ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ოქტომბერი, 2013


კინოოო?...ვაუ, რა საინტერესოააა....

ქართული კინო მოკვდა.

არა, ერთბაშად არ მომკვდარა, ათიოდე წელი კვდებოდა, ჯერ ხრიალებდა, იხრჩობოდა,სულ წამალი, ომი და ძველი ბიჭები ახრჩობდნენ...მერე ქუჩა ახრჩობდა

საქმის გარჩევები, თითქოს მეტი არაფერი ყოფილიყოს ქვეყანაში საინტერესო! .ბოლოს ვითომ თავის მართლებასავით ქართული ნეო-რეალიზმი მოიშველიეს და ბოლომდე მიახრჩეს კიდეც კატასავით...
ახლა?...ახლა რა?... გამოჩნდნენ ვიღაცა რეანიმატორები, ტანტრისტები და აღადგინეს ქართული , მიმხრჩვალი კინო, გააცოცხლეს, წაუსვეს უამრავი გრიმი, მიანათეს ხარისხიანი შუქი! გადამღები აპარატურა ხომ განვითარდა და უმაღლესი კლასისაა,! მაგრამ სამწუხაროდ მან სული დაკარგა, ზომბად იქცა.
...ახლა, ზომბირებული ქართული ფილმები ამაყად აგრძელებენ "ტრიუმფალურ სვლას", აგრძელებენ "დიად ტრადიციებს",ამაყად ფათი-ფუთობენ ეკრანებზე... დროის შესაბამისად ცოტა ეროტიკაც ჩაერთო, ოღონდ ნუ მიწყენენ ახლა ამ საქმის მესვეურები, ფარმცევტიკაში რომ ხდება დოზირება წამლისა, ისე გაურიეს ეროტიკა.
..თქვენ გინახავთ ფილმი, "ჩემი ცოლის დაქალები?...ანდა ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი?"......ჭამა და სექსი?...გინახავთ?...ეს ფილმები გადასარევია, მაგრამ საიდუმლოდ გეტყვით, თქვენ "ჩემი ცოლის დაქალის კლასელის შეყვარებულის მამიდის ქორწილი არ გინახავთ!

არც ის ფილმი გინახავთ?.. """ ჭამა და ზოგიერთის დედის გულ-სისხლძარღვებში გამავალ ლიმფურ კვანძებთან სექსი და მერე ....--ისევ  ჭამა?....""
თქვენც ხართ რააა...აი ეგ უნდა ნახოთ.იმედია მალე გადაიღებენ..აბა რააა????
რად გვინდა ჩვენ სიყვარულზე ფილმები?..ან ფსიქოლოგიური რად გვინდა?..ანდა ფანტასტიკა?...მძაფრსიუჟეტიანი?....ისტორიულიც რად გვინდა?...რა ჯანდაბად გვინდა მართლაც სხვა ჟანრები?...ქართული კინო ხომ სპეციფიურია, ის ყოველთვის ასახავდა (და ასახავს ) ადამიანთა ინტერესებს, ჰო და რაც აინტერესებს ხალხს, ზუსტად ისაა ეკრანზე.
ჩემი ცოლის დაქალები....ჰო, არაა?
დაქალების ქორწილები. ნათლობები, ჯვრისწერები.....ისე განქორწინებებიც შეიძლებოდა.....
და ბოლოს "შეცდენილი ჩემი ცოლის დაქალის ვიზიტი ივა კუზანოვთან და შემდგომ მისი ქორწილი."(ამ იდეებს ვჩუქნი სრულიად უსასყიდლოდ)
ანდა "სამჯერ გათხოვილი ჩემი ძმაკაცის ცოლის მეოთხე ქორწილი.." (გაგძელება იქნება)
ახლაგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებს სამწუხაროდ არაფერი აქვთ სათქმელი, ეს ანტიობიექტივიზმია, არაფერი არაფერზე...ისინი არამც თუ რამე ახალს ამბობენ, საერთოდ არანაირ ამოცანას არ აყენებენ გადაღებულ ფილმებში და მით უმეტეს არც გადაჭრით იწუხებენ თავს. ეს პროდუქტი, (კინო) არც კომერციულია, არც რაიმე იდეის მატარებელი და არც სანახაობრივი, არც ახლებურად თქმის სურვილი, გნებავთ ძველი პრობლემისა, გნებავთ , გადათამაშებული ახლისა..... თანაც ,თუ დააკვირდებით, სულ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ ამ ფილმებში...სადღაც შუალედში ზომბივითაა გაჩხერილი ჩვენი უბედური კინო!..კბილებს კრეჭს, ერთი გმირი გვინდა, (პროფესიონალი , იდეური რეჟისორი ) რომელიც საკონტროლო გასროლით საბოლოოდ გაანადგურებს ამ მარაზმს...მანამდე კი, ნება თქვენია,უყურეთ ამ მდარე რაღაცეებს , გნებავთ გაიცინეთ, გნებავთ.................................



ს.ნ. 2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები