ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2013


* * *

მე შემიძლია იმედები სულში ჩაგიწნა,
მზერით აგიხსნა, რატომ ასდის შენს გულს მზის სუნი,
ყველა ტკივილი შენი მოსვლით უკვე დამიწდა,
უშენობასთან ბევრჯერ ვიყავ სახლში მისული.
ახლა ჩემი ხარ, შენი სუნთქვა ლოცვად ჩამესმის,
გადარჩენილხარ  მონატრების სპეტაკ ხვიარებს,
ვიხეტიალეთ სიყვარულის ფერად ჭალებში
და ეკლიანი ბილიკებიც შემოვიარეთ.
მაგრამ განათდა , ჩვენი ციდან გაქრა ღრუბელი
და ერთი ციდა სიყვარული მისწვდა ვარსკვლავებს,
ტკბილი ყოფილა სიყვარულის მძიმე უღელიც,
ანგელოზები ჩვენთვის ცაში ზარებს რეკავენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები