ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა გრიგოლია
ჟანრი: პროზა
24 ივნისი, 2013


13 (ასი სიტყვა)

მეექვსე 13 აგვისტო დავაღამე თამაშში. დილით ზღვისფერი ცა ტყვიისფერმა დაფარა. მამას იარაღზე წავლებული ხელი და დედის შეშინებული თვალები მახსოვს მხოლოდ... არაფერი აგვიღია. მამამ საზღვრამდე მიგვიყვანა, შუბლზე მაკოცა და გაქრა. თან კი ჩემი ტკბილ-მწარე ბავშვობა გაიყოლა...

მერე სვანეთის მთები... თოვლი... საქონლის ფეხჩანადგამი წყალი, ყინულს რომ ვტეხავდით დასალევად... ჩვილის გაყინულ სხეულს გადაფარებული დედა...

13 თვე და 13 დღე ყოველ ღამით დედის სლუკუნი და ცრემლის ყლაპვის ხმა მაღვიძებდა. იმ ღამით კი სხვანირი ტირილი მომესმა. თვალი საბნისქვეშიდან გავაპარე. დაჩოქილი დედა ვიღაც წვეროსანს ეხვეოდა... ტკივილნარევი ბრაზი მღრღნიდა... სხვა კაცი...  დედის დანახვა აღარ მინდოდა... რამდენიმე წუთში კი საკუთარი თავის მრცხვენოდა _ მამა ვერ ვიცანი...

დღეს 2013 წელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები