ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2013


დღეს პოეტებთან ვიყავი

დღეს პოეტებთან ვიყავი,
ჩემნაირები არიან,
პეპლის საჭერით დასდევენ
რითმებს და უყვართ ძალიან

უცხო სიტყვებით თამაში,
ქარაგმა - მეტაფორები,
კომედიები - დრამაში
და უადგილო როლები.

ხან ლოგიკური აზრები,
თანმიმდევრულად წყობილი,
ზოგჯერ ნარ-ნარად მოსული,
ზოგჯერ წვალებით შობილი.

უცნაურები არიან,
ეს ცხრაფრთიანი მისნები,
ხშირად სხვებისთვის უხილავს,
ისინი ჭვრეტენ წინსწრებით.

ცოდვა ბევრი აქვთ კისერზე
და მადლიც უხვად მოსხმული,
ბევრი ყავთ გაცოცხლებული
სიტყვით, მრავალიც მოკლული.

ზოგი ამ ქვეყნად ცხონდება,
ზოგიც აღდგომას მოელის
და იცის მხოლოდ განგებამ,
ხალხში დარჩება რომელი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები