განა მეგობარს იმაზე მეტი რა შეგიძლია გაუკეთო, უბრალოდ დაუდგე გვერდით. უთხრა სიტყვები: მაგალითად „კარგია“ ან მაგალითად „ცუდია“ ადამიანისთვის სითბოს იმხელა ძალა აქვს, მთა შეიძლება გადადგას. და მეგობარო, არ დაივიწყო, ნუ განიკითხავ ადამიანი იყავ... თუნდაც ერთი გადაბრუნებული სიტყვისთვის არ შეიძულო კაცობრიობა. მსოფლიო არ გაჩენილა გუშინ ან უწინ. ის ყოველდღიურად იბადება; ჩვენში ცოცხლობს და განიცდის. განა მეგობარს იმაზე მეტი რა შეგიძლია გაუკეთო, უბრალოდ დაუდგე გვერდით და გიყვარდეს... თუნდაც უსიტყვოდ.