ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სულს სურს
ჟანრი: პროზა
26 ნოემბერი, 2013


ერისთვის სამგლოვიარო ერთისთვის კი არაფრის მთქმელი დღე


            სამწუხარო ამაბავი ერთ წუთში გავრცელდა ქალაქში. 30 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე, აქა-იქ საუბრობდნენ ამაზე, მაგრამ არავის სჯეროდა. 31 აგვისტოს კი, დღის პირველ საათზე სამგლოვიარო ცნობა გამოაკრეს.
30  აგვისტოც გათენდა. დილის შვიდი საათი იყო. გიგლა უნდილაძის ოჯახში ისევ ხმაურია...ისევ ისმის სიდონიას ხმა... ხმა რომელშიც ერთმანეთს შეზავებია სიყვარული და სიძულვილი, მორჩილება და ბატონობა. ისევ გაისმის უკვე მრავალგზის ნათქვამი ფრაზები, რომლებიც ერთი ადამიანის მიმართაა ნათქვამი.
-გიგლა, გეყოფა ბიჭო ძილი!! ადექი საქმეს ეწიე!!!                                                                                                                      განწირული ხმით ჰყვიროდა სიდონია. თანაც უკვე მრავალჯერ დაკერილ და დაძონძილ ფარდას აქეთ-იქით სწევდა. რათა მისი მეუღლე იქნებ მზეს მაინც მოეყვანა გონს.
როგორც იქნა გოგლამ თავს ძალა დაატანა და წამოდგა. დღეს განსაკუთრებული დღეს ჰოქნდა. იგი ქალაქში უნდა წასულიყო სავაჭროდ, გაეყიდა ის, რაც მისი ცოლის ოფლით იყო მოპოვებული. ეს ამბავი მას ძალზედ ახარებდა, რადგან შეძლებდა დუქანში შესულიყო და ლაზათიანად მოელხინა. მისი დიქრი და გონება დილიდანვე ამით დაიბურა.საბოლოოდ გადაწყვიტა ეზოში ჩასულიყო და ცხენი ენახა, რომელსაც პირში სული ძლივსღა ედგა და ისიც კი საეჭვო იყო უკან სოფელში შეძლებდა თუ არა დაბრუნებას. დაახლოებით დილის ცხრის ნახევარი იყო, როდესაც გიგლამ გადაწყვიტა ესაუზმა და როგორც ყოველთვის, მბრძანებლური ტონით, ცოლს საჭმლის მომზადება მოსთხოვა. საუძმე მალევე დაამთავრა, სიდონია ცდილობდა, შეესმინა მისთვის, რომ ქალაქიდან ხელმოცარული არ დაბრუნებულიყო და კარგად ევაჭრა, ფული უაზროდ არ დაეხარჯა. თუმცა ამაოდ გიგლას გონება მხოლოდ დუქანში ქეიფისკენ და იქაურ ლამაზმანებთან გართობისკენ ჰქონდა მიმართული.
10ის ნახევარი იყო, როცა გიგლა უნდილაძე, თავის დავეჩავებული ცხენით, რომელიც ძლივს ეწეიდა ურემს, გზას გაუდგა. გზაზე წყაროსთან ვიღაც ქალი და კაცი შენიშნა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია.რამდენიმე წამში კი გაისმა თოფის დამაყრუებელი გრუხუნი.გიგლას შეეშინდა, ვაითუ ყაჩაღები ყოფილიყვნენ და მისთვის ყველაფერი წაერთმიათ.წარმოიდგინა, რომ ვეღარ შეძლებდა დუქანში შესვლას და იქ მოლხენას. იქ დაინახა ხუთი თუ ოთხი კაცი, რომლებიც ეტლს შორდებოდნენ, ვიღაც ძირს ეგდო და ქალი კი მას დასტიროდა. გაოგნებულმა გიგლამ ცხენს მათრახი გადაარტყა რათა ნაბიჯისთვის აეჩქარებინა და თავის გზა განაგრძო. მიაბიჯებდა მისი ცხენი ქალაქისკენ დაბეჩავებული, თუმცა მაინც მედიდური.მკვდარი, მაგრამ მაინც ცოცხალი. უნდილაძეს კი გონებიან ვერ ამოდიოდა დუქანი და ლამაზმანები, რომლებიც მას მაცდურად უღიმოდნენ. ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც ქალაქს მიუახლოვდა,
ბაზრის გზას დაადგა...დილის თორმეტი საათი იყო... იქვე შესასვლელთან კარგი ადგილი იპოვა, ურემი შეაჩერა და რაც კი ჰქონდა გასაყიდად წამოღებული ყველაფერი ამოალაგა.ორი ქათამი,ექვსი თავი ყველი, ხუთი ლიტრი რძე, თხუთმეტი კვერცხი და ერთი თხა. საკმაოდ დიდხანს ელოდა მყიდველს და ბოლოს, როგორც იქნა მოახერხა და ყველაფერი გაყიდა. უკვე ექვსი საათი იყო. ქალაქს ნელ-ნელა ეპარებოდა ბევრისთვის ჭორი და ბევრისთვის ცხოველური მკვლელობის ამბავი.
ბედნიერი გიგლა დუქანში შევიდა. რამე იქვე სასტუმროში გაათენა.მეორე დღეს გვიან გამოვიდა სასტუმროდა. დღის 12 საათი იყო.ფული კიდევ დარჩენოდა.გადაწყვიტა ისევ დუქანში შესულიყო, იქ დაახლოებით 2 საათს გაჩერდა და ისევ სასტუმროში ავიდა, მაცდურ ლამაზმანებთან...დაახლოებით 6 საათი იქნებოდა როდესაც სასტუმროდან გამოვიდა და სახლის გზას გაუყვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯიბეში ერთი გროშიც არ ეგდო, მაინც არ ერიდებოდა სახლში ხელცარიელი დაბრუნებისა.
ქალაქში რაღაც უცნაური ხდებოდა.ყველა რაღაცაზე ლაპარაკობდა, ეს მთელ ერს აერთიანებდა და აწუხებდა გარდა გიგლასი. იგი ვერ მიმხვდარიყო რაში იყო საქმე. იგი იმდენად იყო გაბრუებული ამ წუთიერი სიამოვნებით, არც კი დაინტერესებულა რა ხდებოდა. გაუდგა უნდილაძე გზას. ცხენი თითქმის ვეღარ მიდიოდა. სადაც იყო დაეცემოდა. ამასობაში იმ წყარომდე მივიდა, სადაც წინა დილით მკვლელობა მოხდა.ცხენი რამდენიმე წამით გაჩერდა,გაბრაზებულმა გიგლამ მათრახი მთელი ძალით გადაჰკრა ცხენრს ერთხელ, ორჯერ,სამჯერ, ის კი ჯიუტად არ იძვროდა ადგილიდან. და უცებ გაგსაოცარი სიჩქარით ცხენი გაიქცა თან წაიყვანა გიგლაც და ღამის უკუნში გაუჩინარდა.
იმ დღეს კი 30 აგვისტოს, წიწამურის წყაროსთან მოკლეს ილია ჭავჭავაძე.ადამიანი,რომლის სიკვდილმაც დააობლა ერი. დაამწუხრა და დაადარდიანა ქვეყანა, მაგრამ არა, ერთ ადამიანი ეს იყო გიგლა უნდილაძე.                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები