 | ავტორი: პილატე ჟანრი: დრამატურგია 19 ოქტომბერი, 2013 |
I
სული- მიმატოვე… სხეული- არ მიმიტოვებიხარ… სული- მიმატოვე! თან ამ ყველაფერთან ერთად, მშიშარაც ყოფილხარ. სხეული- არ მიმიტოვებიხარ! შენ წახვედი… არ ვარ მშიშარა… მე ადამიანი ვარ, რომლისგანაც მხოლოდ სხეული დარჩა. სული- სხეულს განა სულის გარეშე ცხოვრება შეუძლია? და თუ შეუძლია, მაშინ ნივთი ყოფილა. შენ ახლა უკვე არაფრით განსხვავდები მაგიდისგან, რომელსაც სული არ გააჩნია. სხეული- მე, გონება მაქვს, სისხლიც, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს ამ დაჩანაკებულ სხეულში ,მე შენ არ დამითმიხარ, ალბათ შენც გიჭირს ჩემი დატოვება, როგორც მას უჭირდა.. . მაგრამ წავიდა და შენს წაყოლასაც აპირებს, მე კი ისევ გამოსავალს ვეძებ.. . და მაგიდა,რომელიც მე ასე მგავს, მასზე დევს სიგარეტი,ნამწვავებით სავსე საფერფლე და იარაღი. მას გადაწყვეტილება არ მიუღია ზედ ამდენი რამე, რომ დავალაგე. სული- შედარებით მომწონხარ.. . გონება მუშაობს ჩემს გარეშე,მაგრამ მითხარი სწორი გადაწყვეტილების მიღება თუ შეუძლია? ან ასე ოთხ კედელში ცხოვრება? მინდა შემომთავაზო პირობები, რომ შენთანგავჩერდე.. . ხომ ხედავ, ყოვლის შემძლე ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მსურს.. . და შენ როგორც ახსენე დაჩანაკებულიხარ…მიდი დამარწმუნე,რომ შენთან ღირს და შეეშვი მაგ სიგარეტს ხომ ხედავ ,,ნაპასის” გარეშე ჩაიწვა შენს თითებს შორის .. . სხეული- ჩემი გონება გაუჩერებრივ მუშაობს, ფიქრობს და გამოსავალსაც იპოვის… ოთხ კედელში ცხოვრება არ მინდა.. . შენთან ერთად ფრენა მინდა, ზეცაში მინდა, ცისფერ ღრუბლებში კოტრიალი, რათა შენსავით ვუყურო უსუსურ ადამიანებს.. . მე მიწაზეც მინდა ყოფნა, რადგან ახლა უსუსური ვარ და ყველა ასეთია… უბრალო აღიარება არ შეგვიძლია, უფრო სწორად არ შეუძლიათ, რადგან შენ მე დამანახე, მე კი ვაღიარე, თუ რაოდენ უსუსური ვარ ჩემი თავის წინაშე… დაგარწმუნო? რა საჭიროა პირობები? შენც არ გესმის ჩემი. მასაც არ ესმოდა ჩემი იყავი უბრალოდ ჩემთან… თორემ მარტო დავრჩები. ახლა იცი როგორ ვარ? სხეულს გამოაკელი წინა ორი ასო, დარჩება ეული… მე ეული ვარ… სული- იფიქრე, არარაობავ… იფიქრე! თუ ფრენა გინდა უნდა იფრინო! მაგრამ სხეული ვერ იფრენს… მე ნუ მადარებ მას! მე შენი საკუთრება ვიყავი! ახლა კი ხმა ამოვიღე, შენ შეშინდი. ის არასდროს ყოფილა შენი საკუთრება… მარტოობის გეშინია? ,,ეული” ეგ სხეულის ერთ-ერთი მნიშვნელობაა. ბუნება ყველას უყვარს, ხეც ყველას უყვარს, მაგრამ ხშირად ტოტებს ამტვერევენ და მარტო რჩება. ხმება ან ძალას იკრებს, ახალი ტოტები გამოსატანად. შენ, თუ გამოაკელი ორი ასო… მეც გამოვაკლებ ორ ასოს შენს ,,სხეულს” და ეს ასოებია ,,ხე” რა დარჩა? ,,სული”… ხედავ შენ ის ხე ხარ, რომელსაც ტოტები მოამტვრიეს. მოამტვრიეს და ჩვენც განვცალკევდით.. II
სხეული- დამიჯერე ვიფრენ, დამიჯერე! არც შენს ხმაზე შევშინებულვარ… ცუდად ვარ! ცუდად! მე, მას შეგადარე და მაგიტომ დავრჩი მარტო… ხშირად ადამიანები ისეთ რაღაცეებს ვისაკუთრებთ, რაც ჩვენი არასდროს იქნება. ვიცი რატომაც ამოიღე ხმა, იმიტომ მოგეცი მაგის საშუალება. როგორ? გეტყვი… მე მას ჩემი სული მივეცი და ამით მივიჩნიე,რომ ის ჩემს საკუთრებას წარმოადგენდა. მეგონა თუ კი სულს მივცემდი არ მიმატოვებდა; მიმატოვა და ახლა შენს გაყოლებასაც აპირებს! შენ კი არჩევნის წინაშე დადექი მე, თუ ის ამიტომაც ამოიღე ხმა… სადაც ვიზრებოდი ერთი ხე გვერგო ეზოში და ტოტებს ვამტვრევდი, მაშინ არ მიფიქრია, რა დაემართებოდა ბავშვი ვიყავი და შეუგნებლად ვაკეთებდი. სულაც არ მიფიქრია,რომ სწორედ ამ ხეს დავემსგავსებოდი, რომელსაც ვამტვრევდი ტოტებს და ამ ყოველივეს მაშინ ვხდები, როცა მე და შენ დავრჩით. ჩემით ვიმტვრევდი კისერს და ამას ვერ ვამჩნევდი სანამ სხეულად არ ვიქეცი… სული- მოინანიე! ხომ იცი, რომ ახლა შენს წუთებს მე ვთვლი… სხეული სულის გარეშე ვერ იარსბებს, აწ მე ვახსენე რომ ყოვლის შემძლე ვარ! გინდა სიცოცხლე? მაშინ დამიბრუნე! იბრძოლე რათა შენმა სხეულმა,სული დაიბრუნოს… ნიღაბი მოიხსენი ჩემთან არ გჭირდება! ეგ ირონიული ღიმილიც მოიშორე! ჩემთან არაფერი გაგივა. დიახ, სწორედ მაგიტომ ამოვიღე ხმა, რომ უბრძოლველად არ წავსულიყავი.შენი ცხოვრების ბოლო ეტაპზე შენ თავთან, ერთხელ მაინც მართალი ყოფილიყავი. მიდი ამოხეთქე! დამანახე რომ შენ დაფერფლილ გულს უწინდებულად ფეთქვა შეუძლია. ახლა მითხარი,რომ შენით იმტვრევდი კისერს. არ მჯერა მაგ ყალბი სიტყვების.განამ იმ გოგომ არ გიბიძგა, რომ მოგემტვრია კისერი? რატომ მიეცი ჩემი თავი იმ გოგოს?! და მოიცილე ეგ ირონია სახიდან! სხეული- როცა შეამჩნევ, რომ ჩემი სახიდან გაქრება ირონია,მაშინ შენ ჩემს მდუ- ღარე ცრემლებს იხილავ, რომლებიც სახეს დამიფარავენ და ჩემი მფარ- ველი ანგელოზიც გაუჩინარდება აიჭრება ზეცაში, რათა თხოვოს,რომ დამტოვონ, საკუთარი თავის მეუფედ… რათა კიდევ შევძლო იმ გოგოს ხილვა, ეს ყველაფერი მალე დაიწყება, გარეთ ფოტლები აშრიალდება და შავი ღრუბელი შემუსრავს ზეცას, ელვა გაანათებს ჩემს დაღლილ-დატა- ნჯულ სხეულს,მეზობლის ძაღლი დაიწყებს განუწყვეტლივ ყმუილს და როცა ხალხი გაიგონებს გრუხუნს, ეს იქნება ღმერთისგან გამოძახილი, რათა ხალხა აცნოს ჩემი თავისუფლება. სანამ ეს ყველაფერი დაიწყება კიდევ ერთხელ მოვიხსნი ნიღბს… სული- მე არ მითხოვია შენი გაშიშვლება! შენი ნამდვილი სახის დანახვა მინდა! სხეული- გაჩუმდი! შენ ახლა შიშველს მხედავ, ეს მევარ ნიღბის გარეშე. ეხლა მოგიყვები თუ როგორ მივეცი სული მას. ეს პროცესი დაიწყო უნებურად, მან მთხოვა ნიღაბი მომეხსნა და ჩაეხედა ჩემს სულში… ვერ მოვახერხე ერთ დღეში ამ ყველაფრის მიცემა და ეს ერთი დღე გაიწელა წლებად… მე ყოველდღე,ჩემს ნამდვილ სახეს ვანახებდი და ისიც იგივეს ცდილო- ბდა... ერთ დღესაც მასთან ავედი სახში და გამოუცხადე რომ მას სულს ვჩუქნი,ვუთხარი რომ მოვიხსენი ნიღაბი,მაგრამ ჯერ ისევ ხელში მიჭი- რავს და მინდა ურნაში მოვისროლო, რათა ჩემი სული გადმოგცე. ეს ყვე- ლაფერი, რომ მოისმინა. მითხრა: მოისროლე ეგ შენი ნიღაბი… მე გავი- ხადე და მანაც ზუსტად იგივე მიპასუხა და ახლა ვხდები რატომაც… მაშინაც შენ მიპასუხე! გაიხსენე მე ამაზე რა გიპასუხე…. სული- შენ გაგიჟდი… იმიტომ, რომ შენ ჩემში მას ხედა, მე კი არ ვარ ის გოგო შეგიძლია განაგრძო? სხეული- დაგიმტკიცებ, რომ არ გავგიჟებულვარ… ვუპასუხე: შემომხედე, სახიდან მოიცილე, ეგ თეთრი ხელები.მე ესეთი ვარ ტანისამოსის გარეშე, ესეთივეა ჩემი სულიც, რომელიც მინდა გიბოძო. მან შემომხედა და მე, გავაგრძელე საუბარი,,, ვფიქრობ, რომ რაც მაცვია ჩემს საკუთრებას არ წარმოადგენს,მე ახლა არ მჭირდება ეს ტანისამოსი,მე ესეთი ვარ რეალურად და ესეთი უნდა გიყვარდე…. შემომხედე რა თვისუფალი ვარ, ყველაფერს ვგრძნობ ჩემი სხეულით… როცა ხელებს მაღლა ავწევ, წვიმა წამოვა და შენი ფანჯრიდან შემოიჭრება მიწის სურნელი,რათა ჩემს სხეულს აცნოს,რომ მიწიერია და მიწად უნდა იქცეს, სული კი მოემზადება ჩემგან გაფრე- ნისგან, რადგან მუდამ შენთან ვიყო. მას ცრემლი წამოუვიდა და ბოლოჯერ მეც წამომივიდა,ბოლოჯერ ვიგრძენი, რომ ადამიანი ვიყავი… მზად ვიყავი სულის მისაცემად,ხელები მაღლა ავწიე და სასწაულიც დაიწყო გარეთ ძლიერ გაწვიმდა,ავქვითინდი,რადან მივხდი ეს წვიმა მარტო იმას არ ნიშნავდა, რომ სულს ვთმომბდი, შენც ბოლოჯერ შეგი- გრძენი და მივხდი, რომ ჩემს სხეულს უცრემლოდ ვერ დატოვებდი… ამ დროს ყველა ჩარაზული ფანჯარა გაიღო და მიწის სურნელი შემოიჭრა, ტანში გამიარა და ჩოქზე დამაგდო, მუხლებიდან მოწყვეტით იატაკს დავენარცხე… მე შენ მიგატოვე… ახლა მოგწონვარ? და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არაფერია შემდეგ დაიწყო ჩემი ტანჯვა… როცა გონზე მოვედი დავინახე როგორ ედო ჩემს მკერდზე თავი და როგორ კვნესოდა… არ მინდოდა, რომ მომკვდარიყავი… არ მიდოდა.. ცოცხალი ვარ შემომხედე! იგი ჩამეხუტა და მაკოცა. ბედნიერი ვიყავი. ჩავიცვი და ნაწვიმარ გზას გავუყევი. ვერ გავაცნობიერე რა მოხდა, აშკარად უგონოდ ვიყავი და ჩემი ორგანოებიც გაჩერებული იყო,ვერ მივხდი რა მოხდა, როგორ მოვედი გონზე.. ეტყობა რაღაც სულის ნაწილი გადმომცა მან ჩახუტებით… სიცოცხლე,ბედნიერება,მწუხარება და ძლიერი სიყვარული,ის გრძნობები გადმომცა რასაც მაშინ გრძნობდა და შენც გაურკვევლად დარჩი. წვიმიან გზას მივყვებოდი და გონება მილიონ რამეზე ფიქრობდა. დახეული კეტები მეცვა და სახლში რომ გავიხადე, თითქოს წყლიდან ამომეღოს ფეხი,მე კი სისველე ვერ ვიგრძენი… შემდეგ სარკეში ჩავიხედე და ვერაფერი დავინახე. ყველაფერი დავკარგე, მგრძნობელობა საერთოდ აღარ გამაჩნდა არაფრის მიმართ! რობოტს დავესმგავსე… და მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობდი თავს ადამიანად… მერე თავი მოიკლა ზუსტად ერთი კვირის თავზე და მას მერე ამ ოთხ კედელში ვარ გამოკეტილი… შენ კი ჩემთან დაბრუნებას აპირებ…ახლა მე ზუსტად ვიცი რაც მოხდება… და შენ თუ ყოვლის შემძლე ხარ მაშინ მითხარი რატომ მოიკლა თავი? სული- მე დავბრუნდი შენთან,განა ვერ მგრძნობ?! იმ გოგონაშიც დაიწყო ცვლილებები. შენ, თუ სარკეში ვერაფერს ხედავდი,ის თავსაც და შენც გხედავდა. რადგან მე სრულად არ ვიყავი,-არცერთ მხარეს, შენში ადამიანის მხოლოდ ცალი მხარე დარჩა… სწორედ ვერ აღწერე მხოლოდ ძირითადი ოთხი თვისება დაინახე,ადამინის ყველა კარგი თვისებები დაგრჩა. მე, კი შენთან მყარად ვერ ვიყავი, ვერ დაგჩაგრავდი რადგან, მხოლოდ კარგი თვისებები შემოგრჩენოდა.ჩემს გარეშე თავს ვერ მოიკლავდი. მასთნ ადვილად მოვახერხე, ძალიან სუსტი აღმოჩნდა… განვტავისუფლდი და ისიც განვათავისუფლე, ახლა კი შენამდე მოვედი… შენი იერ-სახე, რომ დაგიბრუნო! სხეული- შენ ის მოკალი! მომშორდი! რა გახარხარებს?! სული- სარკეში საკუთარი თავის შეგეშინდა და მაგიტომ ესროლე იარაღი? მე ვბრუნდები… არა მე არ მომიკლავს… ის შენ დაღუპე! მაშინ რატომ არ იფიქრე შედეგებზე? გეგონა, სასწაული არ მოხდებოდა? გეგონა ამით კიდევ ერთ სიცოცხლეს აჩუქებდი? მან სიცოცხლე აქეთ გაჩუქა. ადამიანის ყველა კარგი თვისება გიბოძა მხოლოდ.ახლა იცი რატომ ესროლე სარკეს?! იმიტომ რომ შენი ნამდცილი სახე დაინახე,ურჩხული ხარ! ახლა ხვდები რაოდენ საშიშები ვართ ადამიანები.. ხვდები?! რომ საკუთარი თავის მაგივრად ის გაწირე, შენ კი რა გენაღვლება ცოტახანში, ჩვეულებრივი ადამიანი გახდები, ის ახლაც შენთან არის არ მიგატოვა… უკვდავება სიყვარულშია და არა იმაში,თუ რას გაიღებ შენ მისთვის…მე დავბრუნდი, რადგან ნიღაბი მოგხსენი… მგრძნოობ?! სხეული- მე ის, არ მომიკლია… არ ვიცდი თუ ეს შედეგები მოყვებოდა ამ ყველაფერს, ღმერთია მოწმე თუ რა წმინდა ვიყავი მაგ დროს. არ მიფიქრია შედეგებზე,მასთან მინდა ყოფნა ეს ყოველთვის მინდოდა, ავადმყოფურად მიყვარს და არა მიყვარდა! მე ვაღიარებ ჩემს ყველა შეცდომას და არ ვურიგდები მდგომარეობას…თუ კი სიცოცხლეში ვერ შევძელი მასთან ყოფნა ეხლა მომეცი შანსი… ეგოისტი ვიყავი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ სიცოცხლეში მუდამ ჩემი ყოფილიყო, რამდენიმე წელიმეცხოვრა მასთან.შემდეგ აღარ ვფიქრობდი,დიახ მე მასთან სიკვდილამდე მინდოდა ყოფნა და იმას ვერ ვხდებოდი,რომ სიყვარული უკვადავია,რომ სიყვარული სიკვდილის სემდეგაც არსებობს, რომ სიყვარული საუკუნოდ გრძელდება…გთხოვ ნუ განმაშორება მასთან. როცა ახლა სულს ვიბრუნებ და შემდეგ ისეთი დავბრუნდები,როგორიც ვიყავი. ახლა უკვე როცა ადამიანი ვარ გთხოვ ამისრულე ბოლო სურვილი და სასწაული კიდევ ერთხელ მოახდინე შენი წმინდა ხელებით, მე ცოდვილს ამისრულე საბოლოო სურვილი.. უფალო შემიწყალე! წარმოთქვა ბოლო სიტყვები ,,უფალო შემიწყალე” და თვალთაგან წარსკდა ცრემლთა მდუღარება,მისი სახე მთლიანად მოიცვა ცრემლებმა, გარეთ აშრიალდნენ ჭადრები,ფანჯრები უცბად გაიღო, ანგელოზები კივილით აიჭრენ ზეცაში,წამშივე შეიმუსრა ზეცა შავი ღრუბელით, ფანჯრიდან შემოისმა ძაღლის გაუჩერებელი ყმუილი და მანაც იგრძნო, რომ სასწაული დაიწყო. ელვამ გაანათა და ძირს დანარცხებული სხეული, დაანახა…მისი ცოდვით ნატანჯი სხეული… და იმისთვის რომ ეცნო არა მარტო ხალხისთვის,რომ იგი თავისუფალია! არამედ ,,შავი ანგელოზ- ებისთვისაც” რომ ბიჭის ,,სული” არც მას ეკუთვნოდა და არც მათ. იგი სრულიად თვისუფალია და გაკუთვნილია უკვდავებისთვის,საუკუნო სიყვარულისთვის… ზეცას მოწყდა ჭექა-ქუხილი! და ღრუბლებიც გაიფატნენ… მზემ კი მიანათა სხეულს, რომელიც უკვე იმყოფებოდა ,,სულის გარეშე”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეული მე ვარ. (ან მეც). ეული მე ვარ. (ან მეც).
12. ავტორი: პილატე ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 2 და დიდი მოწონება... ავტორი: პილატე ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 2 და დიდი მოწონება...
11. მოგიწონე ავტორო. კარგია კარგი. წარმატებები. მოგიწონე ავტორო. კარგია კარგი. წარმატებები.
10. აკუტაგავას "დიალოგი წყვდიადში" წაიკითხე, მოგეწონება)* (ალბათ))) აკუტაგავას "დიალოგი წყვდიადში" წაიკითხე, მოგეწონება)* (ალბათ)))
9. დიდი ხანია აქ აღარაფერს ვკითხულობ,მაგრამ დამაინტერესა სულის და სხეულის საუბარმა :) რამდენიმე შეცდომაა გაპარული და გამოსწორებადია,თუმცა ოდნავ სხვა ჭრილში შეიძლებოდა ამ საუბრის წაყვანა,ასევე ოდნავ ლაკონურად.. იდეას ვაფასებ,შესრულება მესუსტა :) მე მჯერა უკეთესი იქნება შემდეგი და პირობას გაძლევთ წავიკითხავ..
დიდი ხანია აქ აღარაფერს ვკითხულობ,მაგრამ დამაინტერესა სულის და სხეულის საუბარმა :) რამდენიმე შეცდომაა გაპარული და გამოსწორებადია,თუმცა ოდნავ სხვა ჭრილში შეიძლებოდა ამ საუბრის წაყვანა,ასევე ოდნავ ლაკონურად.. იდეას ვაფასებ,შესრულება მესუსტა :) მე მჯერა უკეთესი იქნება შემდეგი და პირობას გაძლევთ წავიკითხავ..
8. აქამდეც რამდენჯერმე დავაპირე ამ ნაწარმოების წაკითხვა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა :)
სულისა და სხეულის დიალოგ-ჭიდილზე ძნელია რაიმე ახალი და განსაკუთრებული თქვა. .
მეხელოვნურა მაინც, თუმცა მთლად უინტერესოც არ იყო.
აქამდეც რამდენჯერმე დავაპირე ამ ნაწარმოების წაკითხვა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა :)
სულისა და სხეულის დიალოგ-ჭიდილზე ძნელია რაიმე ახალი და განსაკუთრებული თქვა. .
მეხელოვნურა მაინც, თუმცა მთლად უინტერესოც არ იყო.
7. საინტერესოდ იკითხება!!! წინსვლით!!! მე მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! საინტერესოდ იკითხება!!! წინსვლით!!! მე მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
6. ცუდად ვარ! ცუდად! მე, მას შეგადარე და მაგიტომ დავრჩი მარტო… +5 წარმატებები .. სუფთა და წმინდა გულით ნაწერია ემჩნევა :* ცუდად ვარ! ცუდად! მე, მას შეგადარე და მაგიტომ დავრჩი მარტო… +5 წარმატებები .. სუფთა და წმინდა გულით ნაწერია ემჩნევა :*
5. ძალიან საინტერესოა! +++++++++++++++55555555555555555 ძალიან საინტერესოა! +++++++++++++++55555555555555555
4. წავიკითხე, ძალიან საინტერესოა, მე ყოველთვია მაქვს შეგრძნება სულისა და სხეულის ერთიანობის, ჯერჯერობით ჩემი სულისა და სხეული ცალკე წარმოსახვაც არ მაქვს ძალიან ჩამაფიქრმა ამ ნაწერმა. ხელმეორედ უნდა წავიკითხო! წავიკითხე, ძალიან საინტერესოა, მე ყოველთვია მაქვს შეგრძნება სულისა და სხეულის ერთიანობის, ჯერჯერობით ჩემი სულისა და სხეული ცალკე წარმოსახვაც არ მაქვს ძალიან ჩამაფიქრმა ამ ნაწერმა. ხელმეორედ უნდა წავიკითხო!
3. (სპექტაკლი ორი მსახიობისათვის)
ახლა იცი როგორ ვარ? სხეულს გამოაკელი წინა ორი ასო, დარჩება ეული… მე ეული ვარ…
მეც გამოვაკლებ ორ ასოს შენს ,,სხეულს” და ეს ასოებია ,,ხე” რა დარჩა? ,,სული”…
+ + + ძალიან მომეწონა, ყოჩაღ პილატე. მგონი გაგვიმართლა და დრამატურგი გამოჩნდა საქართველოს სინამდვილეში.
წაიკითხეთ. ნამდვილად ღირს ამისი წაკითხვა. ხუთი ქულა რა თქმა უნდა. (სპექტაკლი ორი მსახიობისათვის)
ახლა იცი როგორ ვარ? სხეულს გამოაკელი წინა ორი ასო, დარჩება ეული… მე ეული ვარ…
მეც გამოვაკლებ ორ ასოს შენს ,,სხეულს” და ეს ასოებია ,,ხე” რა დარჩა? ,,სული”…
+ + + ძალიან მომეწონა, ყოჩაღ პილატე. მგონი გაგვიმართლა და დრამატურგი გამოჩნდა საქართველოს სინამდვილეში.
წაიკითხეთ. ნამდვილად ღირს ამისი წაკითხვა. ხუთი ქულა რა თქმა უნდა.
2. ვტორი: პილატე ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 5
19 ოქტომბერი, 2013
აი ძალიან, ძალიან მაგარია <3
მარტოობის გეშინია? ,,ეული” ეგ სხეულის ერთ-ერთი მნიშვნელობაა. ბუნება ყველას უყვარს, ხეც ყველას უყვარს, მაგრამ ხშირად ტოტებს ამტვერევენ და მარტო რჩება. ხმება ან ძალას იკრებს, ახალი ტოტები გამოსატანად. შენ, თუ გამოაკელი ორი ასო… მეც გამოვაკლებ ორ ასოს შენს ,,სხეულს” და ეს ასოებია ,,ხე” რა დარჩა? ,,სული”… ხედავ შენ ის ხე ხარ, რომელსაც ტოტები მოამტვრიეს. მოამტვრიეს და ჩვენც განვცალკევდით..
^_^ ^_^ ^_^
ვტორი: პილატე ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 5
19 ოქტომბერი, 2013
აი ძალიან, ძალიან მაგარია <3
მარტოობის გეშინია? ,,ეული” ეგ სხეულის ერთ-ერთი მნიშვნელობაა. ბუნება ყველას უყვარს, ხეც ყველას უყვარს, მაგრამ ხშირად ტოტებს ამტვერევენ და მარტო რჩება. ხმება ან ძალას იკრებს, ახალი ტოტები გამოსატანად. შენ, თუ გამოაკელი ორი ასო… მეც გამოვაკლებ ორ ასოს შენს ,,სხეულს” და ეს ასოებია ,,ხე” რა დარჩა? ,,სული”… ხედავ შენ ის ხე ხარ, რომელსაც ტოტები მოამტვრიეს. მოამტვრიეს და ჩვენც განვცალკევდით..
^_^ ^_^ ^_^
1. კიდევ მოვალ, აქ... +++++ კიდევ მოვალ, აქ... +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|