ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2013


"აიფონ 5" და ნაგლეჯი მიწის

ფაცხიდან ძალზე ახლოა პრადო,
მამაოს თუკი კარგი აქვს მადა,
უმალ შეიძენს დაჩას და ვილას,
ანაფორაზეც ასწყდება ღილი
ჭამისგან.თუმცა არსებობს ზოგი,
აცვია ძველი ფლასი და ტოგა,
ცხოვრობს უბრალოდ,სურვილით ერთით,
რომ ემსახუროს ხალხსა და ღმერთებს,
ყოფნია მხოლოდ ნაგლეჯი მიწის
და მთელ სამყაროს დუელში იწვევს,
აქვს ჭიქა ღვინო და პური ხმელი,
ქოხმახში ქარი,ფილტვებში ხველა,
ძარღვებში თოში,თვალებში ბინდი
რწმენის,ასეთი მოძღვარი მინდა.

ბევრს ანაფორა აცვია გუჩის,
ლექსუსით სერავს ქალაქის ქუჩებს,
ჯიბეში უდევს "აიფონ 5",
აბოლებს კენტს და აირებს მხუთავს
უშვებს ფილტვებში,ქუჩაში,ხალხში,
ტაძრებში უდგას სავაჭრო დახლი,
ყიდის ყველაფერს,ნამუსსაც ყიდის,
აკრძალულ ვაშლსაც სწყვეტავს და ხიდებს-
აც წყვეტავს სულში,იმ რწმენის ხიდებს,
რომელიც ვაგეთ,რომელიც იდო
ათასი წელი ომებშიც,ქარშიც,
ვერ მოახერხეს ალაგმვა,წაშლა
ათას მომხვდურმა,ვამყარეთ რწმენით,
ახლა კი ვიბანთ პილატეს ხელებს...

ვისაც ყოფნია ნაგლეჯი მიწის,
ვინც მთელს სამყაროს დუელში იწვევს
სიმართლით,ვისაც სული აქვს წმინდა,
აი ასეთი მოძღვარი მინდა.

                          კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები