ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადარ-ეული
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2008


ხარ თავის-უფალი(?)

                                                            ხარ
                                                  თავის-უფალი(?)

  ისევ ცივა, მეც მცივა, გარეთაა სიცივე... რა მინდა ამ ტბის პირას, ღამე, მარტო, ხო მარტო, მარტო. გაყინულ მიწაზე ვზივარ და ვფიქრობ, ბალახიც არ ჩანს არსად, ამ ოხერ ზამთარში. მაგრამ წარმოიდგინე, რომ ამ დროსაც კი არსებობს რაღაც კარგი...
რა ხდება? თითქოს ნაბიჯების ხმას ჰგავს.
ბიჭი წამოდგა, სამოსი დაიფერთხა და მიიხედ-მოიხედა. ტბის ნაპირას კიდევ ერთი ადამიანი გამოჩდნა, რომელიც ბიჭს მიუახლოვდა.
-  საღამო მშვიდობის
-  გამარჯობა
-  ვინ ხარ, ხომ არ გიცნობ?
-  არა, არ მოცნობ
-  რა გინდა ამ დროს აქ?
-  დაკითხვაზე ვარ?! სჯობს თვითონ მითხრა, რას აკეთებ ტბის პირას, მარტო, ზიხარ აქ გაშეშებული, კარგა ხანია გიყურებ, იცი რაღაც უცნაური ვინმე ჩანხარ.
-  არ ვარ უცნაური, უბრალოდ ვფიქრობ
-  რაზე?
-  იმაზე, რაზეც შენ ვერასოდეს იფიქრებ
    სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი მთვარის შუქს გაჰყურებდა, რომელიც ტბის ზედაპაირზე ვერცხლისფრად ლიცლიცებდა, გოგო კი დაბნეული, უაზროდ აქეთ-იქით იყურებოდა
-  წამო, წავიდეთ – სამარისებური სიჩუმე დაარღვია გოგომ
-  შენ წადი, მე აქ დავრჩები, მგონი არც მითხოვია შენთვის ჩემთან მოსვლა
-  კარგი, ისედაც მელოდებიან, ჩემი ტელეფონის ნომერი არ გინდა?
-  არა – ცივად მოუჭრა ბიჭმა
-  კარგი, ნახვამდის
-  წახვალ ბოლოს და ბოლოს თუ არა!
-  უკვე მივდივარ. რამდენი გიჟია ამ ქვეყანაზე – თავისთვის გაიფიქრა გოგომ და წავიდა.
    ბიჭი ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს გაყინულ მიწაზე, ირგვლივ იდუმალი სიჩუმე გამეფებულიყო, აშოლტილი, გაშეშებული ხეები თოვლს გაეჭაღარავებინა, არც ფრინველების ხმა ისმოდა, ბიჭი ისევ ტბასთან იჯდა და გრძნობდა, რომ ყველაფერი თბებოდა, სიხარულით ივსებოდა. სისხლი ძარღვებში ახლა უფრო ძლიერ ბოგინობდა და გულსაც ბაგა-ბუგი გაჰქონდა, ფიქრი ნელ-ნელა ქრებოდა და მას რაღაც აღუწერელი, თითქოს ჩაუწვდომელი ცვლიდა. ბიჭმა თვალები გაახილა, მან ტბა დაინახა, რომელიც აქამდე შავი იყო, ხოლო ახლა ფერი ეცვალა, ის ფირუზისფერი გამხდარიყო, მისი ჩურჩული ისმოდა, მისი სუნთქვა. ტბა ბიჭს უხმობდა და ეს ხმა თანდათან ძლიერდებოდა, უფრო ნაცნობი ხდებოდა. უცბად ტბა გაჩერდა, წყლიდან ნელ-ნელა ოქროსფრფოთლებიანი, გასხივოსნებული ხე ამოიმართა, გარშემო თეთრ მწვერვალებსა და მთებზე გაშლილმა ხეებმა ჭაღარა თავები დახარეს. ბიჭი თვალებს არ უჯერებდა, მაგრამ ეჭვიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ჟრუანტელის მომგვრელ სიჩუმეში ხმა გაისმა, რომელიც ბიჭს უხმობდა, იგი ადგა და ტბაში შევიდა, რომელიც საამურად თბილი იყო, ბიჭი წყალში მიიწევდა და არ სველდებოდა, იგი საოცარი ხისკენ მიდიოდა და ყოველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ მისი სული სიხარულითა და მადლით ივსებოდა, ბიჭი ვეღარ ფიქრობდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ფიქრი საჭირო არ იყო, მანძილი ხემდე სულ უფრო მცირდებოდა, ბიჭი ხეს მიუახლოვდა და იხილა ის, რაც უხილავია.
-  ახლოს დადექი – გაისმა ხმა, რომელიც გაუგონარია.
ბიჭი ხესთან ახლოს მივიდა, მის ოქროსფერ ფოთოლს ხელით შეეხო და...
  „სიჩუმეა ჟრუანტელის მომგვრელი, გწყურია გამოიგონო დინამიტი, რომ ერთი წამით დაარღვიოს მყუდროება. გწყურია ცეცხლი წაუკიდო სოფელს, რომ განათდეს იგი, ისეთი სიბნელეა...“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს