ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოქეთი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2013


მე.ჩემთვის.

სულ არ მაქვს დარდი,მე სიძულვილი მაცოცხლეს მხოლოდ,
მიშველის კოცნა,ერთი კოცნა ფერიის ვალად,
მიშველეთ ვინმემ sos დეპეშა დავტოვე ბოლოს,
თქვენ გამოგზავნილ მონატრებას ვერ ვტოვებ მკრთალად.

სურნელი მიყვარს,შენი,მხოლოდ ტალღოვან მთების,
პეპლებად ვაბნევ მზის კისერზე კოცნების ჯარს და...
სირცხვილიაო ასე ამბობს,აზრია ბრძენი,
აბა გულს კითხე თქვენზე ფიქრში ასტრალსაც გაცდა.

მე ქართველი ვარ,და ვერ გტოვებ ასე ადვილად,
მუხლებზე ვდგავარ დაჩოქილი განაჩენს ველი,
იმედი მაქვს გავიმარჯვებთ ოღონდ თავიდან
და ისევ ისე დაგვიმონებს,სატანა ძველი

შენ სიმარტოვეს ავსებ ჩემში,ჰო სიმარტოვეს,
იმდენად მამჩნევ,რამდენიც ვარ ცოცხალი მხოლოდ,
ვიმედოვნებ და ვიმსახურებ,არ მიმატოვებ,
ასე გიგზავნი sos დეპეშას,სულიდან,ბოლოს !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები