელი ქსოვილისგან რაღაცას.თვალები დროდადრო აენთებოდა ხოლმე სიხარულისგან, როცა მის ქმნილებას შეათვალიერებდა. - იმაზე ლამაზი იქნება ვიდრე მე ვივარაუდე! ძალიან ლამაზი! ...ქალს გრძელი ცხვირი, თხელი ტუჩები და საოცრად გამხდარი სახე ჰქონდა. როცა იცინოდა თეთრი, მოზრდილი კბილები მოუჩანდა. სწორ, განიერ შუბლს შავი თმა უმალავდა. მის უხეშ ნაკვთებს მაინც საიმედი იერი ჰქონდა, დამაჯერებელი მზერა კი სიკეთეს ასხივებდა (მწუხარებასთან ერთად). ცოტათი უცნაური ქალი იყო. ცარიელ ოთახში, კუთხეში მიყუჟული ხან ხმამაღლა წამოიძახებდა რამეს, ხან საოცარ სიჩუმეში ირინდებოდა და ლამის იძინებდა საკერავი მანქანის სინქრონულ წკარუნზე. ოთახი, რომელშიც ის კერავდა, განათებული იყო სანთლით, ამიტომ ნახევრად ბნელოდა და ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა მთელ უბედურებას წარმოადგენდა. ქალი წითელი ძაფის ნაკუწებს აგროვებდა, რადგან დიდი ხანია დაუმთავრდა და ახლა ნაგლეჯებით ცდილობდა შეეკერა რაღაც, თან არც თუ ისე უშედეგოდ. აი ასე... საქმე ისე გააკეთა როგორც თვითონ სურდა, ან უფრო უკეთესადაც კი. სასწრაფოდ წამოდგა და ხელების ცეცებით გავიდა მეორე, უფრო პატარა და ბნელ ოთახში. ხელებით მიაგნო კარადას და გამოიტანა შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. წითელი ქსოვილი, რომელსაც ასე გატაცებით კერავდა გაშალა და ახლა ნათლად გაირკვეოდა კაბის კონტური. ქალმა რაც შეეძლო სწრაფად გაიხადა ძველი მაისური და გახუნებული შარვალი და იმავე სისწრაფით ჩაიცვა წითელი კაბა. ის იყო ფეხსაცმელზეც ამაყად და უშიშრად შედგა, რომ სახლის კარი გაიღო და პირველ, უფრო დიდ ოთახში შუახნის მამაკაცი შემოვიდა, უფრო სწორად შემოვარდა: - ეს რა არის? რატომ ბნელა? - იკითხა მან რაც შეეძლო ხმამაღლა. - დღეს უნდა გადაგვეხადა, მაგრამ... - იყო პასუხი. - ჩაგვიჭრეს? - ხმა გაძლიერდა. - ხო. - იმ ნაბიჭვარს სადაც ვნახავ მოვკლავ. - მას რას ერჩი? თავის საქმეს აკეთებს. - ჰა, შემთხვევით გულში ხომ არ ჩაგივარდა - დამცინავად გადაიხარხარა კაცმა, სკამზე ჩამოჯდა იმავე ოთახში და ბოთლიდან მოსვა წყალი. შემდეგ განაგრძო იმავე ირონიით - მაგრამ არა მგონია თვითონაც გულში ჩავარდნოდი. მე რომ არა ახლაც სახლში იჯდებოდი. მადლობას უნდა მიხდიდე. უმადური ხარ! - იქნებ უკეთესიც ყოფილიყო - ეს სიტყვები ისე ჩუმად წარმოთქვა ქალმა, რომ მისსავე ყურებამდე ძლივს მიაღწია, შემდეგ კი ხმამაღლა განაგრძო - ეს რა შუაშია? უბრალოდ აღარ მინდა პოლიციასთან გაუგებრობა. - შენ არასდროს გქონია გაუგებრობა. ეს მე დამიჭირეს და თავს წამებულად ნუ მაჩვენებ! - ფული მე გადავიხადე და არც არაფერი დამრჩა! - რას მაყვედრი?! - დაიღრიალა კაცმა - არ აფასებ შენთვის რამდენი რამ გავაკეთე. ეს ფული ამ ყველაფერთან შედარებით გასახსენებლადაც არ ღირს! - ნეტავი მაცოდინა რა გააკეთე - ესეც იმავე სიჩუმით წარმოთქვა ქალმა და ოთახში გაიარა. ფეხსაცმლის ბაკუნის გაგონებისთანავე კაცი სმენად იქცა და წამოხტა. სანთელს ხელი დაავლო და მეორე ოთახში გავიდა. მან ქალს ისე ახლოს მიუტანა ცხვირთან სანთელი, რომ ლამის წამწამები დაუწვა, შემდეგ გადაიხარხარა და რამდენჯერმე აათვალიერა მისი ცოლი: - ამას რას ვხედავ! ვისია ეს კაბა? - ჩემი. - როგორც მახსოვს არ გქონდა. - ხო, მაგრამ შევკერე. - აღიარე, ასე ჩემთვის გამოეწყვე ხომ? - იკითხა კაცმა თვალებანთებულმა და მზერაში მთელი სიმახინჯე ჩააქსოვა. ხელები ცოლს წელზე მოხვია და ხარბად გაიცინა. - რას აკეთებ? - შეჰკივლა ქალმა - კაბა არ გამიფუჭო! - გაგიფუჭო? - დაიღრიალა კაცმა - მერედა რისთვის გინდა? - დაგავიწყდა? ქალს ხმა აუთრთოლდა - გუშინ მითხარი, რომ შენი ბიძაშვილის ქორწილში მივდივართ და მე არაფერი მქონდა. გადავწყვიტე კაბა შემეკერა. ახლა მეც თამამად წამოვალ. სულ სახლში ვარ! ხომ იცი ისედაც არსად არ გავდივარ! - ან სად უნდა გახვიდე? ესაა შენი სახლი. - კარგი, მაგრამ როდის წავალთ? - კარგი კითხვაა... ეჰ, მეც ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ დღეს ვიღაც მაწანწალამ ჯიბიდან ისე ამომაცალა ფული, რომ ვერაფერს მივხვდი. ასე რომ ვეღარ წავალთ ძვირფასო - ეს ისეთი ცივი და ხელოვნური სევდით წარმოთქმული სიტყვები იყო, რომ ქალი გაირინდა, შემდეგ მსხვილი ცრემლი გადმოუგორდა და ყელში რაღაც გაეჩხირა. უნდოდა ეყვირა, ან იმ არამზადასთვის ვინც მის წინ იდგა ყელში წაევლო ხელი, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა. - ძვირფასო, ნუ ნერვიულობ! - განაგრძო კაცმა ირონიით - მერე რა მოხდა! მე ხომ მიყურებ? ნახე, სულ არ განვიცდი რომ ფული მომპარეს. ღმერთის მადლობელი ვარ - ხელები ზეცას აღაპყრო. - მოგპარეს ხომ? მოგპარეს არა? არამზადავ! მატყუარა ხარ! თვალთმაქცო! - ყვიროდა ქალი და ხელებს მკერდზე ურტყამდა ქმარს - შენთან ცხოვრება ტანჯვაა! სასჯელია! შენ ადამიანი არ ხარ... ჩემი დემონი ხარ! სატანა! მატყუარავ! კაცი კვლავ არაადამიანურად იღიმოდა, შემდეგ ხელებში წვდა ცოლს და მისი კაბა კვლავ უფორმო ქსოვილად აქცია. ის ხარბად კოცნიდა ქალის ღონემიხდილ სხეულს. ეალერსებოდა მისი უხეში, ბინძური თითებით. ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ღამის ორ საათზე კაცი საწოლიდან წამოდგა და სადღაც წავიდა დაუკითხავად. ქალი კი ნელა ადგა, ცრემლები შეიმშრალა და გულში ჩაიკრა კაბის ნარჩენები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მშვენიერია წარმატებები ++ მშვენიერია წარმატებები ++
12. მადლობა მელნისფერო:) მადლობა მელნისფერო:)
11. ვერ გავიგე ის ნაწილი სადაც ვიღაცის გულში ჩავარდნაზეა საუბარი. ისე მომეწონა. წარმატებები :) ვერ გავიგე ის ნაწილი სადაც ვიღაცის გულში ჩავარდნაზეა საუბარი. ისე მომეწონა. წარმატებები :)
10. იმითაც კმაყოფილი ვარ რომ კითხულობთ.. იმითაც კმაყოფილი ვარ რომ კითხულობთ..
9. ხელოვნურად დადგმული დრამა იყო. სხვათაშორის საკმაოდ არასასიამოვნო ხელოვნურად დადგმული დრამა იყო. სხვათაშორის საკმაოდ არასასიამოვნო
8. საკმაოდ ემოციურია. წარმატებები! საკმაოდ ემოციურია. წარმატებები!
7. მგონი მოვიტყუე.. ცოტა არა. ძალიან ვინერვიულე.. იმედი მაქვს სხვა ნაწარმოებით უკეთესი შთაბეჭდილება შეგექმნებათ. გმადლობთ მგონი მოვიტყუე.. ცოტა არა. ძალიან ვინერვიულე.. იმედი მაქვს სხვა ნაწარმოებით უკეთესი შთაბეჭდილება შეგექმნებათ. გმადლობთ
6. გამოვასწორებ.. გმადლობთ რჩევებისთვის გამოვასწორებ.. გმადლობთ რჩევებისთვის
5. +5 დამეწერა შემთხვევით და ალალი იყოს :)))) თუ პირველი მკითხველები ვართ, მით უმეტეს :)) +5 დამეწერა შემთხვევით და ალალი იყოს :)))) თუ პირველი მკითხველები ვართ, მით უმეტეს :))
4. თემა მომეწონა, იდეა - ნორმალური, შესრულება - არ მომეწონა.
ძალიან ბევრი მექანიკური შეცდომაც არის გაპარული და გადახედეთ, ავტორო. მაგალითად: კაბა არ გამოფუჭო - გამიფუჭო. მჯერდზე - მკერდზე. თანჯვაა - ტანჯვაა და. ა.შ.
წარმატებები!
+3 თემა მომეწონა, იდეა - ნორმალური, შესრულება - არ მომეწონა.
ძალიან ბევრი მექანიკური შეცდომაც არის გაპარული და გადახედეთ, ავტორო. მაგალითად: კაბა არ გამოფუჭო - გამიფუჭო. მჯერდზე - მკერდზე. თანჯვაა - ტანჯვაა და. ა.შ.
წარმატებები!
+3
3. მადლობა.. პირველი მკითხველები ხართ ჩემი და ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი:) მადლობა.. პირველი მკითხველები ხართ ჩემი და ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი:)
2. კარგია ჟაკი. წინსვლა და წინსვლა. კარგია ჟაკი. წინსვლა და წინსვლა.
1. ოჯახური ძალადობის სცენა.
ნაწერს არაუშავდა, მშვენივრად მიგნებული სახასიათო შტრიხებით არის დახატული მსხვერპლიც და მოძალადეც.
კარგი პროზის წაკითხვა მომენატრა საიტზე, დაწერეთ რა , ვინმემ :) ოჯახური ძალადობის სცენა.
ნაწერს არაუშავდა, მშვენივრად მიგნებული სახასიათო შტრიხებით არის დახატული მსხვერპლიც და მოძალადეც.
კარგი პროზის წაკითხვა მომენატრა საიტზე, დაწერეთ რა , ვინმემ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|