ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2013


ოჯახური გრადაცია

ოჯახური გრადაცია

ნათათო
ხუთი წლისა:
  -ჩემი დედიკო სუსუყველაზე კეთილი და ლამაზია, ვიღაცეებივით ბრაზიანი სულაც არ არის, მაგრამ მაინც მიშლის ხოლმეხოლმე რაღაცეებს. იმიტომ, რომ დიდია. ხვალე რო გავიზრდები, მეც იმასავით ლამაზი ვიქნები და ბევრი კაბა მექნება. ოღონდ ჩემს შვილს არაფერს დავუშლი. დედიკოს ბევრი დაქალი ჰყავს, მე ყველაზე უფროუფრო ანუკი დეიდა მიყვარს,  იმიტომ, რომ ყოველთვის ბევრ საჩუქრებს მჩუქნის. სხვა დაქალებიც ჰყავს დედიკოს, ზოგებს ტელეფონზე ელაპარაკება. მე მომწონს ეს ლაპარაკი, იმიტომ, რომ ამ დროს ჩემთვის ვთამაშობ და არავინ მიშლის. დედას კი ხან ყავა გადმოუვა, ხან რაღაც დაეწვება. მამიკო ბრაზიანია, დედას უყვირის ხოლმე-ხოლმე. რაზე, არ ვიცი. მე რო დამინახავენ, ჩუმდებიან. ჩემი მამიკო ყველაზე მაგარია. ფირმაში მუშაობს. როცა ის მთვრალი მოდის,, სასაცილოა. ბევრი ძმაკაცები ყავს და ისენიც მთვრალები არიან. ხოლმეხოლმე, როცა ღამეა, დედიკოს ეშინია მარტო და მამიკოს საწოლში გადადის. ჩუმად ლაპარაკობენ. მამიკო იღლება და მაგრა სუნთქავს, დედიკოც იღლება და კვნესის. მე მეძინება. ისა,
ბაღში არ მიყვარს, საჭმელებს მაძალებენ. მეზიზღება ხახვები. ერთხელ მამიკომ ბაღიდან გამომიყვანა. გარეთ ანუკი დეიდა შეგვხვდა. მამიკომ უთხრა, აქ რა გინდოდაო. ანუკი დეიდამ, ისე გამოვიარეო. კაფეში შევედით, ნაყინი ავიღეთ. იმათ კოკტეილიც დაისხეს. მამიკო ჭიქას რო ავსებდა, ხელი უკანკალებდა. ანუკი დეიდას რაღაცას ეჩურჩულებოდა. უცებ ანუკი დეიდამ სახეზე ცხვირსახოცი აიფარა და ცრემლებს იწმინდავდა.. მე აღარ მომინდა მაგათი ნაყინი.
ადრე ბაღში ნაირა ბებოს დავყავდი. ეხლა ის საბერძნეთშია, იქ მუშაობს და ჩამოსვლა არ შეუძლია. იმიტომ, რომ არ უშვებენ თავისი პატრონები. იქიდან მიგზავნის საჩუქრებს. მაგრა, მაგრა მენატრება. თამაზი-ბაბუ ყველაზე კეთილია, ყველაფერს მისრულებს. იმიტომ, რომ ყველაზე უფრო ვუყვარვარ. მამა ეუბნება, ბავშვს ნუ აფუჭებო, არ მესმის, როგორ უნდა  გავფუჭდე. კიდევ ბაბუ ამბობს, შაქარი მაწუხებსო. როგორ უნდა შეაწუხოს შაქარმა? რა სასაცილოები არიან დიდები. ბაბუ მომიყვა, ერთხელ, შუაღამეს როგორ მომიყვანეს წეროებმა სუ პატარა კალათით და აივანზე დამსვეს.. პირველად იმან დამინახა თურმეთურმე, მაშინვე დამავლო ხელი და სახლში შემიყვანა. თეკუნაც მე დაგარქვიო. მე მომწონს ეს ამბავი, მაგრამ არ მჯერა. ალბათ, ბაბუმ არ იცის, რომ ბავშვები დედებს ჰყავთ მუცელში და იქიდან გამოაჩენენ ხოლმე. ჩემი ბაბუ ბრაზიანი არ არის, მაგრამ ხვალ მამიკოს ეჩხუბა, მაგ ბოზის აკიდება ხეირს არ მოგაყრისო. მე არ ვიცი, რა არის „ბოზის”. მამიკო  უთხრამდა, თავი დამანებე, მე ვიცი ჩემი საქმეო. ბაბუს შაქარმა აუწია. როცა დიდი გავხდები, ექიმი გამოვალ და მოვარჩენ. მაგრამ არასოდეს გავთხოვდები.
  ეხლა მამიკო სულ მუშაობს, სახლში აღარ მოდის. თავისი უფროსები სულ მივლებაში აგზავნიან. დედიკო ხშირად იკეტება და ჩუმად ტირის. გონია, მე ვერ ვხედავ. ჯობია, ასე ეგონოს. ბაღში სიარული აღარ მეჯავრება, იმიტომ, რომ მამიკო იქ მოდის და ჩუმად მნახულობს. ეს სახში არავინ იცის.

ნათკა
  თხუთმეტი წლისა:
  მამაჩემზე რო მეკითხებიან, მაგრა მიტყდება.ამ არამკითხე მამიდებს კიდე რა დალევს.მაგრა მკიდია ყველა. დედაჩემმა ვერაფრით მოინელა ის ამბავი. ისე როგორია, უახლოესი დაქალი ქმარს რომ აგახევს ცხვირწინ. ამ ბოლო დროს სულ მოეშვა- ფორმა დაკარგა. გარეგნობა რა შუაშია, მაგაზე უშნოებიც არიან, კაცებში რო უმართლებთ. მარა, კაცი მაგისთვის აღარ არსებობს. ჩემზე აფანატებს, ვერ ხვდება, რომ მაგით უფრო მსღუდავს. მოკლედ, მაგასაც არ აკლია თავისი წილი წიკები. ამ თამაზამაც ხო წაიღო ტვინი თავისი წუწუნით. მე მგონი, ეგენი მაგაზე კაეფობენ. ან მაგითი გვსჯიან ჩვენი ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის გამო. მერე რო ჩართავს თავის ლათაიებს. ნეტა, ამ ხალხს მართლა ჰგონია, რომ ვინმე უსმენს სხვის დარიგებას? თუ იმიტომ არ ეზარებათ, რომ ჭკუის დარიგება ყველაზე იოლი პონტია. თანაც, სხვას რომ ეჩალიჩები, შენი თავიც უფრო ჭკვიანად გეჩვენება. „ოჯახის სიწმინდე” და რამე. ეტყობა ეშინია, არ გავბოზდე. არ გავკარი, მაგ აფკს თუ რაღაცაა. რა სიგიჟეა, რაღაც რუდიმენტზე დაამყარო შენი ცხოვრება. კაროჩე, როგორია ერთად ამდენი ნევრასტენიკის ატანა? მეც ხომ მინდა მქონდეს ჩემი ცხოვრება! როდისღა უნდა ვნახო ყველაფერი? მარტო დაქალების მონაყოლით თუ ვიცი რამე. რამდენი მომენტი დავკარგე ჩემი გოიმური კომპლექსების გამო.
იმიტომაც მიყურებენ ბიჭები რაღაცნაირად. ბანდერას უბანში პატივს სცემენ. კაი ტიპია, მაგასაც მაგრა მოსწონს თავისი თავი. დარწმუნებული ვარ, ჰგონია, დიდად მაბედნიერებს თავისი ძველბიჭური მესიჯებით.კესოს დაბადებისდღეზე ვეცეკვე ერთხელ და გადაწყვიტა, რომ მაგის დაკერილ თაყვანისმცემლების სიაში მორიგ ნომრად ჩავეწერე. რა ბრიყვულად თავდაჯერებულები არიან ბიჭები, ერთხელ მივეხუტე გულზე ძუძუებით და უკვე გამარჯვებას ზეიმობს. ამასწინათ მეუბნება: ავიდეთ ალიკასთან, სასმელი ავიტანოთ, იცი რა ბაითი აქვსო. ვიცი მაგის ბაითი. მაგას ვაჟიმინებ თავს, მეტი საქმე არა მაქვს. არ მევასება ეგეთი დაბოლილი ტიპები. არ მინდა და მორჩა.
  გუკა სულ სხვაა. არასოდეს იძლევა წინადადებებს. სერიოზული ბიჭია, ბევრი წიგნი აქვს წაკითხული.ლიტერატურულ კაფეში მპატიჟებს ხოლმე. იქ მაგარი პონტები ეძრობა. ლიტერატურის რა გითხრათ, მაგრამ ვცეკვავთ.ვეწევით. მერე ვზასაობთ. ეგ კია, მისი გაგება ცოტა მიჭირს. ერთხელ მეუბნება: „თეკლე, შენთან ყოველთვის ვიბნევი, რაღაც ძალიან გაზრდილი ხარ, სულ მეშინია,არაფერი შემეშალოსო”. არ მესმის, ეს რას ნიშნავს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ბავშვია და ძალიან უნდა უფროსებს დაემგვანოს. მაინც მგონია, მე მას ვჭირდები საკუთარი თავის დასადგენად.ძალიან საყვარელია. ამასწინათ, ბაღში, სკამზე ვსხედვართ. ვგრძნობ, ნერვიულობს, რაღაცის თქმას აპირებს. ვიფიქრე, სიყვარულის ახსნა თუ დაიწყო-თქო. ის კი მეუბნება," შეიძლება მალე რაღაც შეიცვალოს, მინდა გავერკვე, რას წარმოვადგენ და რა შემიძლია. მაგრამ იცოდე რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის ელოდე ჩემგან მესოჯსო". და დაიკარგა. მერე მაგის ძმაკაცებისგან გავიგე, გერმანიაში გაუგზავნიათ სასწავლებლად მშობლებს.მოულოდნელადო. ესეთი რამეები მოულოდნელად არ ხდება.რას მაგიჟებდა, ვერ გავიგე. ფაიზაღი, ბანდერამ შეუთვალა რაღაც და ეგეც დამანდრაჟდა, გაეცალა ბიჭი. გავკარი მაგის ფარჩაკ  სიფათს. თუ ტრაკი არ ქონდა, რას მატყუებდა, მატყუებდა რა, ის დავიჯერე რაც მინდოდა. როცა ქვიშაზე კოშკებს აგებ ეგეთ კანცოვკასაც უნდა ელოდე. როგორი პონტია იცი, მატარებელი რო უკვე გავიდა, შენ კი ბილეთს ხელს არ უშვებ.  რო კითხო, სულ ჩემზე ფიქრობენ, სინამდვილეში ჩემთვის არავის სცალია.მამაჩემს მარტო ჩემს  დაბადებისდღეზე ვახსენდები, ისიც თავისმა ანუკიმ თუ არ გაუხურა. ნაირა ვერაფერს გზავნის, თავისი გასჭირვებია, ჟიმჟიმი აქვს, დეპორტირება არ მოუწყონ. იქნებ პენსიის დანიშვნა მოვასწროო. თამაზას კიდე თავისი შაქარის მეტი სალაპარაკო არაფერი აქვს. ბოლობოლო ავყვები ბანდერას ბაითში ყველას ჯიბრზე, ა, ეგრე. იმას მაინც დავამტკიცებ, რომ ყველა მაგრა მკიდია!

ნათია
  ოცდაათი წლისა:
  ვინც მარტოხელა ქალისცხოვრების აზრზე არ არის, იმან არც მოპარული სიყვარულის გემოს სიმწარე იცის. სექსიც რომ რეგლამენტირებული გაქვს. რო დაგირეკავს და მაინცდამაინც მაშინ უნდა დახვდე შხაპმიღებული და მოწესრიგებული. ოღონდ არამცდაარამც სუნამონაპკურები, ცოლმა რომ არ იყნოსოს რაიმე. ერთი შეღავათი კი გაქვს- შენი ეჭვის ობიექტი სრულიად გარკვეული, ლეგიტიმური პირია, თუმცა შენს რაყიფს დამატებით მესაკუთრის უფლებები აქვს. ისიც იმიტომ, რომ მოახერხა და კონკურენციის ობიექტი ქორწინების რეგისტრაციის სახლამდე შენზე ადრე მიიყვანა, შენ კი ერთი შანსი დაგიტოვა- საწოლამდე მიიტყუო. სერვისის ხარისხი აქ ბევრს არაფერს ნიშნავს, რაც არ უნდა მოინდომო.  ამასთან,ყოველთვის მობილიზებული უნდა იყოLL: რა იცი, როდის დაგირეკავენ უცნობი ნომრიდან „ჩათლახის” საძახებლად, ან სულაც როდის მოგივარდებიან დასაწეწად. მამაკაცი ორივეს ერთგულებას ეფიცება. ცოლის ყოლა აუცილებელია, საყვარლისა- პრესტიჟული.  რა საცოდავები არიან ეს კაცები. როგორ ცდილობენ შიში დამალონ და მფარველის იმიჯი მოირგონ. ვინ დააბრალა მაგათ სიძლიერე? ყოველი მორიგი დარეკვისას მინდა მივახალო, აბა დაახვიე ეხლა შენს ღაბაბიან თათუკასთან-მეთქი.მაგრამ სულ სამომავლოდ გადავდებ ხოლმე. ჩვენი ურთიერთობა ოჯახური ურთიერთობის ბორკილზე ნაკლები როდია. ელენე რომ არა, ალბათ უფრო გამიადვილდებოდა. მაგრამ ბავშვის გარეშე, ვერც მის შენარჩუნებას შევძლებდი. რატომ არ ყოფნის ქალის ბედნიერებას მარტო შვილი?... ზოგიერთები ახერხებენ თავის მოტყუებას- ბავშვით გადაფარონ ყველა სხვა პრობლემა. მერე ეს ბავშვიც ან გაგიმართლებს და ან- - არა. და დეპრესიაც გარანტირებული გაქვს. ამიტომაა სარისკო ერთს აჰკიდო ყველას ტვირთი, როგორც დედაჩემს დაემართა. სიბერეში როგორ ემგვანება ბაბუაჩემს. წუწუნსა და რჩევა-დარიგებებს უმატა. რა ქნას, მან ხომ ნებაყოფლობით გააკეთა არჩევანი თავისსა და ჩემს ცხოვრებას შორის ჩემს სასარგებლოდ. კაცი სხვაა, ქალისგან განსხვავებით, ის ოჯახს თავისუფლების ბორკილად განიხილავს. მამაჩემს უბრალოდ ვერ გამოუვიდა გადათამაშება- თავისდაღწევა უნდოდა და უარეს ხაფანგში ამოჰყო თავი. რა მართალი ყოფილა ცხონებული ბაბუაჩემი, რომ ამბობდა: „ოჯახური უღელი იმიტომ დააწესა ღმერთმა, რომ მარტო შეუძლებელია ადამიანური ყოფის სიმძიმის თრევაო”.
  პ.ს.
ამ დილით უცხო ზარი დაფიქსირდა ჩემს მობილურზე გერმანიიდან. ვინ უნდა ყოფილიყო? იქნებ გუკა! რა მნიშვნელობა აქვს. არ მაინტერესებს.არ მიპასუხია, რა აზრი აქვს- მატარებელმა ხომ
კარგახანია ჩაიარა!


          2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები