ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2013


* * *

ამ წარმოსახვით ქალაქში, -
სადაც ყველა ოსტატმა
გაიხსენა ძველი ხელობა (გარდა ღმერთისა),-
ხომ ვართ ერთად
მე და შენ...
ხომ არიან
ჩვენ გარშემო (თითქოს) სხვებიც,
მაგრამ უღმერთოდ, მაინც ისე მარტოსულად
და დაუცველად ვგრძნობთ თავს,
როგორც ბავშვი, რომელსაც
მშობლებზე ადრე გამოეღვიძა გამთენიისას...



***
ჩემი წარმოსახვით,
შენამდე,  სულ რამდენიმე,
უსასვენნიშნო სტრიქონია...


***
შეყვარებული წყვილი-
ერთმანეთის ყრუ მსმენელი...


***
რა მარტივია, მდიდარი კაცის
მდგომარეობაში შეხვიდე მაშინ ,
როცა ვიღაც ხელგამოწვდილი , ჯიუტად გთხოვს ფულს
და შენ ნანობ, რომ ეს გზა აირჩიე ,
სადაც მათხვორები უფრო მეტნი არიან, ვიდრე სხვაგან...



***
როცა გადაღლილი
მხედველობის სათვალეს იხსნი,
გინდათუარა, ფიქრობ იმ ხალხზე,
ვინც გონების სინათლის ნაცვლად,
მსხვერპლად გაიღო თვალის სინათლე...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები