ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაიმბრე
ჟანრი: იუმორისტული
4 ივლისი, 2013


სანობელო ლექსი (ამბიციური გამომეტყველებით)

დამეკარგა ვერ ლიბრი,
მუზებით და აზრებით.
თქვენო პოეტურობავ,
ხომ არ გამიბრაზდებით?

დამეკარგა ნამუსი,
დამეკარგა სული და
როგორც ,,სანტა კლაუსი" –
ვზივარ განაბული და

ველოდები მეგობრებს,
სიკეთით და სასმელით.
ჭორიკანა მეზობლებს,
სამსახურს – შეთავსებით.

ველოდები განაჩენს,
კრიტიკოსთა ანსამბლის.
დისონანსის დარაჯებს,
წერას რომ შემასწავლის.

მეთიშება გონება,
ამქვეყნიურ ყოფაში.
მინდა ჩემი ქონება,
ჩავდო მშენებლობაში.

თან დავწერო პოემა,
ჩემი წუთისოფელის.
სიბერეში მაინც რომ,
მომცენ პრიზი ნობელის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები