ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2013


ლექსი, სიმღერა და ქათინაური

რა უაზროა ეს მოვლენა, რა უცნაური,
ცაზე ღრუბელი არ ჭაჭანებს და მაინც ელავს,
შენ ალბათ მოგწონს ყველა ჩემი ქათიანური,
და დროსაც ალბათ ამიტომაც უზომოდ წელავ.

გაურკვევლობის და ყოყმანის გადიან წლები,
ჩემი არ ხდები ჯიუტად და არც სხვას მიჰყვები,
ვიცი, შენ გიყვარს სიგიჟემდე ჩემი ლექსები,
და გეშინია, რომ მათ მერე არ მოგიყვები.

რა სულელი ხარ, მოდი, სანამ გულს უნდა ძგერა,
სანამ მუხთალი შეპარვია გრძნობებს სიბერე,
შენ ხომ საოცრად გსიამოვნებს ჩემი სიმღერა,
ოღონდ მოდი და სული მხოლოდ შენთვის იმღერებს.

არ შეგეშინდეს, რომ მოგაკლებ როდესმე სითბოს,
რომ სხვა გახდება საბაბი ამ გულის ხმაურის,
მე შენთვის დავწერ ყველა ლექსს და შენივე იყოს,
სულ ყველა ჩემი სიმიღერა და ქათინაური!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები