 | ავტორი: პილატე ჟანრი: პროზა 16 სექტემბერი, 2013 |
წარმოიდგინეთ: ერთ დღეს გაიღვიძოთ და ყველაფერი მწვანე, რომ იყოს. –რატომ მწვანე ფერი? ფერს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ერთი ფერის იყოს და რადგან ახლა, შენ, ჩემს მოთხრობას კითხულობ, მაშინ აუცილებლად ყველაფერი მწვანე იქნება. ერთ დღეს მაღაზიაში შევედი, სანთებელა უნდა მეყიდა. რამოდენიმე ფერის იყო, მე კი მხოლოდ ერთის ყიდვა შემეძლო, უეცრად გამახსენდა რომ ყველაფერი მწვანე იყო და მეც მაშინვე შევიძინე. ცხოვრება ცოტათი გამარტივდა, რადგან ფერზე მხოლოდ ერთი არჩევანი მქონდა. მოდი შევქმნათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ყველას ეცმევა. შექმენით?– მაშინ გარეთ გაიხედეთ... რა კაია არა? არცერთი ადამიანი არ მოინახება, რომელსაც სხვა ტანსაცმელი ეცმევა, თუნდაც ვითომ განსხვავებული ჩაცმულობაც არ იარსებებს და უგემოვნო ტანსაცმლის მომხმარებელიც გაქრება. ჯერ ყველა ბედნიერია, რადგან ყველა თანასწორია. პრობლემებს ბოლო არ უჩანდა. ყოველდღე ვცდილობდი, რომ გამემარტივებინა ცხოვრება. ერთ დღეს,ოთხი ადამიანი წავედით რესტორანში. მე და ჩემი მეუღლე, ბაწო და ღოკო. დამავიწყდა რომ მეთქვა, სულ ორი სახელი დავტოვე ბიჭს ჰქვია ბაწო, ხოლო გოგოს ღოკო. რესტორანში ჯერ კიდევ არსებობდა სხვა სახელებიც. დავსხედით და ყველამ ერთი და იგივე შევუკვეთეთ. –ბედნიერები ხართ? –ჰკითხა ჩემმა მეუღლემ ღოკოს, და ბაწოს. –კი, თან ძალიან.–უაპასუხა ღოკომ. –ისე გამიკვირდა ჭ–ს (ჭ. სახელია) დავიწყება, რომ შეძელი.- ვუთხარი ბაწოს. –ეეჰ, ჩემი ჭ, რა ლამაზი გოგო იყო,რა საყვარელი, როგორ მენატრე... ამ დროს განაწყენებულმა ღოკომ დატოვა რესტორანი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა.ბაწოც გაეკიდა მაგრამ მისი შემორიგება ვერ შეძლო.–ღოკოს უთქვამს ბაწოსთვის, ის შენთვის ყველაზე ლამაზია და სხვის შეყვარებას ვერ შეძლებ!ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით. ბაწო დაღონებული დაბრუნდა.იმ დღის მერე არავის უნახავს, როგორც გავიგე ბაწოს წერა დაუწყია. ამ ფაქტმა მეც დამაღონა, წავედი ჩემს უახლოეს მეგობართან,სიმარტოვესთან,რადგან ახალი შთაგონება მწვეოდა... –სიმარტოვემ მითხრა: რა საჭიროა სახელები? – ყველას ერთი სახელი ხომ არ ერქმევა? – შენ მოგწონდა წითელი და შავი სანთებელა, მაგრამ შენ ეს ფერები მწვანედ აქციე. მოდი მოიფიქრე ორი სახელი რომელიც ყველას ერქმევა. ეს სახელები იმისთვის არის საჭირო,ადამინმა მეორე ადამინი იმისთვის არ დაიწუნოს, რომ ერთს ერქმევა დუდანა ხოლო მეორეს ანამირია. ყველა თანასწორი გავხადოთ. – შენ ფიქრობ რომ ადამიანს არჩევანის საშუალება არ ჭირდება? – შენ გიყვარს შენი ცხოველი, ძაღლი? – კი, 4 მილიარდ ადამიანზე მეტად. – შენ გინდა რომ უყვარდეს ხალხს ერთმანეთი? – ვოცნებობ.. . – მაშინ შექმენი ორი სახელი ეს წარმატების საწინდარია. – და რომ ვერ შეეგუონ? – როცა არჩევანის საშუალებას არ უტოვებ?– დამიჯერე ადამიანი იმდენად საზიზღარია, რომ ყველაფერს შეეგუება.. სულიერება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები დარჩა მათთვის. – კაი, შევქმნი ორ სახელს ბაწოს და ღოკოს. დღეიდან ორი სახელი იარსებებს ეს იქნება მათთვის ლამაზი სახელები რადგან სხვა სახელები აღარ იარსებებს და არც ემახსოვრებათ. – და ისინი ამით სიყვარულს ისწავლიან? შენ იმედოვნებ რომ ისინი შეიცვლებიან? – თუ ისინი არ გამოსწორდებიან მაშინ კიდევ მომიწევს შენთან საუბარი... – ესე მალე მიდიხარ? შენც არ გსურს სიმარტოვე? – შენ ჩემი მარადიული თანამგზავრი ხარ, როგორც სიცოცხლეში ასევეც სიცოცხლის შემდეგაც. – როცა მოგენატრები ვიცი, რომ განმარტოვდები და მეც მოვალ შენთან ჩემი ბრძნული აზრებით… – დროებით ჩემო მეგობარო.... სიმარტოვიდან გამოვედი და ცვლილებებს ვაკვირდებოდი... ბაწო! ღოკო! და ყველამ მოიხედა... ესეთი მარტივი რამ როგორ გამომრჩა. თუმცა ერთმანეთს გვარებით მიმართავდნენ და ამით ასხვავებდნენ ერთმანეთს...მაგრამ ის მახალისებდა, რომ მდიდარს თუ ღარიბს, ვაჭარს თუ მყიდველს სახელი ერთი, რომ ერქვა. ამით სულ მცირე, მაგრამ სხვაობა მაინც შემცირდა ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, გამოსწორება ადამინების მაინც არ მოხერხდა, სულიერება ხალხისთვის ისევ სახელს წარმოადგენდა, სილამაზეს მაინც ეტრფოდნენ და სილამზეც იმათ მხარეს იყო ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა... მახინჯს ჭეშმარიტად უყვარდა ლამაზი, მაგრამ ლამაზს არ უყვარდა მხოლოდ იმის გამო რომ ის მახინჯი იყო... მე მოვინახულე ბორდელები და მივხდი, რომ ხალხს პირველ რიგში ერთგულება უნდა ვასწავლო, რომ ჩემს ძაღლზე მეტად შევიყვარო... და როდესაც დავიწყე საუბარი არავინ მომისმინა,მივხდი რომ მოსმენაც უნდა ესწავლათ. გავეცალე ხალხს და მივაკითხე ჩემს უახლოეს მეგობარს–სიმარტოვეს. – რაზე ჩაფიქრებულხარ? კიდევ არ მოგწონს შენი შექმნილი ხალხი? – მე, ვნახე ხალხი და ვიხილე: თუ როგორ მცირდება მახინჯი, ლამაზთან. ვიხილე: სიამაყე, თუ როგორ არ სურს მას მოსმენა. დავაფასე ჩემი ძაღლის ერთგულება. – შენ ნახე სამი ცვალებადობა... და როგორ შეცვლი მას? ბორდელებს გააუქმებ? სიამაყეს,თავმდაბლობას ასწავლი? მახინჯს გაალამაზებ? – ბორდელების გაუქმებას აზრი არ აქვს... სექსი სიყვარულის გარეშე ამაოებაა, ხოლო სიყვარული სექსის გარეშე საშინელება. ვისაც არ უყვარს ის მაინც იმრუშებს.სიმაყეს გავათანასწორებ. ხოლო გარეგნობას გავაერთიანებ... – ყველა გოგო ერთნაირი და ყველა ბიჭი ერთნაირი? კაი აზრია ამით შენ ადამიანში სიამაყეს დაწევ, ღალატი თითქმის აღარ იარსებებს,მაგრამ შენ გსურს რომ ლამაზმა ადამიანმა აღარ იარსებოს? – მე მირჩევნია ადამიანის ბუნება იყოს ლამაზი ვიდრე გარეგნობა. ხოლო სილამაზის აღქმას მაინც შეძლებენ, ვინაიდან ისევ იარსებებს სარეველა ბალახი და გვირილა.. . მე ბუნებას ხელს არ ვახლებ, ცხოველებიც ისევ–ისეთები დარჩებიან, იქამდე სანამ ინტელექტს შეიძანენ.. – ადამიანი განვითარებული ცხოველია? – ცხოველი, ცხოველს იმიტომ კლავს, რომ ჭამოს. ადამიანი, ადამიანს იმიტომ კლავს რომ მისი ცხოვრება ჭამოს.... არის რაიმე სხვაობა? – თუ არ ჩავთლით იმას, რომ ღალატის გამოც კლავენ ერთმანეთს და კიდე ათასი უბედური შემთხვევაც არსებობს, მაშინ არანაირი სხვაობა არ არსებობს... – მართალი ხარ... მგონი დავიღალე... – დაიღალე?მაშინ დაისვენე.–ვერ ისვენებ? მაშინ კარგად დაიხარჯე... –ისევ ჩაფიქრდი? ბედნიერი ხარ? – მე ბედნიერება ყოველთვის ორი ნაბიჯით მისწრებს, რადგან ვბრუნავ და ისევ, იმ ადგილს ვტკეპნი... – შენ შეძლებ ბედნიერებას? – დამიჯერე შევძლებ, ბედნიერებას და თუ ვერ შევძლებ,მაშინ სრულიად მარტო დავრჩები,არც არავისთან მომიწევს ჩემი უბედურების ახსნა, ამით მაინც ვიქნები ბედნიერი. – მგონი შენი წასვლის დროც დადგა... იცოდე მე ყოველთვის მარტო გელოდები... სიმარტოვე მითხრა ეს სიტყვები და გაუჩნარდა მისი ხმა აღარ ისმოდა და მეც წავედი... ქუჩაში გავედი და შევხედე ჩემს ყველა ცვლილებას. ყველა, ერთნაირი იყო, ერთი და იგივე ფერის თმა,ტანსაცმელი,კანის ფერი, ერთი და იგივე სახელები,გარეგნობა... ხალხმა ისწავლა ერთმანეთის დაფასება, ყველას ყავდა თავის მეორე ნახევარი, მაგრამ წამოიჭრა კიდევ ერთი პრობლემა ხმის გამო ერთმანეთს კლავდნენ,ხმა განასხვავებდა მხოლოდ მათ და ის საკმარის მიზეზს წარმოადგენდა მკვლელობისთვის.უწინდელზე უკეთ მაინც ცხოვრობდნენ, ერთგულება ისწავლეს. ბორდერები გაუქმდა სულ სხვა მიზეზით ,იმიტომ არა ,ეს რომ არ შეიძლებოდა... არამედ იმტომ რომ ეგონათ თავიანთ ცოლებთან სხვებიც წვებოდნენ... და როცა სიმარტოვესთან ვბრუნდებოდი დამარცხებული გზად გადამეყარა ერთი ადამიანი უგონოდ ნაცემი და ვკითხე –ასე რაზე გაგიმეტეს? –ის შეშინებული წამოდგა და მითხრა: მე სხვა ღმერთი მყავს...– გაიქცა..... წავედი შორს, ძალიან შორს. ფეხები მეკვეთებოდა,მაგრამ მაინც ვაგრძელებდი გზას, ვეცემოდი მაგრამ ისევ ვდგებოდი. ამ დროს წამოვიდა მწვანე წვიმა, გავჩერდი და მივხდი რომ უკვე კარგად შორს ვიყავი გასული, მუხლებზე დავემხე და დავიწყე ღრიალი... სიმარტოვე! ჩემო უერთგულესო მეგობარო ამოიღე ხმა! მომეცი შვება!! დამეხმარეე!!!–და ისიც გამოჩნდა.... – რა გაყვირებს? აქ ვარ... როდესმე შორს წავსულვარ? მე, შენს ბავშობაშიც ვარსებობდი,მაშინაც როდესაც კუთხეში გაყენებდნენ, უბრალოდ მაშინ გამირბოდი, მაგრამ მაინც ვცდილობდი შენთან მეგობრობას.. . აბა გაიხსენე მარტო რამდენჯერ გიტირია? რამდენჯერ მომიწმენდია შენთვის ცრემლი... რამდენჯერ მინახია შენი ტკივილი, რამდენჯერ გამიმხნევებიხარ! მითხარი ამჯერად რა დაგემართა... – ბოროტება არ ქრება, სიკეთე ვერასოდეს ვერ იმარჯვებს.ხმის გამო ერთმანეთს კლავენ, შურს მაინც ვერ გადაეჩვია ხალხი,სხვა რელიგიის მქონე ადამიანებს ურტყავენ! მაინც ჩაგრავენ ერთმანეთს... კიდევ რა ვქნა მათთვის? ამდენი საზრუნავი მუვუხსენი არჩევანის საშუალებები შევუზღუდე და რაც დავტოვე იქიდან ცუდს ჩადიან მაინც... ჯოჯოხეთიდან ,სამოთხე შევქმენი და მაინც ჯოჯოხეთს ირჩევენ! რა ვქნა ახლა? რელიგია გავაუქმო? აღარ შემიძლია ამდენი.... – რელიგია არ უნდა გააუქმო იმ მარტივი მიზეზით, რომ ხალხს ვერ ეტყვი ღმერთი არ არსებობსო,ეს იგივეა ბავშვებს რომ უთხრა თოვლის ბაბუა არ არსებობსო... – მე, ვაკეთებ არჩევანს. დარჩება მხოლოდ ორი ადამიანი და იარსებებს მხოლოდ ერთი რელიგია, მათ უკვდავებას ვუბოძებ... მე სიმარტოვესავით გავუჩინარდი და ხმა აღარ ამომიღია და არც არანაირი ცვლილებები აღარ გამიკეთებია... მე–სიმარტოვე... ღოკომ მოწყვიტა მწვანე ვაშლი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. პილატე პონტოელი++ პილატე პონტოელი++
11. ძალიან მომეწონა. ++++++++++++++ ძალიან მომეწონა. ++++++++++++++
10. საინტერესოა,რაღაცნაირი და განსხვავებული!წარმატებები! ++ საინტერესოა,რაღაცნაირი და განსხვავებული!წარმატებები! ++
9. პილატე,ჩემი უარყოფითი კომენტარი აუცილებლად დადებითად აისახება შენს რეიტინგზე :)) აგერ ფაქტი :)))) პილატე,ჩემი უარყოფითი კომენტარი აუცილებლად დადებითად აისახება შენს რეიტინგზე :)) აგერ ფაქტი :))))
8. მესაინტერესოვა =)
სახელი გაქვთ არაჩვეულებრივი მესაინტერესოვა =)
სახელი გაქვთ არაჩვეულებრივი
6. არ მინდა უხეში მოგეჩვენოთ,მაგრამ ეს არაა კარგი ნაწერი,არც კარგი მსჯელობა და არც გრამატიკულად გამართული :)
"სექსი სიყვარულის გარეშე ამაოებაა, ხოლო სიყვარული სექსის გარეშე საშინელება ">>>>ამას ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოვუძებნე არ მინდა უხეში მოგეჩვენოთ,მაგრამ ეს არაა კარგი ნაწერი,არც კარგი მსჯელობა და არც გრამატიკულად გამართული :)
"სექსი სიყვარულის გარეშე ამაოებაა, ხოლო სიყვარული სექსის გარეშე საშინელება ">>>>ამას ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოვუძებნე
5. .ხო საინტერესოდ გადმოცემული იიყო.და ვინც არ ფიქრობდა ამიერიდან იიიქრებს.ადამიანს ჰრომაარ უნდა დაუკარგო ტორე ესეც გამოსასწორებელი იქნება რაგაც ხერხიტ. ++ .ხო საინტერესოდ გადმოცემული იიყო.და ვინც არ ფიქრობდა ამიერიდან იიიქრებს.ადამიანს ჰრომაარ უნდა დაუკარგო ტორე ესეც გამოსასწორებელი იქნება რაგაც ხერხიტ. ++
4. რატო არ ვიცი და აი ამ წინადადებამ "სხვა რელიგიის მქონე ადამიანებს ურტყავენ! " (აქ შეცდომა რომაა ეს არაფერი , სხვაგანაცაა ასეთი რაღაც–რუღაცეები ) ის ამბავი გამახსენა მამა მიქაელმა რეესტრის თანამშრომლები რომ დაწყევლა დაწყევლა http://boqlomi.blogspot.com/2011/08/blog-post_09.html
რატო არ ვიცი და აი ამ წინადადებამ "სხვა რელიგიის მქონე ადამიანებს ურტყავენ! " (აქ შეცდომა რომაა ეს არაფერი , სხვაგანაცაა ასეთი რაღაც–რუღაცეები ) ის ამბავი გამახსენა მამა მიქაელმა რეესტრის თანამშრომლები რომ დაწყევლა დაწყევლა http://boqlomi.blogspot.com/2011/08/blog-post_09.html
3. +5 დაგიწერე ძმაო. დიდი არაფერი აღმოჩენები გაგიკეთებია ჯერ ამ ნაწერში რაც წერია იმის მიხედვით, მაგრამ სწორ გზაზე დგახარ აშკარად. +5 დაგიწერე ძმაო. დიდი არაფერი აღმოჩენები გაგიკეთებია ჯერ ამ ნაწერში რაც წერია იმის მიხედვით, მაგრამ სწორ გზაზე დგახარ აშკარად.
2. საინტერესოა,თუმცა რაღაც ადგილები იტკეპნებოდა,მაგრამ მაინც კარგია სიუჟეტური განვითარება რომ აქვს ნაწერს,რადგან მკითხველს უფრო ითრევს... საუკეთესო სურვილებით... საინტერესოა,თუმცა რაღაც ადგილები იტკეპნებოდა,მაგრამ მაინც კარგია სიუჟეტური განვითარება რომ აქვს ნაწერს,რადგან მკითხველს უფრო ითრევს... საუკეთესო სურვილებით...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|