ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2013


გალი

გ ა ლ ი
სული დამრჩა ენგურს მიღმა, სხეულს მარტო მოვათრევ,
ყველა გრძნობა გაიყიდა და ზურგის ქარს , მონაბერს
შავი ზღვის, რომ დაჰკრავს სუნი ცრემლების ტბას ვახვედრებ.
გ ა ლ ი, გ ა ლ ი მენატრება გალობით რომ ვაღმერთებ,
ვაღმერთებდი, ვუგალობდი, ტკივილამდე მიყვარდა
ახლა ყველა დაფანტულა, გულთან ახლოს ვინც მყავდა.
ის შარვალიც დამიმოკლდა, თუ გავზრდილვარ ვერ ვხვდები.
შენს ფოტოებს, გალის ხედებს, წმინდანივით ვემთხვევი.
ჩემი სკოლა დანგრეულა და პარტახად ქცეულა,
დღემდე ვეძებ ჩემს კლასელებს, ვინ საით გაქცეულა??
სიზმარში სულ გალში ვარ და ხმა ჩამესმის გალურად,
როგორ მინდა ჩაგიხუტო გულში ძლიერ, მალულად...
სტუმრად მაინც რომ შემეძლოს ჩემს ეზოში ჩავიდე.
ფართო ჭიშკრის ზღურბლის მიღმა, კიეებზე ავიდე...
ჩემი ეზო გაჟღენთლია გაზაფხულის სურნელით.
მეუბნება პალმა ჩუმად: -- ,,ჩვენ შენ გელით, სულ გელით“...
უხერხემლოდ დარჩენილი კულტურის სახლს ჩავუვლი,
ვკითხავ: -- ჩემი ერის წარსულს დიდებულად არ უვლი???
ვკითხავ, მაგრამ პასუხი ხომ თავად ვიცი რაცაა,
ვერ შეიგრძნობს სხვა ამ ტკივილს, ეს რა მწარე განცდაა.
სკოლაში კი რუსულად და აფხაზურად სწავლობენ
ქართულ წიგნს ვერ მივაგენი, სულო, როგორ გწამლობენ??
გაცრეცილი ფოტოდან რომ ლაღი ბიჭი იღიმის,
მე ვარ... აწი უკვე ვეღარ გავაცოცხლებ იმ ღიმილს.
სტადიონზე, ბავშვობაში მუხლი სადაც ვიტკინე
მაშინ მუხლის, ახლა გულის ტკივილისგან ვიტირე,,,...

ჩემს მიწაზე, ჩემს ეზოში, სადაც დამრჩა ბავშვობა
ჩემს ადგილს ვერ მივაგენი, ვაი, როგორ დამშორდა...
ავღრიალდი, ჩავეკონე დაფნის ბუჩქებს მკლავებში.
მერე წყრომით, გულმოკლულმა, მზეს ჩავხედე თვალებში,
--შენ რა გიჭირს მზეო, რადგან სულ ყოველ დღე უცქერი
ჩემი ყრმობის ნაბილიკარს... მეწვის მთლად გულ- მუცელი.
რომ დაგტოვო სად წავიდე, ვის ვუტოვებ მე ჩემს გალს?
მხრებმტკივანი, გულმოკლული, ცრემლმდინარი ვახელ თვალს...
მოვიპარე ერთი მუჭა მიწა, ჩემი ეზოდან
ეს უსულო სხეული კი გულისცემით კ ვნესოდა.
ნიჟარით და მუჭა მიწით, ისევ უკან ვბრუნდები.
სად მივდივარ, სად მელიან... --ცაო, რატომ ხუნდები???
ამ თბილ მიწას ავგაროზად, გულზე დღემდე ვატარებ,
ყოველ წუთში ვეფერები, ცივ ნიავს არ ვაკარებ....
ჭუბურხინჯი, ღვაშიგვერდი, სამარქვალო და სიდა
ოკვინორე, ჟირღალიშქა, განახლება, გაგიდა,
აჩიგვარა, პატრახუწა... უთქვენობაარ მინდა....
აქ დავტოვე რაც გამაჩნდა სუფთა, წრფელი და წმინდა...
შაშიკვარა, ოხურე, ნახინგუ, ანარია
ბედის ჩარხის ტრიალი ვინ ეშმაკმა არია?
რიონი და ცხენისწყალი, კელასური, ენგური
ყველა ყურში ჩამჩურჩულებს , ხომ იქნები ერთგული?
არ დატოვო შენი მიწა-წყალი ღვთისგან ნაკურთხი,
წინაპართა ძვლებს მოაკლდათ ამ მიწაზე საკურთხი.
ჰოდა მოდის აღდგომა და საფლავებზე ელიან
წითელ კვერცხის გამგორებლებს, ალილოს რომ მღერიან...
ახლა უფრო გულმოკლული წამოვედი გალიდან
მის გარეშე არც სტატუსი, არც დიდება არ მინდა.
დავბრუნდები , ენგურის ხიდს გალელივითგავივლი
დავიტოვებ წარსულს უკან, რაც უკვეა ჩავლილი.
აგიყვავებ ჩემო გალო, ტკივილიან ნიადაგს
მე გავიყვან აფხაზეთში სიყვარულის ლიანდაგს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს