ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2013


* * *

*
უკვე რა  ხანია,
გზა მიწაზე გაწოლილა
და მე, ისევ სიარულს ვსწავლობ.

*
განათებული ქუჩის კუთხეში,
ვსხედვართ ჩვენ ორნი
და ახლა ვხვდები,
ამდენი ლამპიონი,
რატომ ასრულებს
სიცოცხლეს ღამით.

*
უსახელო და მიტოვებულ სოფელში,
მხოლოდ სამარის ქვიდან,
მიმზერს თვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები