ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტიტე
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

მოპირდაპირე კუთხე

                                                                                      “A friend is someone, who knows all about you and still loves you.”
                                                                                                                                                         
                                                                                                                                                                Elbert Hubbard


ქარაფებს უეცრად მომწყდარი ლოდივით
ვარდება საღამო კედლებთან ქუჩებზე,
კედლები, წვიმიან ამინდებს რომ გვანან,
ქუჩებში, რომლებიც არაფერს იმჩნევენ,-

თვალებით გჭამენ და თვალებით გეძებენ.
მოტივით უცნობი... ნაცნობი ნიშნების,
სითეთრე, სიშლეგე, სითბო და სიცივე,
გაკვირვებს, გაშინებს, გაჩენს და გივიწყებს.

ქუჩაში, კედლებზე, ზოლები მიყვება
ზოლებს და მივყვები ამ ქუჩას ბოლომდე,
შენ სახლთან დავტოვებ... ვკოცნი და მომყვება
კედლების სიჩუმე და მომაცილებენ

ხაზები, რომლებიც ერთმანეთს მისდევენ,-
წუთები, რომლებიც უსწრებენ მოვლენებს,-
სიჩუმე, რომელმაც აავსო სამყარო,
სამყარო, რომელიც მე შენგან ვიჩუქე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები