ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბრავო
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2013


ვეწევი...

ვეწევი ძვირფასო, სიგარეტს ვეწევი,
ვეწევი,როგორაც ცხოვრებას დარდიანს.
ხანდახან, ძვირფასო, თქვენს კვალსაც ვეწევი,
არ ვარჩევ ამინდებს წვიმიანს, დარიანს.

ვეწევი ოთახშიც, ვეწევი სად აღარ,
ხანდახან ვზივარ და ვეწევი ყალიონს,
ზოგჯერ კი თქვენს ფიქრებს ვეწევი მე ჩემკენ
და მერე წერილად ვატან ფოსტალიონს.

ძვირფასო, მე ზოგჯერ იმ გნოლსაც ვეწევი,
ტრფობა რომ მივანდე ზეცაში აფრენილს,
მიყვარხართ, მიყვარხართ მე უფლის შეწევნით,
ვეწევი, გორებს ვდგამ თამბაქოს ნაფერფლით.

ზოგჯერ კი, შვა გზაში ვეწევი თქვენს აჩრდილს,
ვუჩქარებ ნაბიჯებს, არ მინდა დაგკარგოთ,
ვეწევი, თუმც მერე ვხედავ , რომ არ დარჩით
კიბეზე ამასწრეთ, დავმწუხრდი და კარგო

ვჯდები და ისევე ვეწევი სიგარეტს,
თამბაქოს ბურუსში ვეხვევი ნარბენი,
ძვირფასო შეხედეთ ამ გრძნობის სიგანეს,
შეხედეთ მიყვარხართ, შეხედეთ რამდენი

მცირედი წამია ჩევნ შორის თითქოს და
მიჰქონდა იმ დილას კურიერს უსტარი,
ვუთხარი(თქმის ძალა ძვირფასო კი მქონდა?!):
რომ ჩემი სამყაროს იყავით სტუმარი.

ვეწევი ძვირფასო, ვეწევი რას აღარ,
ვეწევი გორებს ვდგამ თამბაქოს ნაფერფლით,
მიყვარხართ, თქვენს კვალსაც ვეწევი ხანდახან
და მერე ბურუსში ვეხვევი ნარბენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები