 | ავტორი: თომა. ჟანრი: პროზა 25 სექტემბერი, 2013 |
ახლაც ძალიან კარგად მახსოვს ის შეგრძნება, როცა შემოდგომისას სოფელში ვიყავით...
მამა შემოდგომისფერ ფოთლებს აგროვებს, იმხელა ეზო გვაქვს შვიდი დიდი ზვინი მაინც აგორგოლავდება. "კლეჩატი" პერანგი აცვია და ღია ფერის ჯინსი, ქამარი მაგრად აქვს შეკრული, ისევ ძალიან გახდა... მეოთხე ზვინის "მშენებლობას" რომ მორჩა მასთან მივბანცალდი (ჯერ კიდევ მიჭირს წონასწორობის დაცვა), უნდა დაისვენოს, თორემ დაიღლება... მან ქუდი შემისწორა, ელვაშესაკრავი ბოლომდე შემიკრა, მერე ხელები იღლიებქვეშ მომკიდა და ჰაერში დამატრიალა, ახლა კი ფოთლების შუაგულში მომათავსა და ჩემ გაოგნებულ თვალებზე იცინის... დედამ (ამჟამად ჩემი) პოლაროიდი ხელში მოითავსა და უამრავ ფოტოს მიღებს, თან უზომოდ ბევრს იცინის, ძალიან დიდი მუცელი აქვს, თითქოს საზამთრო გადაეყლაპოს... მე წითელი ქურთუკი და თეთრი ქუდი მახურავს და მე ამ დღეს ბედნიერი ვარ...
პ.ს. მინდა ეს ნაწერი იდეალური იყოს, თუმცა, ვიცი, შეუძლებელია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კარგია. თავისებური ფიქრედი. კარგია. თავისებური ფიქრედი.
8. ჩემი საყვარელი სახელი.. ჰო მოიტანა განწყობა სახელმაც და ნაწერმაც. ჩემი საყვარელი სახელი.. ჰო მოიტანა განწყობა სახელმაც და ნაწერმაც.
7. როგორ მიყვარს სხვისი ცხოვრების ასეთი ფრაგმენტების თვალიერება! სასიამოვნო განწყობა დამრჩა. მადლობა :) როგორ მიყვარს სხვისი ცხოვრების ასეთი ფრაგმენტების თვალიერება! სასიამოვნო განწყობა დამრჩა. მადლობა :)
6. მადლობა შეფასებისთვის, ასევე შენიშვნებისათვის_აუცილებლად გავითვალისწინებ. მადლობა შეფასებისთვის, ასევე შენიშვნებისათვის_აუცილებლად გავითვალისწინებ.
5. თან როგორი სახელი. ჰო, რაც შეეხება ნაწერს. იდეალური ფრაგმენტია, ნამდვილად.
ისე, სწორ შენიშვნებს გათვალისწინება უნდათ. თან როგორი სახელი. ჰო, რაც შეეხება ნაწერს. იდეალური ფრაგმენტია, ნამდვილად.
ისე, სწორ შენიშვნებს გათვალისწინება უნდათ.
4. წარმატებები.++ წარმატებები.++
3. ნეფერტარის მართებულ შენიშვნებს ვიზიარებ მეც დავუმატებდი: 1.(ამჟამად ჩემი) - რაზეა საუბარი დედაზე თუ პოლაროიდზე? თუ პოლაროიდზეა, მაშინ მის შემდეგ უნდა იყოს. 2.წითელი დაბერილი ქურთუკი მაცვია და თეთრი.... თორემ გამოდის რომ ქურთუკიც და ქუდიც გახურავთ. ნეფერტარის მართებულ შენიშვნებს ვიზიარებ მეც დავუმატებდი: 1.(ამჟამად ჩემი) - რაზეა საუბარი დედაზე თუ პოლაროიდზე? თუ პოლაროიდზეა, მაშინ მის შემდეგ უნდა იყოს. 2.წითელი დაბერილი ქურთუკი მაცვია და თეთრი.... თორემ გამოდის რომ ქურთუკიც და ქუდიც გახურავთ.
2. ნაწერი რომ იდეალური იყოს- შესაძლებელია. კლეჩატი - კუბოკრული ან"კლეტჩატი".
ხელში მოითავსა - ხელში აიღო.
წითელი დაბერილი ქურთუკი ალბათ, ან "დუტი".
მაინც ხუთი ქულა. :) ნაწერი რომ იდეალური იყოს- შესაძლებელია. კლეჩატი - კუბოკრული ან"კლეტჩატი".
ხელში მოითავსა - ხელში აიღო.
წითელი დაბერილი ქურთუკი ალბათ, ან "დუტი".
მაინც ხუთი ქულა. :)
1. .............++............. .............++.............
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|