ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილი-გრიმი
ჟანრი: იუმორისტული
12 ივლისი, 2013


ყურადღება(არ)მისაქცევი პოეზია


              ***
ვერ ვიტან პომპეუსს, ვეტრფი სერტორიუსს,
(ვზივარ, მივირთმევ ჭიქა არაყიუსს)
ნეტავ ვინ შეჰკადრა ,,კლეი” დიდ კასიუსს -
კაცი ჩამოჰგავდა ნაგაზს კავკასიურს?!

                ***
ქალი მომწონდა, ვაუ, რა ქალი,
მაგრამ რომ ვნახე მისი დაქალიიი...

                ***
შედი ქალო ბუტკაში,
სანამ დაგაბურდღაშეს!

                ***
i,m sorry  ვერიკო,
შენთან კარგი ვერ იყო...
i,m sorry  სალო,
უნდა გაგეცალო...
excuseme ნატო,
იქნებ დამამატო? - (ფეისზე)
bye-bye  ნანა,
ჩაგანაცვლა ანამ...
ქეთი მაგრად მომწონს...
და ნათია? - of course!
come here თაკო,
უნდა დაგეტაკო...
მაპატიეთ, ყველამ
(თუ გამომრჩით ვინმე) -
მე ყველას გეყოფით,
if you want, women!

                  ***
ა, ცა, მოი, აი ხბოი
გადავამბათ სამე,
ჩრდილში დავწვეთ ეგერ, ეე,
და მერე დამაცა მე!..

          ***
პერიოდული პრესით
ქე ევიკიდე სტრესი...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
………………………………………………………………………………………………………………


                  მამის შეგონება

- შვილო, კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე - კარგად მოვლილი, ნახმარი იაგუარი გირჩევნია, თუ სულ ახალთახალი ჟიგული?
- იაგუარი, მამი!
- ჰოდა, დაიმახსოვრე - სწორედ მაგ პრინციპით უნდა შეაფასო ქალიც!     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები