ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოცეკვავე პერაშკი
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2013


წავიდეთ, წამო...

წამო, ხელი ჩამჭიდე მაგრად და წავიდეთ...

წავიდეთ, მზეზე გადავწმინდოთ მტვერი, ლაჟვარდს ყველა ღილი შევუხსნათ და მაგრად ჩავეხუტოთ... წავიდეთ, პეპლები გავუშვათ.. არა, ჯერ ვაკოცოთ და მერე გავუშვათ......
ციდან ჩამოღვენთილი ვარსკვლავებით ავივსოთ ხელები....... ცისკენ გავცუროთ იალქნიანი გემით....ღრმად ჩავყვინთოთ, ისე ღრმად, რომ სხეულის ყველა უჯრედი ზღვის ქაფმა მოიცვას.....

წამოდი, ვიცეკვოთ, ისე, თითქოს არავინ გვიყურებს...

წამო, ღრუბლებს ცრემლები შევუშროთ...
ფუნჯი აიღე, ცას სარტყელი გავუფერადოთ! წამო, მთვარე დავრგოთ, მერე ბევრი მთვარე გვექნება და აღარ შეგვეშინდება ღამის სიბნელეში სიარულის..! თუ დავიღლები ხელში ამიყვანე....

წამო, დავწეროთ, რომ ერთმანეთის ჰაერით ვსუნთქავთ და რომ შენი ამოსუნთქული ჰაერი ჩემი ჟანგბადია.. წამოდი ყვავილები ჩამაწანი თმაში..... ფანტელები ჩავკოცნოთ, თოვლი გადავბერტყოთ ხეებიდან, ჩავეხუტოთ, გავათბოთ...
წამო, ქარს გავყვეთ და პირამიდების მდუმარებას მოვუსმინოთ...
წამოდი, სიცოცხლე დავხატოთ....


თუ დაიღლები გულზე დამადე თავი, ჩემი გულის ფეთქვას აუწყვე შენიც.....
ოღონდაც ჯერ წავიდეთ.........
                                          წავიდეთ, წამო..............!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები