ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2013


ძველი ალბომიდან

ძველი ალბომიდან

სული ნაზამთრალ ფერით მევსება,
მარტის სურნელიც აღარ მახარებს.
მე ხომ მტირალა ჩემი ლექსებით
ვერ იქნა, თავი ვერ შეგაყვარე.
იმ ოცნებათა რაში უბელო
აღარ ჭიხვინებს არას მთხოვნელი;
სხვამ სულ ადვილად,სხვამ სულ უბრალოდ,
ერთი ღიმილით შესძლო ყოველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს