ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქურდულათ
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2013


დედა, მე რეციდივისტი ვარ

ხო, დედა არ ღირს ალბათ სიკვდილიც,
რას ვიზამთ ცხოვრება თუ ზამთრის ღამესავით არის,
მე დავბრუნდები სახლში და წარსულს დავტოვებ ცივ ჩრდილოეთში,
უკვე მერამდენედ გარწმუნებ, რომ ყველაფერი მორჩება.

ახლა კი ასეა, რათქმაუნდა ციხის ცივი საკანი,
კედლებივით გაყინული უამრავი თვალი მაკვირდება,
ალბათ ელიან ფეხს როდის წამოვკრავ რამეს და წავიქცევი,
რომ მერე თვალ დაუხამხამებლად გადამიარონ,
მაგრამ შენ ხომ მიცნობ ყველაზე უკეთ,
მე არასოდეს ვჩქარობ...

მე რეციდივისტად ვარ შერაცხული, რადგან აქ მეოთხედ ვარ,
თითებზე ჯვრები მახატია და ყოველ ღამით ვლოცულობ,
ისევე, როგორც ადრე ბავშვობაში, რომ მასწავლიდი,
ამ უღმერთოების ხელში, უფრო ვიწამე ღმერთის.

დედა, მე რეციდივისტი ვარ,
ჩემგან ექიმი არასოდეს გამოვა,
გთხოვ ნუ იტირებ ძვირფასო,
შენ ხომ იცი, რომ ასეთებიც ხდება ცხოვრებაში.


Черный Дельфин 1987 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები