ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2013


(თეთრი) შენშია ქალი

შენშია ერთი- სიყვარული,
რასაც უწოდა გაბრიელმა ღმერთი!
ჩემში შენ ხარ, რასაც უწოდებს
სიყვარულს- ღმერთი!
თუნდ მომისაჯონ სამუდამო პატიმრობა, მე არ დავარღვევ პირობას - შენ მეყოლები დედამიწაზე ქალებში- ერთი!
თუ კი ოდესმე დამაფიცებს დედა
- ღმრთისმშობელს!
მეც არ დავუთმობ ჩემს სიამაყეს
არ წავალ ზევით!
დაველოდები სიბერეს ისეთს
შენი სულივით რომ არის თეთრი.
არ წაიყვანო შენი ფიქრები სადაც ბნელია, შეეშვი ხომ იცი  ქვეყანა ვრცელია და მეც გიპოვნი, არ დაგტოვებ კოცონში ფერფლად.
ჩვენი მიზანი- გადავკვანძოთ სიცოცხლე ბეჭდად,
ეს გაამართლებს საშუალებას დღეს რომ ვართ კენტად.
შენა ხარ ჩემში ის- ერთი,
რომელიც ქალია და ქალს გარეთ-
ღმერთი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს