| ავტორი: ჟაკი ჟანრი: პროზა 24 ნოემბერი, 2013 |
ტალღები ერთმანეთის მიყოლებით ასკდებოდა ნაპირს. აბრაზია ემუქრებოდა პატარა ქალაქს ყოველი მხრიდან და დაუსრულებელი იყო თავსხმა. ბობოქრობდა ზღვა, როგორც განრისხებული აბჯროსანი, ბრძოლის ველზე სიკვდილის მომლოდინე., უკანასკნელად დევურად რომ ამოიგმენს და ძლიერდებოდა, იმატებდა მისი ღელვა და მრისხანება. გაბოროტებულ გვირგვინოსანს ჰგავდა კვერთხმომარჯვებულს ურჩი კარისკაცის ან გამცემის მოსარჯულებლად. უთავბოლო იყო მისი თქეში და მრისხანება. წალეკა ნაპირი. ათასგვარი ნაგავი, რაც კი ჩაუყრიათ მასში უკანვე ამოანთხია საბრალომ, გამძვინვარებულმა. თითქოს სისხლს ანთხევდა დაჭრილი და არც კი ითხოვდა დახმარებას. უკანასკნელ ამოსუნთქვად ძალადობა და შურისძიება დარჩენოდა. ანგრევდა ტალღა ნაპირს. ბზარი ბზარს ემატებოდა და იხსნებოდა მიწა დატოტვილი ხის მსგავსად. იხსნებოდა და იშლებოდა, ქუცმაცდებოდა, რომ მარტივად ჩასვენებულიყო ზღვაში. თითქოს ულმობლად შესცქეროდა ზღვა ამას, მაგრამ იყო რაღაც გრძნობა მშობლიურის მსგავსი, შმაგსაც რომ აატირებს, გიჟსაც რომ მოთოკავს, გულქვას აგრძნობინებს და ცოდვილს მოაბრუნებს რჯულისაკენ. ახლა ცრემლებად წასკდა ტალღები ზღვას, უსასრულო ცრემლებად. მგლოვიარე იყო და მისტიროდა ქალაქს. უნდოდა რაიმე ეგრძნო ზღვას და აი, იგრძნო კიდეც სიბრალული და სინანული... სიყვარული. ცრემლებმა მრისხანების დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა. ნაკუწ-ნაკუწ დაიშალა ქალაქი, კენჭ-კენჭად და ქვა-ღორღად, ნაწილ-ნაწილ და ნაგლეჯ-ნაგლეჯ ჩაეშვა ზღვაში. ამჯერად საშველად გამოექანა ტალღები. აქეთ ეცა, იქით ეცა, ხელს უწოდებდა ფსკერისკენ მიმავალ სახლებს, მაგრამ ამაოდ. გაქრა ყოველივე და უსასრულო ნაღველს მიეცა ზღვა, რადგან არ ჰქონდა მას დასასრული. მიტოვებულმა ყველაფრისაგან მდარედ დაიწყო რწევა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვირუსო, ხელახლა გადახედეთ ნაწარმოებს იქნებ გაიგოთ..
ვირუსო, ხელახლა გადახედეთ ნაწარმოებს იქნებ გაიგოთ..
4. კარგია, მაგრამ ზღვა რა პონტშია მიტოვებული?))))) კარგია, მაგრამ ზღვა რა პონტშია მიტოვებული?)))))
3. საინტერესოა++ საინტერესოა++
1. დამაინტერესა. +++ დამაინტერესა. +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|