ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატიანა
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2013


ლარნაკი

  ოთახში მხოლოდ კედლებია და ერთი ლარნაკი,ნახევრად წყლით სავსე... ფერზე ეტყობა რომ მასში ოდესღაც ყვავილები ელაგა,ალბათ ძლიერ შემომჭკნარი... იქნებ ვინმეს არ მოუვიდა თვალში და სანაგვე ყუთში ჩასაყრელად გაიმეტა...
  ოთახის კუთხეში დგას ლარნაკი.ნახევრად სავსე, ან ნახევრად ცარიელი...თავისი ფუნქცია დაუკარგავს.არადა ძლიერ დაამშვენებდა ქრიზანთემები...იგი უკანასკნელი ნიშანწყალია სიცოცხლის.ოთხ კედელს შორის მოქცეული უკანასკნელი ფეთქვა...
  ოთახის კუთხეში დგას ლარნაკი...ნახევრად სავსე... ვიღაცას ელოდება უთუოდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები