 | ავტორი: ლაცაბიძე ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2013 |
. შუახნის კაცი იქნებოდა ფრანგისხევიდან . თითქმის კაცი და თითქმის შუახნის და აუცილებლად ფრანგისხევიდან. ის ჯდა სკამზე და გაჰყურებდა გზას, გზას- უსაშველოდ გაგრძელებულს უპუროდ დაღამებული დღესავით. მატარებელი კი მიდიოდა, როგორც ზოგადად მატარებლები მიდიან-ხოლმე. 2. როცა ლიანდაგებზე მოდიოდა ქარი სან-ლუისის შორეული სანაპიროდან და გულმოდგინე ობობები ქსელს ქსოვდნენ ჭერზე, მე ვიდექი რკინიგზის შელანძღულ სადგურთან და ვუყურებდი თხელ ჩითის სარაფანში გამოწყობილ პატარა გოგონას მხრებს, - არა სიცივით, მოლოდინის განცდით რომ თრთოდა. 3. მატარებელში დაჰქონდათ: წმინდა პატრიკის,ფრანცისკო ხავიერის,ვინმე იგნატი ლოიოლას გამოსახულებით აჭრელებული ბროშურები, ხატები - ჭირში გამარჯვებისა, ლხინში შეწევნისა და მოულოდნელი სიხარულისა. მე კარგად მახსოვს შუახნის ქალბატონი, რომელმაც შეიძინა ყველაზე ძვირი ხატებიდან - „ხატი მოულოდნელი სიხარულისა“ და როგორ ხარბად გადაავლო თვალი ვაგონის ბოლოში მყოფ რამოდენიმე ჯარისკაცს. 4. ჩემი მხრებიდან მოშორებით იქ, სადაც სუსტად აღწევდა მეთევზეების სიმღერა, იდგა ყმაწვილი შორეული პროვინციიდან. გაოცდებოდით, რომ გენახათ, თუ როგორ უხდებოდა მისი ცრემლები ცხელი დღის დასასრულს. 5. მეთევზეები კი მღეროდნენ ასე: აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას სახლი . აი ეს არის ყვავილების და გლოვის ქუჩა. სახლი, რომელშიც გლიცინიებს ადვილად დათვლი. ქუჩა, რომელსაც გახედავ და ბოლო არ უჩანს. აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას კაბა. აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას თმები. რომ ვერ უძებნი ვერავითარ სიტყვებს და საბაბს თვალებს,რომელშიც იძირები და ფსკერზე რჩები. 6. სახელდახელოდ გამოფენილ ნუშის დახლებთან ,ფხიზლად თვლემდნენ ჰაუსტონის ქუჩის ჯიბგირები. ადვილად შეამჩნევდით რამოდენიმე პოლიციელს და მკითხავ ქალებსაც. ყველაფერი ისე იყო ,როგორც ყოველთვის, მატარებელმაც ამდენადვე დაიგვიანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. 1 აგვისტო, 2013 1 აგვისტო, 2013
11. უფ ძალიან მომეწონა., გაიხარე ავტორო. უფ ძალიან მომეწონა., გაიხარე ავტორო.
10. სიძველის სურნელი რომ დაჰკრავს. თუ უკვე ნანახის, თუ რაღაც ეგეთის. სიძველის სურნელი რომ დაჰკრავს. თუ უკვე ნანახის, თუ რაღაც ეგეთის.
9. ძალიან კარგია +5 ძალიან კარგია +5
8. დიდიხანია ასე არაფერი მომწონებია..
საღოლ გიო.. დიდიხანია ასე არაფერი მომწონებია..
საღოლ გიო..
7. საოცარი კადრების კალეიდოსკოპი-ეს კარგი ნაშრომია-ბრავო!!
ჩემგან+2+აპლოდისმენტები
ყცელა სიკეთე საოცარი კადრების კალეიდოსკოპი-ეს კარგი ნაშრომია-ბრავო!!
ჩემგან+2+აპლოდისმენტები
ყცელა სიკეთე
6. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოეზიასა და პროზას შორის ფარატინა ზღვარიღაა დარჩენილი, თუმცა მაინც არის... აქ პოეზიია,თანაც ლამაზი, ლამაზი კადრებით, ემოციით და მეთევზეების ლამაზი სიმღერით.
სიკეთე ავტორო! ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოეზიასა და პროზას შორის ფარატინა ზღვარიღაა დარჩენილი, თუმცა მაინც არის... აქ პოეზიია,თანაც ლამაზი, ლამაზი კადრებით, ემოციით და მეთევზეების ლამაზი სიმღერით.
სიკეთე ავტორო!
5. მახსოვს ეს ლექსი, "ლექსების გამოფენიდან".
და გავიფიქრე მაშინ, პირველი წაკითხვისას- მგონი, უკეთესად წერდა ეს ბიჭი -თქო :)
თუმცა, აქაც არის დასამახსოვრებელი მომენტები, ცალკეული ფრაზები, კადრები, სახეები...
"და გაჰყურებდა გზას, გზას- უსაშველოდ გაგრძელებულს უპუროდ დაღამებული დღესავით." მახსოვს ეს ლექსი, "ლექსების გამოფენიდან".
და გავიფიქრე მაშინ, პირველი წაკითხვისას- მგონი, უკეთესად წერდა ეს ბიჭი -თქო :)
თუმცა, აქაც არის დასამახსოვრებელი მომენტები, ცალკეული ფრაზები, კადრები, სახეები...
"და გაჰყურებდა გზას, გზას- უსაშველოდ გაგრძელებულს უპუროდ დაღამებული დღესავით."
4. ძალიან ცოცხალი კადრებია...პოეზიიით გაჯერებული... 555 საკვირველია კომენტარების სიმცირე...:( ძალიან ცოცხალი კადრებია...პოეზიიით გაჯერებული... 555 საკვირველია კომენტარების სიმცირე...:(
3. მომენატრა შენი ლექსები! :))) და შენც! :) 55555 მომენატრა შენი ლექსები! :))) და შენც! :) 55555
1. +++++++++++++++++ ++2 +++++++++++++++++ ++2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|