ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2008


ისევ მთის მოტივზე...

დარდ შამეჩვია,
ხანდისხან გამივლის გულში, გამკენწლავს,
ჰოდა ტყუილად შავჩივი ჩემს უბედობას გამჩენსა.
კაცი მისთვის ქმნა უფალმა, ვარამს მედგრადა ხვდებოდეს,
გასტეხოს ჭირი წელშია, თვითონ კი არა ტყდებოდეს.
მე კი, რა მეთქმის უვარგისს, ჭირი რა მოსატანია,
ჩემი ვაების მიზეზი ერთი მოხევის ქალია,
კაცისად ლანდად მაქცია, წყაროს წყალივით დამლია,
ნაწნავ მესროლა ქამანდად, მაჯას ბორკილად დამადო,
თან ახლოს არ მიმიკარა, შორიდან ცქერით დამადნო.
ქალი კი არა, ალია, მინისლულ მზერით დამცოფა,
გადამიარა, გამთელა მისი სხეულის ღვარცოფმა.
ქალი კი არა, შხამია, ტკბილად მკლავს ნაზი მაცდური,
ისეთი რეტდასხმული ვარ, თითქოსდა კლიდადან დავცურდი.
უფალ, შამინდე უბადრუკს, დიაცის ძალას ვემონე,
თუ არ მიშველი, ვეღარ ვძლევ მისგან მოგზავნილ დემონებს.
უფალ, მიწყალე, გამთელა ქალაის თვალთა მზერამა,
ისე შამხედავს, ტანში მცრის, თითქოს დამზვერა ძერამა.
კაცი ვარ ახლა ვითომ, მე, - დარდ შამეჩვია გულშია.
ის ჩემი ცეცხლის წამკიდე არ მაგდებს აინუშშია.
უფალ, შამინდე ტიალი, ძალა მომეცი ხსნისაო,
გულზე ავიხსნა ბორკილი იმ დალოცვილის თმისაო.
არც მინდა იმას ვემონო, აღარც ტრფობის მაქვს ძალიო,
გული სწუხს, რად შაუქმნია, ღმერთს ასე ტკბილი ქალიო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები