ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2013


ნაბიჯი, გაბიჯებ

მე და შენ ვიცეკვებთ ოდესმე ქუჩაში ,
ბანალურ წვიმის ქვეშ, ნოტების თანახმად
და თითო ნაბიჯში , წკაპუნი ფეხებქვეშ ,
შექმნიან სონეტის პატარა ლამაზ ჰანგს.

ხელს თუკი სინაზით დამისვამ დალალალზე,
ხო , იგი გახდება ურჩი და უგულო.
არ მოგცემს უფლებას დამალო თვალები ,
ოჰ, რარიგ სწადია კვლავაც , რომ უყურო..

მე იქნებ ქუჩაში მერევა ფეხები ,
ნაბიჯი , გაბიჯებ ფეხბზე ვჩერდები.
მე იქნებ მერევა. თუ ხო და არ ვიმჩნევ,
კვლავ ვცეკვავ ტანგოსაც წარსულის ბგერებით.

და მერე მიწყდება შხაპუნი დალალზე,
აღარ აქვს ჩემს კაბას წვიმისგან შხეფები,
ჩვენ ახლა ჩვეულად ღამეში ვაბიჯებთ.
ნაბიჯი, გაბიჯებ უცებ და ვჩერდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები