ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2013


ჯიუტი ბავშვი

ახლა ჩვილივით მინდობილი ვყავარ შემოქმედს
და შენი გული თავშესაფრად გადავიქციე,
უაზრობაა და სიბრიყვე ახლა მე რომ ვწერ
რითმებს და სტროფებს, რომ ვაგროვებ, როგორც ნისიებს.

მახსოვს, რომ ქარი დადიოდა კარიდან-კარში
ისიც, რომ ხალხმა არ ისურვა მისი სტუმრობა,
ვარ შენს გრძნობებზე მინდობილი ჯიუტი ბავშვი
ბავშვი, რომელსაც იმ ქარივით სახლი უნდოდა.

შენ, ანუ სახლი და სიმშვიდე ბრძოლით დაღლილის
მახსოვს, რომ ერთხელ მე ასეთი სიტყვები მითხრეს:
"ვარ გადაღლილი ვით ბრძოლისას ქალის მანდილი."
მე ვამბობ: "შენი ხელებია სამყაროს კიდე."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები