ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიინ
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2013


* * *

წვიმის წვეთები ეცემა ფანჯრის იქითა მხარეს...
სივრცე აღქმული ვარდისფრად -
გაქრა... არაფერს დავსდევ...

შავი ნათელში შთაინთქა
დღეს თეთრი არ ჰგავს თეთრსაც...
რაღაც უცნაურ ფერებში -
მზეა - მე კი ვერ ვხედავ...

ბილიკს ღატაკი გაუდგა...
ხელს უწვდის გამვლელს გვერდით...
სცივა, კანკალებს და ძონძებს
იკრავს - შიშიშვლეს ვერ ცვლის.

გვერდით ჩამვლელმა გაჰკიცხა,
ხელი კრა ბავშვმა მზერით...
თვალებს არიდებს გამვლელებს,
შიმშილს ვერაფერს შველის.

ხელი სხვის ჯიბეს მიწვდა,
რიდი სინდისში ჩაკვდა...
ხელი შუშვა ჯიბეს -
ლამის გუბეში ჩაწვა...

ცრემლიან თვალებს იწმენდს,
სიკვდილში ეძებს შველას...
ტალახიანი სახე... ბინდი ეშვება ნელა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები