ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პროზა
21 აგვისტო, 2013


ნამდვილი ამბავი

XIX საუკუნის დასაწყისში, ქვემო აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან თურქულ ჯარში სამსახურად ერთი კარგი ვაჟკაცი წასულა, ანატოლიაში სახელიც გაუთქვამს და ფაშა (დღევანდელი საზომით - გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი) გამხდარა.
სახლში საყვარელი ცოლი დაუტოვებია და ყოველ თვე, ყურადღების ნიშნად 1500 ალთუნს (ოქროს ფული) უგზავნიდა თურმე, თან თურქულად სწერდა საალერსო წერილებს.
ქალს ქმარი იმდენად ჰყვარებია, რომ ფულს ხელს არ ჰკიდებდა და ინახავდა, ისევე როგორც წერილებს, ბოლოს გამწარებულმა მისწერა:

„ფაშავ, ნუ მწერ თათრულსაო,
ყური უგდე ქართულსაო.
შინ ჩამოდი, ასე გიჯობს
სხვის ლაშქარში პანტურსაო (ძუნძულსაო).
თორემ ოხრად დაგირჩენენ
თათრის ალიბანდურსაო,
შენი თავი მირჩევნია
ათას ხუთას ალთუნსაო.
არ ჩამოხვალ, სხვა დაუკრავს
შენს დასაკრავ ფანდურსაო!“

ცოლის მუქარამ ისე შეაშინა თურმე ეს ჩვენი ფაშა, რომ ყველაფერი მიატოვა და სახლში, ცოლთან დაბრუნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები