| ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული 14 ივნისი, 2013 |
(გაგრძელება)
თურმე, თინიკოს იქინე მისი გამზდელიც ხლებია, უთხრა: წაი და მომართვი, თუ რამე მიგროებია! თლა დაარიგა ყველაი - ოქრო, ვერცხლი და ალმასი - ტიტუუ-ო, სიხარულისგან კიოდა მთელი დარბაზი.
ამასობაში როსტომამ ქი ჩამუუშვა ჩიჩვირი - თლა დაავიწყდა სტუმრებიც, მასპინძლობაც და სირცხვილიც. ავთანდილამ და სოგრატამ რავარც შეარეს თვალები, იფიქრეს, ოქროს ჯავრობსო, ნაშრომ-ნაგროებს წვალებით.
სოგრატამ უთხრა: როსტომა, დაწყნარდი, რას იჯღანები, ხომ იცი, რაცხა აბდლები არიენ აი ქალები, ვიცი, თინიკოს სიშტერით მთელი ქონება დაღუპე - ამაზე მაშინ გეფიქრა, ტახტზე რომ წამოასკუპე!
როსტომას სული შეეკმა, გადაჩიჩინდა ამაზე - სოგრატა ჩემი წუწკობა ვის უთქვამს ამქვეყანაზე, მაგას არ ვჯავრობ - ვბერდები, უპატრონოდ მყავს თინაი, მე თუ ფეხები გავფშიკე, მაგის პატრონი ვინ არი?!
მანახა ვინცხა ყაძახი, ჩავაბარებდი ამ გოგოს, მარა ვინ ვნახო იმფერი, მე რომ რამეში მაჯობოს - ჩემ მტერს მიეცეს იმედი ამ ჩვენი ავთანდილაის, @მის გაზდას შევეწირე და იზღირენკება ძვილაი.
უი მეისპე, როსტომა, ვერ იყურები თვალებში - ავთანდილაი არ ვიყო, შენ თუ მაჯობო რამეში! ამწუთას შეგეჯიბრები, რაშიც შენ იტყვი, იმაში, თუ გინდა ტყეში წევიდეთ, მშვილდი ვისროლოთ მიზანში!
როსტომამ უთხრა: ნამეტანს ნუ ატლიკინებ მაგ ენას, იცი, რომ აფერს არ გიზამ - იმიზა ბედავ მაგხელას. შეგეჯიბრები შე გლახა, მეისპო შენი გაჩენა, თავი გგონია რაცხა და თლა ტყულა მყავხარ სარჩენად!
მარა მისმინე: ხომ იცი, ტყულაი მე არ ვიწვალებ, შენ თუ ამფერი ბიჭი ხარ, მოი და დამენიზლავე - ვინცხა წააგებს, სამი დღე უქუდოდ უნდა იაროს! - ახლა წაი და ხვალ დილას ბევრი არ დეიგვიანო!
მონადირეებს უბრძანა: რას დაგიღიენ პირები, წაით, ნადირი მორეკეთ, უნდა ვქნა დანაპირები, აშალეთ აი მაგიდა (ადგომას თქვენით ვერ ხთებით), ხვალ დილას ნადირობაზე ყველაი მოწმეთ მეხლებით!
ავთანდილაის და როსტომაის ნადირობა
თლა სისხამ დილას მიადგა როსტომას ავთანდილაი, წინღამინდელი ნასვამი თვალებს ანჭყერდა ძვილაი, კაღამ ვერ იცნეს ელანძე, ისთე ჩეეცვა ყაზირალს, მონებს უბრძანა: როსტომა წამევიდესო, თვარ ძინავს.
წევიდენ ჭენებ-ჭენებით, ცხენებს დააძრეს ნალები, იმფერი მტვერი აყარეს, მზესაც წუუფსეს თვალები, ირემი, თხაი, მელიე არ გუუშვიენ ცოცხალი, იმგენის საცოდაობით დაგცვინდებოდა კურცხალი.
ტყეს რომ მიადგენ, მერე თქვეს, ქი დევისვენოთ ახლაო, ორივე იმას ამბობდა, მე მოგიგე შე გლახაო, ამინუთში თქვით, მონებო, ვინ უფრო მეტი დაწყვიტა - გირჩევთ, სიმართლე თქვათ, თვარა მაგ თავებს ძირში წაგწყვიტავთ!
ნუ წაგვჭრი თავებს, მეფეო, გაფიცებთ, იმ შენ თინიკოს, შენი მოკლული ნადირი ოთხმოცდაათი ქი იყო, მარა რათ გინდა?!- ას ათი ამ შეჩვენებულს მოუკლავს, არასფერს არ ააცილა, რაცხაზე თვალი მუუკრავს.
სულ არ ელოდა როსტომა, მონების ამფერ მსაჯობას, გაგიჟდა სიხარულისგან, ავთანდილამ რომ აჯობა, სიცილით მოკტა, ცხენიდან ჩამოხტა, ჩრდილში გაჩერდა... ღელეში ვინცხა ტიროდა - კაციშვილი ვერ ამჩნევდა...
ვინცხა გადარეულის ანბავი
ნახეს ვინცხა ღელისპირში, ცრემლი მიასხამდა თვალში, გვერდზე კიდო ცხენი ედგა - სასტაული შავი რაში, მარგალიტი ეეჩინჩხლა, რაფერც ვარსკლაები ცაში, ეტყობა მაგრად უჭირდა - აღარ იყო აფერ თავში.
ტანზე კაბა ეცვა ყაძახს, ვეფხვის ტყავით შეკერილი, ქუდიც ვეფხვის ტყავის ქონდა, ზოლებაი შეფერილი, ხელში მათრახი ეკავა, შეჭედილი, მკლავზე მსხვილი, ვინცხამ თვალი მოკრა, ხელათ დააფჩინა ყველამ პირი. (გაგრძელება იქნება, მაგრამ როდის იქნება ღმერთმა იცის)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კა ხანს მეყოფა ნენა აი. აი სუმთლა გურულია, იმიზაა ხორხოშასავით. პაწა-პაწა და ქე ეიჩხირჩხლება აი დასაფსობელი თლათ.
აი პუეტი სა გეირეგვნა, რომე არსა ჩანა, მუუხმეთ, მუუპატნონოს ელანძე ფუძესა და ნალიეს. რეიზა მიატია აი ყოლიფერი შუა შუკაშიიი.
კარგი იყო კარგად ვიმხიარულე, გემრიელად, მომატარო უცებ მშვენიერი გურია. გეიხარეთ ნენა, აწი აღარაფერი გეტკინოთ. კა ხანს მეყოფა ნენა აი. აი სუმთლა გურულია, იმიზაა ხორხოშასავით. პაწა-პაწა და ქე ეიჩხირჩხლება აი დასაფსობელი თლათ.
აი პუეტი სა გეირეგვნა, რომე არსა ჩანა, მუუხმეთ, მუუპატნონოს ელანძე ფუძესა და ნალიეს. რეიზა მიატია აი ყოლიფერი შუა შუკაშიიი.
კარგი იყო კარგად ვიმხიარულე, გემრიელად, მომატარო უცებ მშვენიერი გურია. გეიხარეთ ნენა, აწი აღარაფერი გეტკინოთ.
22. ამონარიდი "გამზრდელიდან" - გურულად
ხოდა, აი ცხენიანი კაცი ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი – ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?! - რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, თავს ვერ გამოვყოფ დუნიაზეო. - მოი შენ აგერ მეისვენე, ხვალე დილას თუ მაი ცხენი არ ჩაგაბარო, გამპარცე აი ულვაშიო!
ალაგეზე არ იყო გადასული მასპინძელი, რომე ადგა აი მათხუარი და ქე არ გოუბახა ცოლი ამისთანა მოყვარეს?! მეორე დილას მუუყვანა ცხენი მასპინძელმა, მარა რაი? ქე დახთა ოჯახი ნამუსგადარეცხილი. ერთი პირობა ქე გეირო ხელი რიველვერზე, მარა გადიფიქრა და უთხრა: - შენი ჩაჩნური საქციელი მასწალებელმა გაარჩიოსო!
მივიდა მასწალებელთან აი დურაქი და მუუყვა ყოლიფერი. ამის გაგონება და გადირია მასწალებელი, გატენა ფილთა. ამ სასიკვდილემ გადიღერა კისერი – მესროლე და გამათავეო! - სასიკვდილე შენ კი არა, მე ვყოფილვარ, შენისთანა გველიზა რო მირწევია აკვანიო!
გამუუშალა ფეხი მასწალებელმა თოფს და ქე გეეხვია ფუტში…
გაფიცებ შვილს და ცოლსაო :) ან ეს ვეფხისტყაოსანი გააგრძელე, ან ეს "გამზრდელი" გალექსე გურულად იმ დაღლილ ვირს შეეშვი რააააა ... ძლივს შეგვეშვა თვითონ... ამონარიდი "გამზრდელიდან" - გურულად
ხოდა, აი ცხენიანი კაცი ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი – ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?! - რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, თავს ვერ გამოვყოფ დუნიაზეო. - მოი შენ აგერ მეისვენე, ხვალე დილას თუ მაი ცხენი არ ჩაგაბარო, გამპარცე აი ულვაშიო!
ალაგეზე არ იყო გადასული მასპინძელი, რომე ადგა აი მათხუარი და ქე არ გოუბახა ცოლი ამისთანა მოყვარეს?! მეორე დილას მუუყვანა ცხენი მასპინძელმა, მარა რაი? ქე დახთა ოჯახი ნამუსგადარეცხილი. ერთი პირობა ქე გეირო ხელი რიველვერზე, მარა გადიფიქრა და უთხრა: - შენი ჩაჩნური საქციელი მასწალებელმა გაარჩიოსო!
მივიდა მასწალებელთან აი დურაქი და მუუყვა ყოლიფერი. ამის გაგონება და გადირია მასწალებელი, გატენა ფილთა. ამ სასიკვდილემ გადიღერა კისერი – მესროლე და გამათავეო! - სასიკვდილე შენ კი არა, მე ვყოფილვარ, შენისთანა გველიზა რო მირწევია აკვანიო!
გამუუშალა ფეხი მასწალებელმა თოფს და ქე გეეხვია ფუტში…
გაფიცებ შვილს და ცოლსაო :) ან ეს ვეფხისტყაოსანი გააგრძელე, ან ეს "გამზრდელი" გალექსე გურულად იმ დაღლილ ვირს შეეშვი რააააა ... ძლივს შეგვეშვა თვითონ...
21.
ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 14 ივნისი, 2013 რაფერ გამაცინე :) :D :D მაგარი იყო. გაგრძელებას მოვითხოვ:) დამაკლდა კიდვე მინდოდაა წამეკითხა. იმფერი კარგი იყო :)
ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 14 ივნისი, 2013 რაფერ გამაცინე :) :D :D მაგარი იყო. გაგრძელებას მოვითხოვ:) დამაკლდა კიდვე მინდოდაა წამეკითხა. იმფერი კარგი იყო :)
20. ქალბატონო თამარ, კარგა ხანია რითმების შეკოწიწებას შევეშვი, მაგრამ მართლა სურვილი მაქვს ეს დავასრულო. პირველივე შთაგონებას დაველოდები და შევუდგები შოთას გაგურულებას:) ქალბატონო თამარ, კარგა ხანია რითმების შეკოწიწებას შევეშვი, მაგრამ მართლა სურვილი მაქვს ეს დავასრულო. პირველივე შთაგონებას დაველოდები და შევუდგები შოთას გაგურულებას:)
19. გიორგი, ეს გააგრძელე, რაა?! :))))))))))))))))) მაგარია, გურულო! გიორგი, ეს გააგრძელე, რაა?! :))))))))))))))))) მაგარია, გურულო!
18. როსტომამ უთხრა: ნამეტანს ნუ ატლიკინებ მაგ ენას, იცი, რომ აფერს არ გიზამ - იმიზა ბედავ მაგხელას. შეგეჯიბრები შე გლახა, მეისპო შენი გაჩენა, თავი გგონია რაცხა და თლა ტყულა მყავხარ სარჩენად!
:))))))))))))))))))))))))))))))))))
გაიხარე, პილიგრიმო გიორგი! 55555555555 როსტომამ უთხრა: ნამეტანს ნუ ატლიკინებ მაგ ენას, იცი, რომ აფერს არ გიზამ - იმიზა ბედავ მაგხელას. შეგეჯიბრები შე გლახა, მეისპო შენი გაჩენა, თავი გგონია რაცხა და თლა ტყულა მყავხარ სარჩენად!
:))))))))))))))))))))))))))))))))))
გაიხარე, პილიგრიმო გიორგი! 55555555555
17. აუუ,გააგრძელეთ რა..ძალიან სახალისოა და მომეწონა.. აუუ,გააგრძელეთ რა..ძალიან სახალისოა და მომეწონა..
16. გურული დეიჭერს ოქროს თევზს. თევზი ეუბნება: - ახლა არ დამიწყო 3 სურვილი და რაცხა, ერთი მითხარი და შეგისრულებ. - ა, ახლა ხო ვართ ჩოხატაურში?! აქედან ნიუ - იორკამდე ხიდი გადეი! - აპ, აპ, აპ შენ ისეთი რამე მთხუე, თავიდანვე იცი რო გამიჭირდება მაგის შესრულება, პაწა ადვილი რამე მთხუე. - კაი აპა, ყველა გურულს ტვინი მიეცი. თევზი დაფიქრდა, დიდხანს იფიქრა და ეუბნება გურულს: - ეეეეეეეეეეეე, ხიდი რამსიფართე გინდა? ეს ანეგდოტი გურულებზეა:D გურული დეიჭერს ოქროს თევზს. თევზი ეუბნება: - ახლა არ დამიწყო 3 სურვილი და რაცხა, ერთი მითხარი და შეგისრულებ. - ა, ახლა ხო ვართ ჩოხატაურში?! აქედან ნიუ - იორკამდე ხიდი გადეი! - აპ, აპ, აპ შენ ისეთი რამე მთხუე, თავიდანვე იცი რო გამიჭირდება მაგის შესრულება, პაწა ადვილი რამე მთხუე. - კაი აპა, ყველა გურულს ტვინი მიეცი. თევზი დაფიქრდა, დიდხანს იფიქრა და ეუბნება გურულს: - ეეეეეეეეეეეე, ხიდი რამსიფართე გინდა? ეს ანეგდოტი გურულებზეა:D
14. ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
მშვენიალურია! :)))))) ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
მშვენიალურია! :))))))
13. ვგიჟდები, ისე მიხარია, თქვენი ასეთი შეფასებები, რადგან არასდროს არცერთი ნაწარმოების გამოქვეყნებისას ისე არ შემშინებია, როგორც ამ ნაწარმოებისა... თუმცა კრიტიკისთვისაც მზად ვარ ვგიჟდები, ისე მიხარია, თქვენი ასეთი შეფასებები, რადგან არასდროს არცერთი ნაწარმოების გამოქვეყნებისას ისე არ შემშინებია, როგორც ამ ნაწარმოებისა... თუმცა კრიტიკისთვისაც მზად ვარ
12. ისე ლაღად და გემრიელად იკითხება, ვერც კი იფიქრებ, რა სერიოზული შრომა ჭირდება .
მე ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით, იმ მელიასავით :) ისე ლაღად და გემრიელად იკითხება, ვერც კი იფიქრებ, რა სერიოზული შრომა ჭირდება .
მე ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით, იმ მელიასავით :)
11. რაჭველი ვარ მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ, კარგია გაუმარჯოს ბაბუას...
ველოდები... რაჭველი ვარ მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ, კარგია გაუმარჯოს ბაბუას...
ველოდები...
10. კარგი იყო...:)) კარგი იყო...:))
9. სახალისოც არის და თბილი მოფერებაც ამ უსაყვარლესი დიალექტისადმი. აფორიზმები განსაკუთრებით საყვარელია. სახალისოც არის და თბილი მოფერებაც ამ უსაყვარლესი დიალექტისადმი. აფორიზმები განსაკუთრებით საყვარელია.
8. ჯემალა გამახსენდა:) ჯემალა გამახსენდა:)
7. ძალიან მოგვწონს, შვილები გურულები მყავს, იმედია გაგრძელებაც მალე იქნება, თქვენი მონა-მორჩილი! ძალიან მოგვწონს, შვილები გურულები მყავს, იმედია გაგრძელებაც მალე იქნება, თქვენი მონა-მორჩილი!
6. ძალიან მოგვწონს, შვილები გურულები მყავს, იმედია გაგრძელებაც მალე იქნება, თქვენი მონა-მორჩილი! ძალიან მოგვწონს, შვილები გურულები მყავს, იმედია გაგრძელებაც მალე იქნება, თქვენი მონა-მორჩილი!
5. მიყვარს რა წიწაკა:) მიყვარს რა წიწაკა:)
4. ამ ლექსის პირდაპირი თარგმნა სისულელე იქნება, რადგან ბევრად უკეთესად აქვს შოთას დაწერილი. სწორედ მესამე ლექსად ჩაიფიქრა თქვენმა მონა-მორჩილმაც.ასე რომ თქვენი კომენტარიდან ,, თუ შენი მიზანი, ლაღობა და მსუბიქად ხალხის გაღიმებაა, კი ბატონო მშვენიერია... სერიოზული არაფერი, წაიკითხავ, გაგეღიმება.. " ამ ნაწილს მივიღებ:) ამ ლექსის პირდაპირი თარგმნა სისულელე იქნება, რადგან ბევრად უკეთესად აქვს შოთას დაწერილი. სწორედ მესამე ლექსად ჩაიფიქრა თქვენმა მონა-მორჩილმაც.ასე რომ თქვენი კომენტარიდან ,, თუ შენი მიზანი, ლაღობა და მსუბიქად ხალხის გაღიმებაა, კი ბატონო მშვენიერია... სერიოზული არაფერი, წაიკითხავ, გაგეღიმება.. " ამ ნაწილს მივიღებ:)
3. ავტორის თხოვნით:
შოთასეულად რომ გითრა ეს მესამე ლექსია( პროლოგს ჩახედე ბოლოსკენ) :
"მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა, სათრეველად; ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად"
გამიგე ხომ? თუ შენი მიზანი, ლაღობა და მსუბიქად ხალხის გაღიმებაა, კი ბატონო მშვენიერია... სერიოზული არაფერი, წაიკითხავ, გაგეღიმება.. ანდ ამე რას გითარგმნი, ნახე ეგ სტროფი და თავად გაშიფრე... პირადად კიდე პმ-ში მოგწერ. ავტორის თხოვნით:
შოთასეულად რომ გითრა ეს მესამე ლექსია( პროლოგს ჩახედე ბოლოსკენ) :
"მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა, სათრეველად; ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად"
გამიგე ხომ? თუ შენი მიზანი, ლაღობა და მსუბიქად ხალხის გაღიმებაა, კი ბატონო მშვენიერია... სერიოზული არაფერი, წაიკითხავ, გაგეღიმება.. ანდ ამე რას გითარგმნი, ნახე ეგ სტროფი და თავად გაშიფრე... პირადად კიდე პმ-ში მოგწერ.
2. არ გაჩერდე.....გააგრძელე.კაი სახალისოა არ გაჩერდე.....გააგრძელე.კაი სახალისოა
1. ძალიან ძალიან მომეწონა1 იუმორისტული შედევრია! ძალიან ძალიან მომეწონა1 იუმორისტული შედევრია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|