ყველა მხრებზე ბადემოგდებული მეთევზე გოლგოთას გზაზე ჯვარაკიდებული ღმერთი მგონია, ახმედ. შენ მათგან არაფრით განსხვავდები. ყოველ ღამით, როცა ზღვა ამოანთხევს ნამთვრალევ კენჭებს და მოქცევა დაიწყება, მე ფეხაკრეფით მივდივარ სველ ბამბუკებთან და ვფიქრობ,- როგორ უსიცოცხლოდ ებღაუჭებიან ყვრიმალებდაბერილი თევზები მარჯნის რიფებს და საბოლოოდ ეწირებიან წყლის ტორტმანს. ამ დროს ყოველთვის მახსენდება,ის დღე, როცა ერთიანად ჩავეშვი შენს ხორბლისფერ მკლავებში და გულწასულს მიმეძინა. იმ საღამოს შუა წელში იწვოდა ზღვა, ცეცხლი ეკიდა ჭიპლარივით წაგრძელებულ, ნებაზემიშვებულ ჩვენს ნავს და გაღმა ნაპირზე საჭმელზეგულაცრუებულ შვილებს ლილისა და ახმედის სიყვარულზე უყვებოდნენ დედები. მას შემდეგ ყოველდღე ვეძებ სიმშვიდეს შენში. ცა ისე ახლოა, ლამის, ორივე ხელით შევწვდე და კუდივით მოვაცალო ღრუბელი, რომ წყლად ვაქციო ყველაფერი და თევზებად ჩაგიფშვნა მოუხეშავ ხელისგულებში მერე. შენს იქით იწყება ზღვა,- ნიჟარისსუნიანი თითების იქით. მე არ შემიძლია, გამოვიცნო, რისთვის ეწამები შენ, თუმცა გამთენიისას, მზის ამოსვლამდე რომ დაადგები დამტვერილ, ეკლებიან გზას, ასე მგონია, ნაზარეველი ხარ და ზღვა იუდასავით გიცდის. შებინდებისას შენზე ადრე ქარი უბრუნდება ბულულებადაშლილ ჩვენს მიწურს და შენამდე შენი ხელების სუნი მოაქვს. მე ვიცი, ის კაბა უნდა ჩავიცვა, ღუზებიანი, მოლურჯო კაბა და თხელი ბეჭები თმით დავიფარო. შენ მოხვალ და ვეღარ გაგისწორებ თვალებს. ასე იქნება მუდამ, ასე იქნება იმ დღემდე, ვიდრე ყელშიმორჩილებაამოსული ზღვა იუდასავით არ გიღალატებს. მერე მეც აღარ ვიქნები, ახმედ და წყალი გარიყავს ჩვენს მარილიან, სამფეხა სკამებს, ნიჟარისსუნიან პერანგებს და ყველაფერი მკვდარი თევზებით დაიფარება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მშვენიერია. მშვენიერია.
9. მადლობააა :***** მადლობააა :*****
8. მძიმეა, მაგრამ კარგია. სად არ დაფრინავს ეს ჩვენი "გადამფრენი". :) მძიმეა, მაგრამ კარგია. სად არ დაფრინავს ეს ჩვენი "გადამფრენი". :)
7. ძალიან...ალიან...5 ძალიან...ალიან...5
6. კარგიაა ეს.. ცუდია, რომ აქამდე არ წავიკითხე)** +++++ კარგიაა ეს.. ცუდია, რომ აქამდე არ წავიკითხე)** +++++
4. აუ აუ აუ ძალიან მომეწონა, აი როგორ უნდა წერა, როცა სასიამოვნოა კითხვა, როცა გინდა კიდევ მოუბრუნდე, როვცა უამრავ სიახლეს აღმოაჩენ...როცა დაუნახავს სიალმაზეს წარმოიდგენ... ოჰმ მადლობა + :) აუ აუ აუ ძალიან მომეწონა, აი როგორ უნდა წერა, როცა სასიამოვნოა კითხვა, როცა გინდა კიდევ მოუბრუნდე, როვცა უამრავ სიახლეს აღმოაჩენ...როცა დაუნახავს სიალმაზეს წარმოიდგენ... ოჰმ მადლობა + :)
3. როგორ მიყვარს, ეს ავტორი რომ გადაუფრენს ხოლმე საიტს და ბუმბულივით რომ დაგვიტოვებს ასეთ ნაწერებს :)
"მას შემდეგ ყოველდღე ვეძებ სიმშვიდეს შენში. ცა ისე ახლოა, ლამის, ორივე ხელით შევწვდე და კუდივით მოვაცალო ღრუბელი, რომ წყლად ვაქციო ყველაფერი და თევზებად ჩაგიფშვნა მოუხეშავ ხელისგულებში მერე. შენს იქით იწყება ზღვა,- ნიჟარისსუნიანი თითების იქით."
მშვენიერი ბალადა ლილისა და ახმედის სიყვარულზე! როგორ მიყვარს, ეს ავტორი რომ გადაუფრენს ხოლმე საიტს და ბუმბულივით რომ დაგვიტოვებს ასეთ ნაწერებს :)
"მას შემდეგ ყოველდღე ვეძებ სიმშვიდეს შენში. ცა ისე ახლოა, ლამის, ორივე ხელით შევწვდე და კუდივით მოვაცალო ღრუბელი, რომ წყლად ვაქციო ყველაფერი და თევზებად ჩაგიფშვნა მოუხეშავ ხელისგულებში მერე. შენს იქით იწყება ზღვა,- ნიჟარისსუნიანი თითების იქით."
მშვენიერი ბალადა ლილისა და ახმედის სიყვარულზე!
2. ავტორი: გადამფრენი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: გადამფრენი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
1. არაჩვეულებრივი ხარ!
"როცა ზღვა ამოანთხევს ნამთვრალევ კენჭებს და მოქცევა დაიწყება, მე ფეხაკრეფით მივდივარ სველ ბამბუკებთან და ვფიქრობ,- როგორ უსიცოცხლოდ ებღაუჭებიან ყვრიმალებდაბერილი თევზები მარჯნის რიფებს და საბოლოოდ ეწირებიან წყლის ტორტმანს."
არაჩვეულებრივი ხარ!
"როცა ზღვა ამოანთხევს ნამთვრალევ კენჭებს და მოქცევა დაიწყება, მე ფეხაკრეფით მივდივარ სველ ბამბუკებთან და ვფიქრობ,- როგორ უსიცოცხლოდ ებღაუჭებიან ყვრიმალებდაბერილი თევზები მარჯნის რიფებს და საბოლოოდ ეწირებიან წყლის ტორტმანს."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|