 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 23 ივნისი, 2013 |
"ძილი-სიკვდილის რეპეტიცია". გიზო ნიშნიანიძე.
თავს ნუ მოიკლავ უჩემოდ, მარტო, ნუ გამექცევი ჩემი სიზმრიდან, ფიცით შევახოთ თითებს თითები, რომ სიკვდილამდე ერთად ვიქნებით. ვისუნთქოთ ერთად ღრმა სიბერემდე, სინქრონში სუნთქვაც ვფიქრობ ფიცია, უკვე რამდენჯერ გამოვიარეთ ძილი, სიკვდილის რეპეტიცია. სიკვდილს ღიმილით შევეგებები, თუ დაშაქრდება მაისის თაფლად, მერე გავყვები ანგელოზს ფრთათეთრს, ჰო, ძლიერ მინდა, რომ იყოს ასე. შენ შემომცინებ, შემომანათებ, გრძელი ცხოვრებით დაღარულ სახეს, მაგრამ მანამდე, ერთად შევეხოთ სიზმრებს, სიკვდილის პატარა მახეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ნიშნიანიძის ეს ფრაზა პირველად წვიკითხე - საინტერესოა ))) ლექსიც.... ნიშნიანიძის ეს ფრაზა პირველად წვიკითხე - საინტერესოა ))) ლექსიც....
10. საინტერესო ავტორი ხარ... საინტერესო ავტორი ხარ...
9. ბენ-ჰური მადლობა. "ძილი, სიკვდილის რეპეტიცია."- ეს ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნოდა მეგონა, რადგან მისგან მაქვს მოსმენილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბენ-ჰური მადლობა. "ძილი, სიკვდილის რეპეტიცია."- ეს ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნოდა მეგონა, რადგან მისგან მაქვს მოსმენილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
8. "სინქრონში სუნთქვაც ვფიქრობ ფიცია" - ძალიან კარგი მიგნებაა!
"ძილი, სიკვდილის რეპეტიცია." - ეს გიზო ნიშნიანიძისაა და კარგს იზამ, თუ მიუთითებ, თორემ პლაგიატორობაში ჩამოგერთმევა...
წარმატებები! "სინქრონში სუნთქვაც ვფიქრობ ფიცია" - ძალიან კარგი მიგნებაა!
"ძილი, სიკვდილის რეპეტიცია." - ეს გიზო ნიშნიანიძისაა და კარგს იზამ, თუ მიუთითებ, თორემ პლაგიატორობაში ჩამოგერთმევა...
წარმატებები!
7. ლელე, მოგიცლია ჩემთვის, მადლობა, ჩემთვის არსებობენ ანგელოზები.
ლელე, მოგიცლია ჩემთვის, მადლობა, ჩემთვის არსებობენ ანგელოზები.
6. უი დამავიწყდა მეთქვა, ანგელოზები არ არსებობენ :-) უი დამავიწყდა მეთქვა, ანგელოზები არ არსებობენ :-)
5. აჰა ერთადერთი ფრაზა რაც მომეწონა " ძილი სიკვდილის რეპეტიცია". აჰა ერთადერთი ფრაზა რაც მომეწონა " ძილი სიკვდილის რეპეტიცია".
4. "ძილი, სიკვდილის რეპეტიცია." < მომეწონა ეს)** თავს ნუ მოიკლავ, ნუ!
"ძილი, სიკვდილის რეპეტიცია." < მომეწონა ეს)** თავს ნუ მოიკლავ, ნუ!
3. "ვისუნთქოთ ერთად ღრმა სიბერემდე, სინქრონში სუნთქვაც ვფიქრობ ფიცია, უკვე რამდენჯერ გამოვიარეთ ძილი, სიკვდილის რეპეტიცია."
ვინმემ რომ მკითხოს, რა მოგწონს ამ ავტორის ლექსებშიო, ვერაფრით ავუხსნი.
ასე, აუხსნელად მომწონს და ჰე.. :) "ვისუნთქოთ ერთად ღრმა სიბერემდე, სინქრონში სუნთქვაც ვფიქრობ ფიცია, უკვე რამდენჯერ გამოვიარეთ ძილი, სიკვდილის რეპეტიცია."
ვინმემ რომ მკითხოს, რა მოგწონს ამ ავტორის ლექსებშიო, ვერაფრით ავუხსნი.
ასე, აუხსნელად მომწონს და ჰე.. :)
1. თუ თვითმკვლელობა გაგივლის თავში, მე შენს ფანჯრებთან ვიქნები მაშინ. მე და შენ ერთად პარაშუტს გავშლით. თუ თვითმკვლელობა გაგივლის თავში, მე შენს ფანჯრებთან ვიქნები მაშინ. მე და შენ ერთად პარაშუტს გავშლით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|