 | ავტორი: ბარბი ჟანრი: თარგმანი 13 ნოემბერი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კორინა, „დრური ლეინის“ განძი, თვით მწყემსი ოხრავს, ამაოდ არც კი... უტრაბახია არც „კოვენტ გარდენს“ ქალით, რომელსაც სთავაზობს სასმელს. ან ვინ წაიყვანს-ყმაწვილი მთვრალი? რომელიც ვერსად ივახშმებს ვალით. ბრუნდება უკან, საათი ღამის სახლში, რომელშიც არავინ „არის“; შემდეგ დაჯდება სამფეხა სკამზე, იხსნის სამაგრებს ხელოვნურ თმაზე. ბროლის თვალებსაც იშორებს მყისვე, ასუფთავებს და ალაგებს იქვე. მისი წარბები სულ თაგვის ტყავის, მიმაგრებული ორმხრივად არის; სიფრთხილით იხნის, დახედავს, იშლის და მოწიწებით ალაგებს წიგნში; იმ საგნის ჯერიც მოვიდა ახლა, რომელიც გამხდარ ღაწვებს სწევს მაღლა; მოუშვებს სამაგრს, ღრძილებზე უმალ, კბილების რიგი დასცვივა სრულად; შეიხსნა უკვე ბიუსტი მდგრადი და ვხედავთ კერტებს, მოფლაშულს, დაყრილს; აგრძელებს ისევ ქალი ღვთაება და იხნის კორსეტს, უღირს წვალებად; ის ხომ ოსტატურ მშვენებას აძლევს, სიმსუქნეს მალავს, სიგამხდრეს ავსებს. ხელები მაღლა და მოდის ქვემოთ ბალიში, რითაც იმაღლებს თეძოს; ფრთხილი შეხებით, ფერებით თითქოს, თავის დაბერილ ვენებსაც იგრძნობს. სამწუხაროა, მრავლდ აქვს, აყრის, ყველა მათგანზე იწებებს პლასტირს. ფერუმარილი სახიდან ტურფამ, დაძინებამდე მოიხსნას უნდა. შუბლზე ნაოჭებს ღრმასა და მრავალს, სულ გაპოხილი ქაღალდი მალავს. დაძინებამდე ჩაყლაპავს აბებს, წამოწვება და იფარებს საბნებს. სიყვარულისგან ნატანჯი ქალი, ბედი სწყალობს თუ მოხუჭა თვალი... ჩაეძინება ნახულოს სიზმრებს ოდნავ კვნესის და ოხრავს იქვე. თითქოს აშინებს უეცრად ვიღაც, სიმშვიდეს კარგავს აქაც და იქაც. ხან კუნძულებზე ნავარდობს თითქოს, ხანაც მგზავრობას სულ მარტოდ ფიქრობს. სანაპირობეს დაივლის უცებ, ირგვლივ ბომჟები და გული უცემს. იქვე შეხვდება მიმავალ კაცებს, რომელთაც უღრენს, ხმას კი სულ არ სცემს. ხან შიშისაგან უსკდება გული, როს პოლიციელს გვერდს ვერ აუვლის; მათგან მრავალი იარა ადევს, თუმცა არასდროს იხსენებს ამდენს. და მაინც მუდამ შენდობას ელის, რადგან საფასურს იხდის სხეულით.
კორინა იღვიძებს და ხედავს რას! გაოგნებისგან ვერ იღებს ხმას. ვირთხამ მოპარა საწყალს ძონძები, ნახევრად დახრა, მოსჩანს ფოჩვები. ღმერთო, დაკარგა მან ბროლის თვალიც, კატამ „ისაქმა“ კორსეტზე ღამით. მტრედმაც უმუხთლა, დამალა თასმა, მიმოფანტა და უკვალოდ გაქრა.
საბრალო ნიმფამ ყოველდღე, მუდამ, აიწყოს თავი ხელახლა უნდა. როგორ გავბედო, აღვწერო სცენა, ან რა დავარქვა ამ ჭირთა თმენას? რამდენ ტკივილს და წვალებას იტანს, როცა ეწყობა ყოველ დღე ნიმფა. როგორ გაბედავს თუნდ მორცხვი მუზა, ამ სამზადისში, მოაცდენს ტურფას? კორინა დილით ჩაცმული მიდის, ყველა აფურთხებს არა აქვთ რიდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. საოცარი თარგმანია 5+ საოცარი თარგმანია 5+
5. აი ამ თარგმანმა დამაინტერესა ფილმი და უნდა ვნნახო აუცილებლად, +5 აი ამ თარგმანმა დამაინტერესა ფილმი და უნდა ვნნახო აუცილებლად, +5
4. მისი წარბები სულ თაგვის ტყავის, მიმაგრებული ორმხრივად არის; სიფრთხილით იხნის, დახედავს, იშლის და მოწიწებით ალაგებს წიგნში; მისი წარბები სულ თაგვის ტყავის, მიმაგრებული ორმხრივად არის; სიფრთხილით იხნის, დახედავს, იშლის და მოწიწებით ალაგებს წიგნში;
3. საოცარია, ისე მიკვრის აქ მხოლოდ ორი კომენტარი. არა და ჩემს უბადრუკ ლექსებზე რა ხდება, აქ კიდევ:(
2++მშვენიერია. საოცარია, ისე მიკვრის აქ მხოლოდ ორი კომენტარი. არა და ჩემს უბადრუკ ლექსებზე რა ხდება, აქ კიდევ:(
2++მშვენიერია.
1. არაჩვეულებრივი დარგმანია ,ფილმი ვნახე. არაჩვეულებრივი დარგმანია ,ფილმი ვნახე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|