ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმბეცილი
ჟანრი: იუმორისტული
12 ოქტომბერი, 2013


ბესიკია, STOP! (1)

(ციკლიდან "westside stories”)



- ბესიკიამ ფეხი მეიტეხა.
- რაფერ?
- რაფერ და სასწალებელში გოგო ყვარებია ვინცხა. კლასში აძვრალა ბიჯო სტოლზე, დოუძახია, "ანუკა მიყვარხარო" და სალტო გოუკეთებია უკან, დანარცხებულა პოლზე და გოდუდღლეზია ცხვირი და ფეხი მოუტეხავს ბარძაყში.
- მერე ი გოგომ რაიო?
- თავის მობილური ცალხრივად ქონია გათიშული და მეგობრისგან დოურეკავს სასწრაფოსთვის.
- მერე სასწრაფომ რაიო?
- წოუყვანიათ ბესიკია სავანტყოფოში, გოუყრიათ ფეხში რკინები და დოუკიდიათ ცალი ფეხით თავდაყირა.
- ი გოგო?
- იგი მისულა იქანა სანახავად. პლიტკა შიკოლადები ოუტანია და ორი თვრალი დეიდაშვილი კიდო.
- მერე ბესიკიამ რაიო?
- რაიო და ანუკა ბოზ-ის-შვილივიყო შენზე თუ დემენძრიოს როდესმე, ჭორია მაგე და ნუ უგდებ ვინცხას ყურსო.
- მაგე რამ ათქმევინა?
- ნარკო-ოზმა!
- იმგენმა რაიო?
- ვინ იმგენმა?
- იმ ორმა. თვრალმა?
- იმგენი ისეთი თვრალები ყოფილან მარტო ბოზისშვილივიყო და დემენძრიოს გეიგეს.
- მერე?
- ბესიკია გეიგდეს.
- მერე ექიმებმა რაიო?
- გამოუძახენ პატრულს და დეიჭირენ ისენი.
- ვერ გეიქცენ?
- რო გეიქცენ მაგიტო დეიჭირეს.
- მერე პატრულმა რაიო?
- რაიო და ორი ახალგაზრდა სრულწლოვანი მამაკაცი დავაკავეთ, რომლებიც მიმალვს შეეცადენო. ბოროტმოქმედი და კიდო იგიო, განზრახმკვლელიო, შავი სამყაროს წევრიო, აგი იგიო და იგი იგიო. იბლუყუნეს კიდო რაცხა და წინასწარი დაკავების იზოლატორიო, მერე ვინცხა ექიმი გამევიდა და დიდი მადლობა ამგენსო, იმგენი რო დააკავეს და მალე მევიდნენო, ყოჩაღო, მალადეცო და ძალიან გვიხარია, რო გვყავს ამფერი მილიციაო, თუ პოლიციაო.
- მერე იმგენმა რაიო?
- იმგენს ვინ რას კითხავდა, ბანკი გოუტანიათ ვინცხა ბანდიტებს და შოუტენავთ მერე ამათთვის.
- ეგ რაფერ?
- ვანოსებურად.
- რაფე-ერ?
- მაგენს ვერ გეიგებ შენ, რაფრაც ვერ გეიგო ვერავინ ბანკის ნამდვილი ყაჩაღები ვინ იყვნენ.
- მიშამ რო იგიო... დემოკრატიაო?
- მიშა კვაჭია კვაჭანტირაძე!
- მაგ რომელი, კაკულასთან რო იჯდა?
- არა, მაგი კვაჭო იყო სომეხი.
- ვერ გევიგე ვერაფერი.
- რა ვერ გეიგე ერთი აფერისტია მეორე სომეხი.
- მიშა რომელია?
- ჰმ...
- მეიცა და ბესიკია რაფერაა?
- ტორტივით.
- გაჭრეს შუაზე?
- ხერხემალმა არ გოუშვა თუარა აპირებდენ.
- რამ გადარიენ მაგ მხეცები?
- მთვრალები ყოფილანო და რა ვიცი.
- მაგენს მორფი ექნებოდათ მოწეული.
- არაო ვერ უშოვიათო. მერე დამთვრალანო ისე დამთვრალანო, რო ტვალეტში ერთად შესულანო, რო გამევიდნენ ორივეს ერთად გოუღიმიათ, ცხვირი მოუფხანიათ და უთქვამთ, ანუკა გინდა თუ არა ის ბიჭი გვანახე შენი გულისთვის კისერი რო მეიტეხაო. 
- მერე?
- მერე ამგენმაც მეიტეხეს კისერი. პროკურორს თუთხმეტიათასჯერ უთხრეს, ბანკის გატანა მეგვეფიქრებია, ფული წეგვეღო და გასაქცევს ვეღარ მევიფიქრებდითო, არ ვყოფილვართ ჩვენ ბანკის ყაჩაღობაშიო. 
- პროკურორმა რაიო?
- თუთხმეტიათასჯერ არ დოუჯერა... თუთხმეტიათასად ძლივს დოუჯერებინებიათ მერე.
- მეიცა და ბესიკია?
- ბესიკიამ ცოლი მეიყვანა.
- როდის?
- რო შეხორცდა მერე. ექიმს უთქვამს იეფს იხდით და სამ დღეში ისევ გეიხსნებაო. 
- ვისთვის?
- ვისთვის და "მარშუტკა ემზარას" ჩათლახი გოგოსთვის.
- მეიცა და ი ანუკა?
- ი ანუკა დარჩა ძეგლს იქეთ.
- მაგ რაღაა?
- რა და თბილისში რო ძეგლი დგას შესასვლელში ამღმაშენებლის. ხელი რო აქ ზეით ინსპექტორივით აწეული. რას ნიშნავს მაგ თუ იცი შენ?
- გეყოთ მეტი აღარ გამაჩოჩოთო?
- კიი, აპა! შენისთანას, ჩემისთანას და რაცხანაირი ბესიკიაა კიდო, ეუბნება: STOP! დეეტიეთ საღაციდან მოდიხართ თქვენ ადგილზე, თორე დევიწყე თქვენი განბაჟებაო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები