გიორგის ჩვეული მძიმე დღე ქონდა სამსახურში, რომელიც ფინანსისტი გახლდათ და სულაც არ აღელვებდა საქმეებით გადატვირთული მაგიდა, იჯდა და სოც. ქსელების მეშვეობით თავის მეგობრებს “ეჭორავებოდა” იგი იმდენად იყო გართული, რომ ვერც კი შენიშნა თავზე ახალგაზრდა მომხიბვლელი და ოქროს დალალებიანი გოგონა როგორ წამოადგა, გიორგიმ ცალი თვალით შეხედა და იმდენად მოეწონა გოგონა, რომ მეორე თვალიც გააყოლა, - გამარჯობათ, მიესალმა გოგონა და თავისი თეთრი კბილები გიორგის სახეზე მიანათა. - გაგიმარჯოთ, უთხრა გიორგიმ და სკამიდან წამოდგა, - იჯექით ნუ შეწუხდებით, მე თქვენი ახალი მენეჯერი თამარ კალანდაძე გახლავართ. გიორგიმ გულში გაიფიქრა, აი სად დამერხაო, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, ეხლა დაიწყებს “სწერვობას” და ქალური უაზრო იდეების ფრქვევასო. - ძალიან სასიამოვნოა, მიუგო გიორგიმ და გაუღიმა - როგორც ვიცი ამ თვეში გარღვევაა, ბალანსი იქნებ შემომიტანოთ, მიუგო მკაცრი ტონით თამარმა. - ახლავე, უთხრა გიორგიმ. ცოტა ხანში გიორგი თავისი დავთრით შევიდა თამარის კაბინეტში და თვის ბალანსი გაუწოდა, თამარმა გადახედა და ყველაფერი იმაზე უკეთ იყო ვიდრე ეს მისმა ქვეშევრდომმა ენატანია თანამშრომლებმა უთხრეს... - გიორგი! არ მომწონს მე თქვენი მუშაობა -რატომ? - მთელ დროს უსაქმურად და ფუქსავატურად ატარებთ! - რას ბრძანებთ?! რამე ჭირს ჩემს ბალანსს? - ბალანსს არაფერი, ეს შენ გჭირს, ის, რომ მთელი დღე ერთობი და საქმეს სანახევროდაც არ აკეთებ! - კი მაგრამ, საქმე ხომ სრულად გავაკეთე ამ თვის? - კი და ამიტომ ეს თვე ხვალღაა და ზეგიდან აქ აღარ დაგინახოთ!!! - რატომ ??? რისთვის მათავისუფლებთ? აა ვიცი ვიცი ყველაფერი იმ ენაჭარტალა ნატოს ბრალია იმან გითხრათ არა? რახან სექსზე უარი ვუთხარი იმის მერე გადამეკიდა და ეხლა სამაგიეროს მიხდის ხო? თამარს გაეცინა და უმალვე შეიკავა სიცილი - არა ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ ცხოვრება ომია და ომში კი მომაკვდავი არავის ჭირდება, შენ კი უკვე ფაქტიურად გვამი ხარ ამ კომპანიისთვის... - გთხოვთ, ქალბატონო თამარ ნუ გამიშვებთ, სახლში ავადმყოფი დედა მყავს, ეს ხელფასი მარტო მის წამლებში არ მყოფნის და რა უნდა ვქნა აწი?! გთხოვთ ერთი შანსი მომეცით და ყველაფერს გავაკეთებ! აი გპირდებით... - საქმე მაქვს თქვენ კი ხელს მიშლით! დატოვეთ ჩემი კაბინეტი! გიორგი მოწყვეტილივით გაჩანჩალდა თამარის კაბინეტიდან, თავისი ნივთები ჩაალაგა და სახლისაკენ გაეშურა.
გადიოდა დღეები, კვირები, თვეები: გიორგი კი კვლავ უმუშევარი იყო, მას არცერთ კომპანიაში არ იღებდნენ, რადგან დახასიათება ისეთი საშინელი ქონდა წინა სამსახურიდან, რომ.. თან დღევანდელ პერიოდში არც ისე ადვილია ახალი სამუშაოს შოვნა... ერთ დღეს გიორგი მეგობრის დაბადებისდღეზე იყო. ცოტა დალია და ნასვამი ღამით ქუჩას მიუყვებოდა ფეხით, რომ უცბათ ქალის განწირული ხმა შემოესმა, “მიშველეთ!” “დამეხმარეთ!” გაიხედა და დაინახა, რომ მის წინ ახალგაზრდა გოგო ძირს ეგდო, სახე და ტანი სისხლით ჰქონდა მოსვრილი და ძლივს სუნთქავდა. . . გიორგიმ მიირბინა და რაც თავში აზრი მოუვიდა ის იყო რომ “საწყალი ალბათ მანქანა დაეჯახა” ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და სასწრაფოს ნომერზე დარეკა... გულწასული გოგონა ისევ გონს მოვიდა და გიორგის დანახვაზე შეშინებული და საზარელი სახე მიიღო, გიორგიმ დაამშვიდა ყველაფერი კარგად იქნებაო და სახეზე რომ შეხედა იცნო, ის ქალბატონი თამარი გახლდათ. გიორგის გული სიბრალულით აევსო, არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ დროზე მოსულიყო სასწრაფო და ქალბატონი თამარი ცოცხალი გადარჩენილიყო, რადგან გიორგი იმდენად ხალასი და კეთილი ადამიანი იყო, რომ ძველი ბოღმა გულში არც კი გაუვლია, უბრალოდ თამარს სახეზე თავისი სწორი თითები მოუთათუნა და უთხრა “ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება”... სასწრაფო მალე მოვიდა და თამარი საავადმყოფოში გააქანეს, გიორგი მთელი ღამე თავზე ედგა თამარს, სანამ მედდა არ შემოვიდა და არ უთხრა: კარგად იქნება ნუ გეშინიათ, ეხლა დაისვენეთ სახლში წადითო... გიორგი ადგა, თამარს გაუღიმა, თავისი დიდი ცისფერი თვალები ააბრიალა და ოთახიდან გავიდა, თამარი კი ისევ მადლიერი სახით ძველებურად იღიმებოდა და მისი საოცრად თეთრი კბილები დროდადრო მზესავის გამოანათებდა ხოლმე. ერთი კვირის თავზე გიორგის წერილი მოუვიდა სადაც ეწერა, რომ სამსახურში აღადგინეს... გიორგის ძალიან უნდოდა სამსახური, მაგრამ იმდენად თავმდაბალი იყო, რომ თან ერიდებოდა მისვლა. გამბედაობა მოიკრიბა, ლამაზად ჩაიცვა და თავისი ძველი სამსახურისკენ გაეშურა. ოფისში მისულს თავისი ძველი მეგობარი შეეგება და გახარებულმა მხარზე ხელი მოუთათუნა - დაბრუნდი გიუშ? - ხოო, მგონი - იცი ყველას ძალიან მოენატრე... - ხო, მეც მომენატრეთ - შედი გელოდება ! გიორგის აღარაფერი უთქვამს პირდაპირ თამარის კაბინეტისკენ გაემართა, კარი შეაღო და.... კაბინეტი თითქოს დაცარიელებული იყო, იქ ვერ ნახავდით თამარის მიერ მოწყობილ ავეჯს, აღარც კედელზე ეკიდა მის მიერ მოტანილი სურათები, ოთახის კედლები კი თეთრად იყო შეფერილი, თამარი მაგიდის წინ იდგა და ძველებურად მომხიბვლელად იღიმებოდა, გიორგის იმაზე ლამაზად მოეჩვენა თამარი ვიდრე პირველად, გაცნობისას, თან იმ დღეს ხომ სამსახურიდან გამოუშვა?! თამარს თეთრი კაბა და ყვავილებით მორთული “ბლუსკა” ეცვა, თმა ოდნავ დახვეული და ოქროსავით უბრწყინავდა, დიდ ყავისფერ თვალებს კი აქეთ იქით აბრიალებდა... - შემოდი გიორგი შემოდი, - როგორ ხართ ქალბატონო თამარ? - შენი და ღვთის წყალობით უკეთ - მე ნუ გამრევთ მაგაშიც, ჩემს ადგილას ყველა მასე მოიქცეოდა - კი, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ არა! - მე ეგ ამბავი უკვე აღარ მახსოვდა, - იცი გიორგი შენმა საქციელმა ძალიან ჩამაფიქრა! - კარგით აღარ გვინდა მაგაზე საუბარი, მოდით სამუშაოს შევუდგეთ - არა გიორგი მე ჯერ არ დამიმთავრებია!, მინდა პატიება გთხოვო, ცუდად მოგექეცით, სიზარმაცის გამო ადამინებს მხოლოდ ტუქსავენ რათა აღარ იზარმაცონ, მე კი სამსახურიდან დავითხოვე თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტი, მხოლოდ იმის გამო, რომ ზარმაცობდა, ხანდახან სამსახურშიც აგვიანებდა და სამუშაო საათებში სხვა რამით ერთობოდა, როგორ არ მთხოვეთ დახმარება, მე კი არ გავითვალისწინე თქვენი მდგომარეობა და განსაცდელში მიგატოვეთ, იმის მაგივრად, რომ თქვენს გამოსწორებაზე მეზრუნა, თავიდან მოგიშორეთ, თქვენ კი მიუხედავად ყველაფრისა ბოლომდე დამიდექით გვერდში და მიპატრონეთ... პატიებას გთხოვთ და ასევე ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის... - ქალბატონო თამარ, გახსოვთ თქვენ მითხარით ცხოვრება ომია და ომში მომაკვდავი არავის არ უნდაო. მინდა გითხრათ, რომ მომაკვდავს ზურგზე იკიდებენ, ცდილობენ როგორმე ცოცხალი გადაარჩიონ და არა ცოცხალი ადამიანი მოჰკლან, რასაც ქრისტეს მეექვსე მცნებაც გვასწავლის “არა კაც ჰკლა” ამიტომ მე ვერ მიგატოვებდით განსაცდელში და ვერ დავუშვებდი თქვენ სიკვდილს. ასე, რომ მე მოხარული ვარ კარგად და ჯანმრთელად, რომ გხედავთ. - მადლობთ, ეხლა მე წავედი და შენ გააგრძელე შენს ახალ კაბინეტში მუშაობა, - როგორ? ეს კაბინეტი ჩემია? - კი და შენ, საფინანსო განყოფილების ახალი მენეჯერი ხარ - მერე თქვენ? - მე მივდივარ - რატომ? სად? - ეკონომიკის სამინისტროში შემომთავაზეს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ვაკანსია, აქ კი რომ მითხრეს ვის მივცემდი რეკომენდაციას შენ გამახსენდი და წერილიც გამოგიგზავნე, და თამარმა კვლავ ძველებურად გაუღიმა გიორგის ღმერთო ჩემო რა საოცარი ღიმილი აქვს, გაიფიქრა გიორგიმ... - თამარ! ალბათ მაინც გაინტერესებთ რატომ გადაგარჩინეთ სიკვდილს? - კი ძალიან@! - იცით? თავს ვერ მივცემდი უფლებას, რომ თქვენი მომხიბვლელი ღიმილი აღარასოდეს დამენახა - თამარს კვლავ გაეღიმა, გიორგის მიუახლოვდა ლოყაზე ნაზად აკოცა და კაბინეტიდან გავიდა...
* * * ერთი წლის შემდეგ. სუსხიანი დილა იდგა, ცა მოღრუბლული, სიცივე ისე ატანდა ძვლებში, რომ სიცივისგან მოყინულ თითებს კუთხეში მჯდომი ქალი, (რომელიც მოწყალებას ითხოვდა) დროდადრო იორთქლავდა, რომ სიცივისგან ლოლოები არ ჩამოკიდებოდა. თამარი ამ დროს სამინისტროს ეზოდან შენობაში შევიდა და მინისტრის კაბინეტისკენ გასწია, გზად მისი მდივანი შეხვდა - როგორია ახალი მინისტრი? - ამბობენ სიმპატიურიაო - მკაცრია? - არც ისე, რაღაცნაირად საყვარელია, ამბობენ უცოლოაო - შენ ისეთი ლამაზი ხარ უთუოდ მოეწონები ! - მადლობა ნინი, გაუღიმა თამარმა და კაბინეტის კარი შეაღო კაბინეტში კი რუხ კოსტუმში გამოწყობილი კაცი ზურგით იდგა თამარისაკენ და ფანჯრიდან რაღაცას გასცქეროდა. - შეიძლება? - მოდი თამარ, ნაცნობი ხმა შემოესმა თამარს და მინისტრი, რომ შემობრუნდა თამარს ხელში მომღიმარი გიორგი შერჩა. - ვაიმეე ! სად შეგვიძლია?! სიცილი აუტყდა თამარს, ყველაფერს ვიფიქრებდი მაგრამ შენ, თუ მინისტრი გახდებოდი არა! - ნუ მანანებინებ, სიკვდილს, რომ გადაგარჩინე, სიცილით უთხრა გიორგიმ. - ერთი წლის მანძილზე ერთხელ მაინც, რატომ არ შემეხმიანე? - არ ვიცი ალბათ მინდოდა იმაზე მეტად მომნატრებოდი ვიდრე ენატრებათ ხოლმე - იცი, მე ყოველ წუთას შენზე ვფიქრობდი - მეც, მაგრამ შენთვის არ უთქვამთ? მკაცრი მინისტრი გვყავსო? - არა, სიცილით უთხრა თამარმა - ხოო, არ მინდა სამსახური და პირადული ცხოვრება ერთმანეთში ავურიოთ, დღის ბოლოს თუ გინდა ერთად ვივახშმოთ, ოღონდ ამის შესახებ ჩვენს შორის უნდა დარჩეს, ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება.... თამარი დათანხმდა და კაბინეტიდან გაბადრული და გახარებული გამოვიდა.
საბოლოოდ, თამარი და გიორგი დაოჯახდნენ და ბედნიერადაც აეწყოთ ცხოვრება, გიორგი ძალიან კარგი მამა იყო და თამარი სიგიჟემდე უყვარდა. თამარს კი არასოდეს უწყენინებია გიორგისთვის და ხშირად სიცილით იხსენებდნენ იმ ამბავს თუ რა სასაცილო სახე ჰქონდა გიორგის თამარმა სამსახურიდან, რომ გააპანღურა, არც ის ავიწყდებოდა, როგორ გამოგლიჯა სიკვდილს ხელებიდან და გიორგის ნათქვამი სიტყვები სიცოცხლის ბოლომდე ჩაებეჭდა გონებაში - “არა კაც ჰკლა”...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესო ნამუშევარია,. მოგიწონე ავტორო. წარმატებები ++ საინტერესო ნამუშევარია,. მოგიწონე ავტორო. წარმატებები ++
4. ვეცდები უფრო სასიამოვნოთ დაგამახსოვროთ თავი:) ვეცდები უფრო სასიამოვნოთ დაგამახსოვროთ თავი:)
3. სასიამოვნოდ ჩამეკითხა ბოლომდე... წარმატებები...
სასიამოვნოდ ჩამეკითხა ბოლომდე... წარმატებები...
2. საინტერესო სიუჟეტია. გამართულად ნაწერი. შეგაქებთ, თუ არ მიწყენთ. საინტერესო სიუჟეტია. გამართულად ნაწერი. შეგაქებთ, თუ არ მიწყენთ.
1. მომწონს ასთი ბედნიერი დასასრული! მომწონს ასთი ბედნიერი დასასრული!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|